,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 30/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.269
397
23/04/2007
სსმ, 60, 30/04/2007
200.010.000.22.033.010.269
,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.269

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №397

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №18, მუხ. 173) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმა (ტექსტში შემდგომ – სსაფ), წარმოადგენს მკაცრი აღიცხვისა და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად. სსაფ-ის გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებზე, რომლებიც ახორციელებენ ნავთობპროდუქტების მიწოდებას“.

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია განაცხადის წარმოდგენიდან (საგადასახადო ორგანოს კანცელარიაში რეგისტრაციიდან) 72 საათის განმავლობაში (დასვენების დღეების ჩაუთვლელად), ხოლო იმპორტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გასცეს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (რისთვისაც სსაფ-ის ზემო მარჯვენა კუთხეში დაუსვამს ბეჭედს) ან უარი განაცხადოს სსაფ-ის გაცემაზე, რისთვისაც ვალდებულია წერილობით აცნობოს გადასახადის გადამხდელს უარის თქმის საფუძველი. გადასახადის გადამხდელს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას შემდეგ შემთხვევაში:

ა) განაცხადში წარმოდგენილი მონაცემები არის არასრულყოფილი;

ბ) განაცხადში წარმოდგენილი მონაცემების სისწორე იწვევს საფუძვლიან (დასაბუთებულ) ეჭვს;

გ) თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ინსპექციაში არ წარადგენს ამ ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ანგარიშგებებს ან წარადგენს, მაგრამ არასრულყოფილად;

დ) გადამხდელი არ აწარმოებს ამ ბრძანებით დადგენილ „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალს“ (დანართი №11) ან „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს“ (დანართი №12)”.

გ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტების (მათ შორის ნავთობის მოპოვების ადგილების, ნავთობბაზებისა და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების, სხვა სტაციონალური საცავების და ავზების) ცენტრალიზებულ აღრიცხვას (დანართი №8-ის შესაბამისად) და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას (დანართი №9-ის ფორმით)“.

დ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34.

სსაფ-ის გაცემის ორგანიზებას და მათ გამოყენებაზე სათანადო კონტროლის დაწესებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური“.

ე) დანართი №3-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური

დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის სპეციალური დანართი“.

ვ) დანართი №7-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიური დეკლარაცია

(იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც არ არიან დღგ-ის გადამხდელები)“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი