დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 956 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 02/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.22.033.010.702 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.702
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №956
2007 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 17.02.05, №18, მუხლი 173) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 27.
1. ნავთობპროდუქტების საბითუმო მიმწოდებლებისათვის სავალდებულო წესით განისაზღვროს ,,ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალის“ წარმოება (დანართი №11), ხოლო საცალო მიმწოდებლებისათვის – ,,ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის“ წარმოება (დანართი №12). აღნიშნული ჟურნალების შევსება უნდა მოხდეს ყოველდღიურად. ჟურნალების აკინძვას და დამოწმებას ახდენს საწარმოს ხელმძღვანელი პირი.
2. ,,ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალიის“ მე-10 სვეტის შევსების უფლება აქვთ იმ გადამხდელებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე გამოწერილი აქვთ სსაფ-ი და ავტოგასამართ სადგურზე შესაბამისი დოკუმენტის – ტალონის (როგორც ქაღალდის, ისე ელექტრონული ფორმით) სანაცვლოდ გასცემენ ნავთობპროდუქტებს.
3. ,,ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის“ მე-11 და მე-12 სვეტების შევსების უფლება აქვთ იმ გადამხდელებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ ავტოგასამართი სადგურებიდან ფიზიკურ პირებზე სსაფ-ის გამოწერის გარეშე და იყენებენ იდენტიფიცირებული ფიზიკური პირების მიმართ მათ მიერ შეძენილი საქონლის რაოდენების ან/და დროის მონაკვეთის მიხედვით ეტაპობრივი ფასდათმობის სისტემას შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ყველა სავაჭრო თუ სარეალიზაციო ობიექტი (სადაც ხდება აღნიშნული ფასდათმობის სისტემის გამოყენება) ჩართული უნდა იყოს ერთიან სააღრიცხვო სისტემაში, მუდმივი ან ნახევრად მუდმივი შეერთებით;
ბ) ყველა ობიექტიდან ინფორმაციის (ტრანზაქცია) გაცვლა (მიღება-გაცემა) ცენტრალურ სააღრიცხვო სისტემასთან უნდა ხდებოდეს სპეციალური ტერმინალების მეშვეობით;
გ) ტერმინალი მომხმარებელზე გადასაცემად უნდა ბეჭდავდეს დეტალურ ჩეკს შემდეგი ინფორმაციის მითითებით: შეძენილი საქონლის დასახელება, მთლიანი თანხა, ფასდათმობის რაოდენობა (შესაძლებელია იყოს როგორც პროცენტული, ასევე ფიქსირებული) და რეალურად გადახდილი თანხა;
დ) მთლიანი თანხის, საქონლის მიხედვით ფასდათმობის რაოდენობის და რეალურად გადახდილი თანხის (არანაკლებ თვითღირებულების) მითითებით, ყოველი ფასდათმობის ოპერაცია ტერმინალში უნდა ფიქსირდებოდეს ფასდათმობის მიმღები ფიზიკური პირის ბარათის იდენტიფიცირებული ნომრის მიხედვით, ხოლო ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში – ფასდათმობის მიმღები ფიზიკური პირის სახელის, გვარის, პირადი ნომრის და ბარათის იდენტიფიცირებული ნომრის მიხედვით.
ე) ფასდათმობის რაოდენობა უნდა იყოს ფიქსირებული ან ბონუსური სქემიდან გამომდინარე;
ვ) რეალიზატორი საწარმოს მიერ დამტკიცებული ბონუსური სქემა უნდა ფიქსირდებოდეს პროგრამულად და გადაეგზავნოს მთელს ქსელში დამონტაჟებულ ტერმინალებს;
ზ) როგორც ბონუსური სქემის, ასევე ფიქსირებული ფასდათმობის შემთხვევაში ცენტრალური სისტემა უნდა აწვდიდეს ტერმინალს ინფორმაციას ფასდათმობის რაოდენობის შესახებ კომპანიის მიერ შემუშავებული ფასდათმობის სქემის მიხედვით;
თ) როგორც ბონუსური სქემის, ასევე ფიქსირებული ფასდათმობის შემთხვევაში ფასდათმობის ზედა და ქვედა ზღვარი უნდა დადგინდეს რეალიზატორი საწარმოს მიერ, საკუთარი მარკეტინგული ინტერესებიდან გამომდინარე;
ი) ფასდათმობის სისტემა უნდა იყოს თავსებადი რეალიზატორი საწარმოს ბუღალტრულ სისტემასთან. ყოველი ფასდათმობის ოპერაციის შედეგად მიღებული რეალიზაცია (დღის ოპერაციების მიხედვით ჯამში) მკაცრად აღრიცხული უნდა იყოს საწარმოს ბუღალტრულ სისტემაში;
კ) ინფორმაცია (სტატისტიკური თუ დეტალური) აღნიშნული ოპერაციებით რეალიზაციაზე უნდა იყოს გამჭვირვალე და მისაწვდომი საგადასახადო ორგანოებისათვის;
ლ) ფასდათმობის სისტემაში გამოყენებული ბარათები უნდა იყოს ჩიპური ან მაგნიტური ტექნოლოგიის. ყოველი ბარათი უნდა იყოს მკაცრად აღრიცხული და დანომრილი.“;
ბ) დანართი №3-ის ნაწილი III და დანართი 12 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ნაწილი III
ფაქტიურად დარიცხული ნაშთები
| საქონლის დასახელება და ოთხნიშნა კოდი | რაოდენობა | ფაქტიური ნაშთის ოდენობა საანგარიშო თვის დასაწყისში | თვის განმავლობაში | ფაქტიური ნაშთი თვის ბოლოსათვის (12=3+4-5-6-8-10-11) | |||||||
| ფაქტიურად მიღებული და წარმოებულის რაოდენობა | ფაქტიურად გახარჯული | ||||||||||
| სსაფ-ის გამოწერით რეალიზებული ნავთობპროდუქტის რაოდენობა | რეალიზებული სსაფ-ის გარეშე | გახარჯულია პირადი მოხმარებისათვის | გადამუშაებულის ოდენობა | ||||||||
| ფასდათმობის გარეშე რეალიზებული | ფასდათმობით რეალიზებული | ||||||||||
| რაოდე-ნობა | თანხა | რაოდენობა | თანხა | ||||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
|
| კგ/ლ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №12
(ჟურნალის გარეკანი)
ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის
აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი
საცალო მიმწოდებლის (ავტოგასამართი სადგური და სხვა)
დასახელება ------------------------------------------------------------------------------------
საიდენტიფიკაციო ნომერი ---------------------------------------------------------------------
ობიექტის მისამართი ---------------------- სარეგისტრაციო ნომერი -----------------------------------
ნავთობპროდუქტის დასახელება -------------------------- კოდი --------------------------
(ჟურნალის გვერდი)
,,-------------------“ 200 წელი
(თვე)
| № | თარიღი | ნაშთი დღის დასაწყისისათვის | მიმღები (მომწოდებელი) | მიმღები (მომწოდებელი) ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი | სსაფ-ის სერია და ნომერი | მიღებული ნავთობპროდუქტის რაოდენობა ლიტრებში | დღის განმავლობაში ფასდაკლების გარეშე გაცემული ნავთობპროდუქტის რაოდენობა ლიტრებში | ფასდაკლების და შიდა გადაზიდვის გარეშე გაცემული ნავთობპროდუქტის სარეალიზაციო ფასი (1 ლიტრის) | დღის განმავლობაში ტალონის სანაცვლოდ გაცემული ნავთობპროდუქტების რაოდენობა ლიტრებში | დღის განმავლობაში სსაფ-ის გარეშე ფასდაკლებით გაცემული ნავთობპროდუქტის რაოდენობა ლიტრებში | დღის განმავლობაში სსაფ-ის გარეშე ფასდაკლებით გაცემული ნავთობპროდუქტების რეალიზაციის შედეგად მიღებული მთლიანი თანხა | ნაშთი დღის ბოლოსათვის | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საწარმოს ხელმძღვანელი ----------------------
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები