დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 358 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 15/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.22.033.013.181 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.013.181
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №358
2009 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქრთველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (სსმ III, 17.02.05, №18, მუხ. 173) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ინსტრუქციის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1.
საქართველოს ტერიტორიაზე ამ ბრძანების დანართ №1-ში ჩამოთვლილი საქონლის (ნავთობპროდუქტების) ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – სსაფ) წარმოადგენს მკაცრი აღიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად. სსაფ-ის გაცემა შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ ხდება მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებზე, რომლებიც ახორციელებენ ნავთობპროდუქტების მიწოდებას ან შიდა გადაზიდვას. სსაფ-ების აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა, და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად.“.
2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 13 მუხლები:
,,მუხლი 11.
1. სსაფ-ს აქვს ორი ასოსაგან შემდგარი სერია და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. სსაფ-ის სერია არის: იმპორტის (ექსპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან მოსაქცევი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – ,,აი“, იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (არ ითვლებიან იურიდიულ პირებად) შიდა გადაზიდვისათვის – ,,აშ“, საბითუმო მიწოდებაზე – ,,ას“, საცალო მიწოდებაზე – ,,აა“.
2. სსაფ-ის ფორმების წარმოების ორგანიზებასა და სსაფ-ებით მომარაგებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
3. სამინისტროს მიერ სსაფ-ები შემოსავლების სამსახურზე გაიცემა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4. სამინისტროდან სსაფ-ების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
5. შემოსავლების სამსახურიდან სსაფ-ების გაცემა შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებზე ხორციელდება შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სათანადო მინდობილობის წარმომდგენ პირზე. სსაფ-ებს ,,შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებზე გაცემული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი №15) (შემდგომში – სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალი) აღრიცხავს და გასცემს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი.
6. შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან მათ დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე სსაფ-ების გაცემის შემთხვევაში ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
7. გადასახადის გადამხდელებზე სსაფ-ების გაცემის აღრიცხვა ხორციელდება ,,გადასახადის გადამხდელებზე გაცემული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №16) (შემდგომში – სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალი).
8. სსაფ-ები ინახება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
9. სსაფ-ები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებაზე ან/და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან (პირებთან).
10. სათავსო, სადაც ინახება სსაფ-ები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
მუხლი 12.
1. საგადასახადო ორგანოები სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალს (დანართი №15 და №16) აწარმოებენ მისი საბოლოო ფურცლის შევსებამდე ყოველი კალენდარული წლისათვის.
2. სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ხელმოწერით და საგადასახადო ორგანოს ბეჭდით.
3. სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან/და შავი ფერის ბურთულიანი კალმით.
4. სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში – ,,შენიშვნა“ სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
5. სსაფ-ების აღრიცხვის ერთი ჟურნალის შევსებისას იხსნება სსაფ-ების აღრიცხვის ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს წინა ჟურნალის გაგრძელებას.
6. კალენდარული წლის ბოლოს სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალში ყველა სსაფ-ის რეგისტრაციის შემდეგ კეთდება ჩანაწერი რეგისტრირებული სსაფ-ების წლიური რაოდენობის შესახებ.
7. საბოლოო ფურცლის ჩათვლით შევსებული სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალი ინახება სსაფ-ების გაცემაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს.
8. სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალის შენახვისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ჟურნალის და მასში ასახული მონაცემების დაცულობა.
9. სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10. საგადასახადო ორგანოში და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სსაფ-ების მიღებაზე, გაცემაზე და შესაბამისი ფორმით აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 13.
1. სსაფ-ის ფორმის ჩამოწერა შეიძლება მისი ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი სსაფ-ის ჩამოწერა უნდა მოხდეს ,,გამოსაყენებლად უვარგისი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩამოწერის შესახებ აქტის“ (დანართი №17) შედგენით.
3. ჩამოწერილი სსაფ-ების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებული ,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების, ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.“.
3. ინსტრუქციის მე-2–მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2.
გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს ამ ბრძანების დანართ №1-ში ჩამოთვლილი საქონლის ტრანსპორტირებას, შენახვას და რეალიზაციას, ვალდებულია:
ა) ამ ბრძანებით დადგენილი წესით მოახდინოს ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია და შენახვა;
ბ) ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი ვალდებულია შეავსოს სსაფ-ის ფორმით (დანართი №2) გათვალისწინებული ყველა რეკვიზიტი ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3.
სსაფ-ების მისაღებად ნავთობპროდუქტების მფლობელი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოს მიმართოს განაცხადით დანართი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 4.
ამ ბრძანების დანართ №1-ში ჩამოთვლილი საქონლის მოპოვების, გადამუშავების ან/და შეძენის (მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტები შეიძლება იყოს:
ა) მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ლიცენზიის ქსეროასლი და ინფორმაცია მოპოვებული ნავთობის შესახებ;
ბ) გადამუშავების შემთხვევაში – ლიცენზიის ქსეროასლი აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ (გარდა გზის საფარისათვის მასალის – ბიტუმის წარმოებისა); შესაბამისობის სერტიფიკატი (იმ საქონელზე, რომელზედაც სავალდებულოა შესაბამისობის სერტიფიკატის აღება), ნედლეულის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი – სსაფ (იმ ნედლეულზე, რომელზედაც სავალდებულო არ არის სსაფ-ის გამოწერა – საბაჟო დეკლარაცია ან პირველადი საგადასახადო დოკუმენტები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად);
გ) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, იმპორტირებული საქონლის შიდა გადაზიდვის სსაფ, მისი არსებობის შემთხვევაში;
დ) შეძენის შემთხვევაში – სსაფ;
ე) საგადასახადო ორგანოს მიერ მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში – აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების სერტიფიკატი (მოწმობა);
ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით საქონლის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი 5.
საგადასახადო ორგანო ვალდებულია განაცხადის წარმოდგენიდან (საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციიდან) 72 საათის განმავლობაში (დასვენების დღეების ჩაუთვლელად), ხოლო იმპორტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, გასცეს სსაფ-ის ფორმები (რისთვისაც სსაფ-ის ზემო მარჯვენა კუთხეში დაუსვამს ბეჭედს) ან უარი განაცხადოს სსაფ-ის გაცემაზე, რისთვისაც ვალდებულია წერილობით აცნობოს გადასახადის გადამხდელს უარის თქმის საფუძველი. გადასახადის გადამხდელს სსაფ-ების გაცემაზე შეიძლება ეთქვას უარი, თუ:
ა) განაცხადში წარმოდგენილი მონაცემები არის არასრულყოფილი;
ბ) განაცხადში წარმოდგენილი მონაცემების სისწორე იწვევს საფუძვლიან (დასაბუთებულ) ეჭვს;
გ) გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში არ წარადგენს ამ ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ანგარიშგებებს ან წარადგენს, მაგრამ არასრულყოფილად;
დ) გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ან არასწორად აწარმოებს ჩანაწერებს ,,ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №11) ან ,,ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში“ (დანართი №12).
მუხლი 6.
გადასახადის გადამხდელზე სსაფ-ების გაცემისას, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ნავთობპროდუქტების (გარდა ნავთობის ბიტუმისა) რეალიზაციისათვის (გადაზიდვისათვის), ამ ბრძანების დანართი №1-ის მიხედვით საგადასახადო ორგანო სსაფ-ის ყველა ეგზემპლარის:
ა) მე-11 და მე-12 გრაფის პირველ უჯრაში აღნიშნავს ნავთობის დისტილატის დასახელებას და კოდს ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 და მე-4 სვეტების შესაბამისად;
ბ) მე-19 გრაფაში უთითებს ნავთობპროდუქტის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის მისამართს, ხოლო მე-20 გრაფაში – ნავთობის დისტილატის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის) მისამართს და საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერს;
გ) იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას გამოწერილ უნდა იქნეს სსაფ, რომელზეც შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარ, სსაფ-ის საგადასახადო ორგანოდან გატანისას, კეთდება წარწერა: ,,შიდა გადაზიდვა“, ხოლო თუ ტრანსპორტირება ხდება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან – ,,შიდა გადაზიდვა. იმპორტი.“.
4. ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თუ გადასახადის გადამხდელი გარიგების საფუძველზე ახორციელებს ნავთობპროდუქტის მიწოდებას ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, იგი ამის შესახებ წინასწარ აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, რომელიც გადასახადის გადამხდელს ანიჭებს დამატებით შვიდნიშნა კოდს. აღნიშნული კოდი არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი. ასეთი სახის რეალიზაციისთვის სსაფ გამოიყენება მე-13, მე-14, 21-ე და 22-ე გრაფების შევსების გარეშე (ამ გრაფებში კეთდება აღნიშვნა „X“), ხოლო მე-19 გრაფაში ჩაიწერება ,,საცალო“, მე-20 გრაფაში კი – საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი.“.
5. ინსტრუქციის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სსაფ გამოიწერება საანგარიშო თვეში განხორციელებული მიწოდების მიხედვით, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვისა.“.
6. ინსტრუქციის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10.
გადასახადის გადამხდელებზე სსაფ-ის ყოველი შემდეგი პარტია გაიცემა წინა საგადასახადო პერიოდის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საგადასახადო ორგანოში სათანადო ანგარიშგების წარდგენის შემდგომ დანართი №14-ის შესაბამისად.“.
7. ინსტრუქციის მე-14 მუხლის:
ა) „ა,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) გრაფა ,,1“-ში მიეთითება ოპერაციის განხორციელების რიცხვი სიტყვიერად, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სსაფ-ის გამოწერის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი, მაგალითად: 01.02.09);“;
ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) გრაფა ,,5“-ში მითითება გამყიდველის იურიდიული მისამართი და ტელეფონის ნომერი;“;
გ) „ზ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) გრაფა ,,7“-ში მიეთითება მყიდველის სახელწოდება, ხოლო თუ მყიდველი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით;“;
დ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) გრაფა ,,9“-ში მიეთითება მყიდველის იურიდიული მისამართი და ტელეფონის ნომერი;“;
ე) ,,ლ.ე)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ.ე) მეხუთე სვეტში მიეთითება საქონლის სარეალიზაციო ფასი ლარებში დღგ-ისა და აქციზის გამოკლებით;“;
ვ) „ლ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ.ი) მეცხრე სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა; იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ის გადამხდელი, სსაფ-ის გაცემისას მერვე და მეცხრე სვეტებში შესაბამის საგადასახადო ორგანოში კეთდება ჩანაწერი ,,X“;“.
ზ) ,,ნ“ და ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) გრაფა ,,13“-ში გამყიდველის მიერ მიეთითება ნავთობპროდუქტის იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის – საბაჟო სატვირთო დეკლარაციის (სსდ) ნომერი და რეგისტრაციის თარიღი. სხვა შემთხვევებში (მოპოვება, წარმოება, შეძენა სსაფ–ით ან მის გარეშე, შეძენა აუქციონზე, მიღება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) ამ გრაფაში კეთდება აღნიშვნა ,,X“;
ო) გრაფა ,,14“-ში გამყიდველის მიერ მიეთითება ნავთობპროდუქტის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის – სსაფ-ის სერია, ნომერი და შევსების თარიღი. იმპორტის შემთხვევაში ამ გრაფაში კეთდება აღნიშვნა ,,X“, ხოლო სხვა შემთხვევებში (მოპოვება, წარმოება, შეძენა სსაფ-ის გარეშე, შეძენა აუქციონზე, მიღება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) – გადაიხაზება სიტყვა ,,სსაფ“ და მიეთითება შესაბამისი დოკუმენტის დასახელება და რეკვიზიტები;“.
თ) ,,ფ“, ,,ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფ) გრაფა ,,20“-ში მიეთითება ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის და საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული ნავთობის დისტილატების სხვა სტაციონარული ობიექტის) ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი, გარდა მე-9 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ქ) გრაფა ,,21“-ში მიეთითება ნავთობპროდუქტის მიტანის ადგილის მისამართი;
ღ) გრაფა ,,22“-ში მიეთითება ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის და საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული ნავთობის დისტილატების სხვა სტაციონარული ობიექტის) ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი. თუ ნავთობპროდუქტის გადაადგილება ხდება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში, როგორც ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტი, ამ გრაფაში კეთდება აღნიშვნა ,,X“;“.
ი) „ჩ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) გრაფა ,,25“-ში მიეთითება მძღოლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით;“.
კ) „ძ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) გრაფა ,,27“-ში მიეთითება გადამზიდავის საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო მისი არქონისას – პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით;“.
8. ინსტრუქციის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 15.
სსაფ-ში რეკვიზიტის (რეკვიზიტების) არასწორად შევსების შემთხვევაში სსაფ-ის ოთხივე ეგზემპლარი საანგარიშო თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა გაუქმების მიზნით წარედგინება შესაბამის საგადასახადო ორგანოს.“.
9. ინსტრუქციის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17.
იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას გამოწერილ უნდა იქნეს სსაფ, რომელზედაც შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარ, სსაფ-ის საგადასახადო ორგანოდან გატანისას, კეთდება წარწერა ,,შიდა გადაზიდვა“ სსაფ-ის მე-11 გრაფის მე-4 – მე-10 სვეტებში (გარდა ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა).“.
10. ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს იმპორტის (ექსპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან მოსაქცევი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე, ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებას, გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს (ექსპორტს), ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირების (შიდა გადაზიდვა) სსაფ-ის მისაღებად მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს განაცხადით (დანართი №6).
2. საგადასახადო ორგანო გასცემს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე (და პირიქით) საქონლის ტრანსპორტირებისათვის სსაფ-ს წარწერით – ,,შიდა გადაზიდვა. იმპორტი“ (ექსპორტის შემთხვევაში – ,,შიდა გადაზიდვა“) სსაფ-ის მე-11 გრაფის მე-4 – მე-10 სვეტებში, ასევე სსაფ-ის მე-11 და მე-12 გრაფების პირველ სვეტში საქონლის დასახელებისა და ოთხნიშნა კოდის ჩანაწერით (ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მიხედვით). ამასთან, სსაფ-ის გაცემისას საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ ივსება სსაფ-ის მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე გრაფები, ხოლო მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 გრაფებში კეთდება აღნიშვნა ,,X“, დანარჩენი გრაფები ივსება უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ დამოუკიდებლად.“.
11. ინსტრუქციის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 23.
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება ,,სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი და სასაქონლო ნაშთები“ (დანართი №4) და სსაფ-ები, მათ შორის:
ა) მყიდველის მიერ პირველი ეგზემპლარი;
ბ) გამყიდველის მიერ მეოთხე ეგზემპლარი.
2. უფლებამოსილი ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელისაგან შევსებული სსაფ-ების ამოღების ან გადასახადის გადამხდელის მიერ სსაფ-ების (როგორც შევსებულის, ისე შეუვსებელის) დაკარგვის შემთხვევებში მოქმედებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული პროცედურები.“.
12. ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადასახადის გადამხდელების მიერ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებად, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ორგანოს სსაფ წარედგინება ,,სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიურ დეკლარაციასთან“ (დანართი №7) ერთად, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა, მათ შორის:
ა) მყიდველის მიერ პირველი ეგზემპლარი;
ბ) გამყიდველის მიერ მეოთხე ეგზემპლარი.“.
13. ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს 241 მუხლი.
14. ინსტრუქციის 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 25.
ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც გადასული არიან ელექტრონული ფორმით დეკლარირების წესზე, უფლება აქვთ შესაბამის საგადასახადო ორგანოში სსაფ-ების რეესტრიც წარადგინონ ელექტრონული ფორმით (დანართი №4). ასეთ შემთხვევაში სსაფ-ების (მათ შორის, კორექტირების) პირველი და მეოთხე ეგზემპლარების წარდგენა განხორციელდება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში. მანამდე ისინი ინახება გადასახადის გადამხდელთან.
მუხლი 26.
შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული საგადასახადო ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტების (მათ შორის, ნავთობის მოპოვების ადგილების, ნავთობბაზებისა და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების, სხვა სტაციონარული საცავების და ავზების) ცენტრალიზებულ აღრიცხვას (დანართი №8-ის შესაბამისად) და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას (დანართი №9-ის ფორმით).“.
15. ინსტრუქციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის“ მე-10 სვეტის შევსება ევალებათ მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
16. ინსტრუქციის 34-ე და 35-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 34.
სსაფ-ის გაცემის ორგანიზებას და მათ გამოყენებაზე სათანადო კონტროლის დაწესებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური.
მუხლი 35.
1. ცალკეულ გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში, რომლებსაც საკუთრებაში (სარგებლობაში) გააჩნიათ ნავთობპროდუქტებით საბითუმო და საცალო ვაჭრობის ქსელის ობიექტები და ბოლო 6 თვის განმავლობაში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული აქვთ სსაფ-ების გამოყენებას დაქვემდებარებული 10 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების საქონელი, ამასთან, აღნიშნული საქონლის რეალიზაციის (ნაშთების) აღრიცხვას ახორციელებენ ელექტრონული ფორმით სერტიფიცირებული პროგრამების გამოყენებით და უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოების მიერ მათი მონაცემების შეუფერხებელ (უწყვეტ რეჟიმში) გამოყენების შესაძლებლობას, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლებელია გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მოქმედების პერიოდში შესაბამის გადასახადის გადამხდელზე სსაფ-ები გაიცემა ამ ინსტრუქციის მე-6, მე-17 და მე-18 მუხლებში მითითებული აღნიშვნების (ჩანაწერების) გარეშე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადასახადის გადამხდელების მიერ სსაფ-ის ფორმის ყველა რეკვიზიტი ივსება დამოუკიდებლად. არასწორად ან არასრულად შევსებულ სსაფ-ს იურიდიული ძალა არა აქვს.“.
17. ბრძანებით დამტკიცებული №1, №2, №4, №5, №6, №7, №8 და №9 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
18. ბრძანებას დაემატოს დანართი №14, №15, №16, №17.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №1
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურით
რეგულირებადი ნავთობპროდუქტები
| № | საქონლის დასახელება | სეს ესნ კოდი | სსაფ-ში |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1 | ნედლი ნავთობი და ნედლი ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან (გარდა მილსადენისა) | 2709 00 100 00, 2709 00 900 00 | 2709 |
| 2 | ნავთობის ბიტუმი და ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობისა ან ნავთობპროდუქტების გადამუშავების სხვა ნარჩენები | 2713 20 000 00, 2713 90 900 00 | 2713 |
| 3 | ნავთობის მსუბუქი დისტილატები და პროდუქტები გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის და სხვა ქიმიური გარდაქმნებისათვის | 2710 11 110 00, 2710 11 150 00 | 0110 |
|
|
|
|
|
|
| სპეციალური ბენზინები | 2710 11 210 00, 2710 11 250 00 | 0210 |
|
|
|
|
|
|
| ბენზინები ძრავებისათვის: |
|
|
|
| - ოქტანური რიცხვით 95–ზე ნაკლები | 2710 11 410 00 | 0270 |
|
| - ოქტანური რიცხვით 95 ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 98–ისა | 2710 11 450 00 | 0290 |
|
| - ოქტანური რიცხვით 98 ან მეტი | 2710 11 490 00 | 0320 |
|
| - ბენზინის სათბობი რეაქტიული და დანარჩენი მსუბუქი დისტილატები | 2710 11 700 00, 2710 11 900 00 | 0370 |
| 4 | ნავთობის მძიმე დისტილატები: |
|
|
|
| |||
| – გაზოილი (დიზელის საწვავი) გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის და სხვა ქიმიური გარდაქმნებისათვის |
| 0610 | |
|
| |||
| 2710 19 310 00, 2710 19 350 00 | |||
|
| |||
| – გაზოილი სხვა მიზნებისათვის | 2710 19 410 00 – 2710 19 490 00 | 0690 | |
| – თხევადი სათბობი (მაზუთი) | 2710 19 510 00 – 2710 19 690 00 | 0710 |
დანართი № 2
|
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია № 000 000 1-------------------------------------- 2 --------------------------------- 20 წ. (რიცხვი - სიტყვიერად) (თვე - სიტყვიერად) 3 გამყიდველი ---------------------------------------------------- 4--- --- --- --- --- --- --- --- --- (სახელწოდება ან სახელი და გვარი) საიდენტიფიკაციო ნომერი 5 მისამართი ------------------------------- ტელეფონი --- --- --- --- ---
| ე
გ
ზ
ე
მ
პ
ლ
ა
რ
ი | |||||||||||||||
|
6 დღგ-ის სარეგისტრაციო სერტიფიკატის № ___ ____ ____ ____ ____ ___
7 მყიდველი __________________________________________ 8 --- --- --- --- --- --- --- --- --- (სახელწოდება ან სახელი, გვარი და პირადი ნომერი) საიდენტიფიკაციო ნომერი
9 მისამართი ---------------------------------- ტელეფონი --- --- --- --- --- ---
| ||||||||||||||||
|
| საქონლის დასახელება
| ზომის ერთეული
| მიწოდებული საქონლის რაოდენობა
| ერთეულის სარეალიზაციო ფასი ლარებში დღგ-ისა და აქციზის გარეშე | საქონლის გარეშე სარეალიზაციო ფასი ლარებში დღგ-ისა და აქციზის გამოკლებით | აქციზი | დღგ
|
საქონლის მთლიანი ღირებულება დღგ-ისა და აქციზის ჩათვლით
| ||||||||
| 10 |
|
|
|
|
| განაკვეთი | თანხა
| განაკვეთი | თანხა
|
| ||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ||||||
| 11 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||
| 12 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
| ||||||||||||
|
13 ნავთობპროდუქტის იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის სსდ-ის № /რეგისტრაციის თარიღი/
14 ნავთობპროდუქტის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის სსაფ-ის სერია № /შევსების თარიღი/
15 გადახდის პირობები _________ 16 ანგარიშსწორების თარიღი ____ _______ _____
17 კორექტირებული სსაფ-ის სერია № 18 ტრანსპორტირების დაწყების დრო ______________
19 ნავთობპროდუქტის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის მისამართი -------------------
20 ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის ან ბუნკირების გეგმის სარეგისტრაციო ნომერი ---- ---- ---- ---- ---- -----
21 ნავთობპროდუქტის მიტანის ადგილის მისამართი -------------------------
22 ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის ან ბუნკირების გეგმის სარეგისტრაციო ნომერი ---- ---- ---- ---- ----
23 ტრანსპორტის სახე (საავტომობილო/სარკინიგზო) -------------------------------------------
24 სატრანსპორტო საშუალების მარკა და სახელმწიფო ნომერი (ვაგონის ნომერი) ----------------------------------------------------------
25 მძღოლის სახელი, გვარი და პირადი № ----------------------------------------------------------------
26 გადამზიდავი ----------------------------------------------------------------------------------------- (სახელწოდება ან სახელი და გვარი) 27 ---- --- ---- --- --- --- --- --- --- საიდენტიფიკაციო ნომერი 28 საქონლის მიმღების ხელის მოწერა ------------------------------------------------------ საწარმოს ხელმძღვანელი მთავარი ბუღალტერი
შენიშვნა: პირველი და მესამე ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, მეორე და მეოთხე ეგზემპლარი რჩება გამყიდველს.
დამკვეთი: დამამზადებელი: სფს–ს რეგისტრაციის № | ||||||||||||||||
დანართი №4
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი
და სასაქონლო ნაშთები
წარდგენის წელი და თვე ––––––––––––––––––
დეკლარირების წელი და თვე ––––––––––––––––––
პირველადი ––––––––––––––––––
დაზუსტებული –––––––––––––––––
გადასახადის გადამხდელის დასახელება ––––––––––––––––––
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ––––––––––––––––––
რეესტრში არსებული სსაფ–ის რაოდენობა:
სსაფ–ის პირველი ეგზემპლარი ––––– ცალი
სსაფ–ის მეოთხე ეგზემპლარი ––––– ცალი
სსაფ შიდა გადაზიდვაზე ––––– ცალი
სსაფ იმპორტზე ––––– ცალი
ნაწილი I
| გამოწერილი (მათ შორის, შიდა გადაზიდვაზე) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მათ შორის, კორექტირების) | |||||||||
| სსაფ, მათ შორის, კორექტირების | სსაფ, რომლის კორექტირებაც ხდება | სტაციონარის რეგისტრაციის ნომერი | მყიდველის ს/ნ | ნავთობპროდუქტის კოდი | რაოდენობა | დღგ-ის თანხა*
| |||
| სერია № | თარიღი | სერია № | თარიღი | გაგზავნის | დანიშნულების |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნაწილი II
| შეძენილ ნავთობპროდუქტებზე გამოწერილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მათ შორის, კორექტირების) | |||||||||
| სსაფ, მათ შორის, კორექტირების | სსაფ, რომლის კორექტირებაც ხდება | სტაციონარის რეგისტრაციის ნომერი | გამყიდველის ს/ნ | ნავთობპროდუქტის კოდი | რაოდენობა | დღგ-ის თანხა*
| |||
| სერია № | თარიღი | სერია № | თარიღი | დანიშნულების | გამოგზავნის |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
*. შიდა გადაზიდვის, აგრეთვე დღგ-ისაგან გათავისუფლებული მიწოდების განხორციელების შემთხვევაში აღინიშნება «X”, ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი მიწოდებისას ჩაიწერება «0”
ნაწილი III
ფაქტიურად დარიცხული ნაშთები
| საქონლის დასახელება და ოთხნიშნა კოდი | რაოდენობა | ფაქტიური ნაშთის ოდენობა საანგარიშო თვის დასაწყისში | თვის განმავლობაში | ფაქტიური ნაშთითვის ბოლოსათვის (12=3+4-5-6-8-10–11) | |||||||
| ფაქტიურად მიღებული და გადამუშავებულის რაოდენობა | ფაქტიურად გახარჯული | ||||||||||
| სსაფ –ის გამოწერით რეალიზებული ნავთობპროდუქტების რაოდენობა | რეალიზებულისსაფ–ის გარეშე | გახარჯულია პირადი მოხმარები–სათვის | გადამუშავებულის ოდენობა | ||||||||
| ფასდათმობის გარეშე რეალიზებული | ფასდათმობით რეალიზებული | ||||||||||
| რაოდენობა | თანხა | რაოდენობა | თანხა | ||||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
|
| კგ/ლ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა --------------- რიცხვი, თვე, წელი
დანართი №5
საგადასახადო ორგანოს დასახელება
განაცხადი
სსაფ–ების მიღებაზე
1. გადასახადის გადამხდელის დასახელება
____________________________________________________________
2. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი _____________
3. იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც ადასტურებს ამ ბრძანების დანართ №1-ში ჩამოთვლილი საქონლის მოპოვებას, გადამუშავებას, ან/და შეძენას (მიღებას):
_________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________
4. ნავთობის დისტილატების ნაშთები იმ სტაციონალური ობიექტების ან ბუნკირების გემის მიხედვით, რომელთათვისაც ხდება სსაფ–ების მოთხოვნა (ივსება თითოეული ობიექტისათვის ინდივიდუალურად, პირველი მოთხოვნის დროს ივსება მხოლოდ ნაშთი მოთხოვნის დროს) და მოთხოვნილი სსაფ-ების რაოდენობა ობიექტების მიხედვით:
--- ---- --- --- ---- ---- ----- ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი და მისამართი _____________
| საქონლის დასახელება და კოდი | სსაფ-ების უკანასკნელი მოთხოვნის შემდგომ საქონლის მიღებისა და გაცემის მონაცემები | ფაქტიური ნაშთი სსაფ-ების მოთხოვნის დროს | რეალიზაციისათვის განკუთვნილი სსაფ-ების რაოდენობა | შიდა გადაზიდვისთვის განკუთვნილი სსაფ-ების რაოდენობა | ||||||||
|
| უკანასკნელი მოთხოვნის თარიღი | მიღებული | გაცემული |
|
|
| ||||||
|
|
| კგ |
| კგ |
| კგ |
|
|
| |||
|
|
|
|
|
| ლ |
| ლ |
| ლ |
|
|
|
|
|
| კგ |
| კგ |
| კგ |
|
|
| |||
|
|
|
|
|
| ლ |
| ლ |
| ლ |
|
|
|
|
|
| კგ |
| კგ |
| კგ |
|
|
| |||
|
|
|
|
|
| ლ |
| ლ |
| ლ |
|
|
|
5. ინფორმაცია გადამუშავებული პროდუქციის შესახებ (ივსება მხოლოდ ნავთობის გადამუშავების შემთხვევაში):
| გადამუშავებული ნავთობის რაოდენობა ბოლო მოთხოვნის შემდეგ | ნავთობის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის რაოდენობა და გამოსავლიანობის პროცენტი | |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| დანაკარგები | |
|
| რაოდ. კგ-ში | % | რაოდ. კგ-ში | % | რაოდ. კგ-ში | % | რაოდ. კგ-ში | % | რაოდ. კგ-ში | % | რაოდ. კგ-ში | % |
| კგ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ლ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვადასტურებ, რომ განაცხადში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრულად ასახავს წარმოდგენილი საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა ------------------------ რიცხვი, თვე, წელი
დანართი №6
საგადასახადო ორგანოს დასახელება
განაცხადი
საიმპორტო (საექსპორტო) ნავთობპროდუქტების
შიდა გადაზიდვის სსაფ–ების მიღებაზე
1. გადასახადის გადამხდელის დასახელება
___________________________________________
2. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი
________________________________________________
საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემდგომ საქონლის ტრანსპორტირებისათვის მესაჭიროება ------ ცალი სსაფ, სადაც შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები (თითო გრაფა ივსება გასაცემი თითოეული სსაფ–ის შესაბამისად):
| № | საქონლის დასახელება და კოდი | საქონლის რაოდენობა კგ-ში | საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს დასახელება | ტრანსპორ ტირების დაწყების ადგილის მისამართი | ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის მისამართი | დასაწყობების ადგილის რეგისტრაციის ნომერი | შენიშვნა | |||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
| 1 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვადასტურებ, რომ განაცხადში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრულად ასახავს ნავთობპროდუქტების მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა ------------- რიცხვი, თვე, წელი
დანართი №7
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის
აღრიცხვის ყოველთვიური დეკლარაცია
(იმ გადამხდელებისთვის, რომლებიც არ არიან დღგ-ს გადამხდელები)
|
| საგადასახადო პერიოდი | ||||
| 1 | თვე | წელი | |||
|
|
|
|
|
|
|
| 2 | გადასახადის გადამხდელის (იურიდიული პირის) დასახელება | 3 | გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი |
| |||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
| 4 | გადასახადის გადამხდელის (ფიზიკური პირის) სახელი და გვარი | 5 | ეკ. საქმ. კოდი ( ) |
|
| ||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||
| 6 | მისამართი | ტელეფონის ნომერი |
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||
| 7 | გარდაცვალების ან ლიკვიდაციის თარიღი |
|
| 2 | 0 |
|
|
| |||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||
ნაწილი I
ნავთობპროდუქტების მიღება
| შესყიდვის დოკუმენტი | ნავთობპროდუქტის დასახელება და კოდი | რაოდენობა კგ | რაოდენობა ლ | ღირებულება ლარებში | |||||
| დასახელება (სსდ, სსაფ) | სსაფ-ის სერია | ნომერი |
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნაწილი II
ნავთობპროდუქტების გაცემა
| სსაფ–ის მონაცემები | ნავთობპროდუქტის დასახელება და კოდი | რაოდენობა კგ | რაოდენობა ლ | ღირებულება ლარებში | ||||
| სერია | ნომერი |
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნაწილი III
ნავთობპროდუქტების ნაშთები
| საქონლის დასახელება და ოთხნიშნა კოდი | რაო დენობა | ფაქტობრივი ნაშთის ოდენობა საანგარიშო თვის დასაწყისში | თვის განმავლობაში | ფაქტიური ნაშთი თვის ბოლოსათვის (9=3+4-5-6-8) | ||||
|
|
|
| ფაქტიურად მიღებული (მ.შ. კონსიგნაციით შეძენილი) | ფაქტობრივად გახარჯული |
| |||
|
|
|
|
| სსაფ–ის გამოწერით რეალიზებული ნავთობპროდუქტის რაოდენობა (მ.შ. კონსიგნაციით შეძენილი) | რეალიზებული სსაფ–ის გარეშე | გახარჯული პირადი მოხმარებისათვის |
| |
|
|
|
|
|
| რაოდენობა | რეალიზებული თანხის ოდენობა ლარებში |
|
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
|
| კგ |
|
|
|
|
|
|
|
|
| ლ |
|
|
|
|
|
|
|
|
| კგ |
|
|
|
|
|
|
|
|
| ლ |
|
|
|
|
|
|
|
|
| კგ |
|
|
|
|
|
|
|
|
| ლ |
|
|
|
|
|
|
|
|
| კგ |
|
|
|
|
|
|
|
|
| ლ |
|
|
|
|
|
|
|
|
| კგ |
|
|
|
|
|
|
|
|
| ლ |
|
|
|
|
|
|
|
|
| კგ |
|
|
|
|
|
|
|
|
| ლ |
|
|
|
|
|
|
|
ვადასტურებ, რომ დეკლარაციაში მოცემული ინფომრაცია სწორია და სრულად ასახავს საგადასახადო პერიოდისათვის ნავთობპროდუქტების მიწოდებასთან (გადამუშავებასთან) დაკავშირებულ ოპერაციებს.
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა --------------- რიცხვი, თვე, წელი
საგადასახადო ორგანოს აღნიშვნა
კამერალური შემოწმების შედეგად შეტანილია შესწორებები: -------------------
_________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________
შემოწმების რიცხვი, თვე, წელი ხელმოწერა _________________
შენიშვნა:
1. სსაფ-ის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიური დეკლარაცია საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა (სსაფ-ებთან ერთად).
2. დეკლარაციის არასწორად შევსებისათვის პასუხისგებლობა გათვალსიწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №8
ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის ან ბუნკირების გემის
სარეგისტრაციო ფორმა
1.ობიექტის მისამართი ------------------------------------------------------------
მიწერის ნავსადგური, ბუნკირების გემის დასახელება ------------------------------
2. ობიექტის (მიწერის ნავსადგურის) საფოსტო ინდექსი ----------------------------
3. ობიექტის საჯარო რეესტრში, ხოლო ბუნკირების გემის შემთხვევაში –კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანოში რეგისტაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი --------------------
საქართველოს კონსულის მიერ საქართველოს სახელმწიფო ალმით ცურვის დამადასტურებელი დროებითი მოწმობის, ან საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლების შესახებ მოწმობის (გემის პატენტი) ან საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი გემის ბილეთის რეკვიზიტები: ---------------------------------
4. ობიექტის მფლობელის (საკუთრების უფლების) დასახელება და საინდენტიფიკაციო ნომერი----------
5. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი. ----------------------------
6. ობიექტის საქმიანობის აღწერა ----------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებით, გაცემული ლიცენზიების (ნებართვების) ჩამონათვალი, მათი გამცემი ორგანოს დასახელება, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.
--------------------------------------------------------------------------------------------
8. ობიექტის მოსარგებლეთა ჩამონათვალი:
| № | მოსარგებლის დასახელება | მოსარგებლის საიდენტიფიკაციო ნომერი | მოსარგებლის იურიდიული მისამართი | ობიექტის სარგებლობის დასაწყისი | საიჯარო ხელშეკრულების ვადა | მოსარგებლის საკონტაქტო ტელეფონები | შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
9. ობიექტის რეზერვუარების აღწერა: მათი რაოდენობა და ტევადობები; ასევე ტერიტორიის მოკლე აღწერა------------------------------------------------------------------------
10. ინფორმაციის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი ----------------------
11. მარეგისტრირებელი საგადასახადო ორგანო ---------------------------
12. მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი __ __ __ __ __ __ __
13. სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების თარიღი ¨ ¨ ¨ 20 წ.
14. სარეგისტრაციო მოწმობა ჩავიბარე ------------------------ ------------------
მიმღების დასახელება ხელმოწერა
დანართი №9
ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის ან ბუნკირების გემის
სარეგისტრაციო მოწმობა
ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი
1. ობიექტის მისამართი ----------------------------------------------------------
მიწერის ნავსადგური, ბუნკირების გემის დასახელება -------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
2. ობიექტის (მიწერის ნავსადგურის) საფოსტო ინდექსი -----------------------------
3. ობიექტის საჯარო რეესტრში, ხოლო ბუნკირების გემის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი (თუ ობიექტი არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) ან “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელშეკრულების ან/და ნავთობის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიის ნომერი -------------------------------
საქართველოს კონსულის მიერ საქართველოს სახელმწიფო ალმით ცურვის დამადასტურებელი დროებითი მოწმობის, ან საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლების შესახებ მოწმობის (გემის პატენტი) ან საქართველოს გემების სახელმწიფო reestrSi რეგისტრაციის დამადასტურებელი გემის ბილეთის რეკვიზიტები, ბუნკირების გემის დასახელება ----------------------------------------------------------------
4. ობიექტის საქმიანობის სახე ---------------------------------------------------------
5. საგადასახადო ორგანოს მიერ სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების თარიღი ¨ ¨ 20 წ.
6. საგადასახადო ორგანოს უფროსის ხელმოწერა
¨ ¨ 20 წ.
დანართი №14
1. გადასახადის გადამხდელის დასახელება
______________________________________________________
2. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი
_____________________________________________________
ინფორმაცია
გადასახადის გადამხდელთან არსებული გაუხარჯავი ან/და საგადასახადო ორგანოში წარმოუდგენელი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურების შესახებ
20 – წლის „. . . “ „…………………“ ის მდგომარეობით
| № | გადასახადის გადამხდელთან არსებული გაუხარჯავი ან/და საგადასახადო ორგანოში წარმოუდგენელი სსაფ–ები | შენიშვნა | ||
|
| სერია | ნომრიდან – ნომრის ჩათვლით | რაოდენობა |
|
|
|
|
|
|
|
დანართი №15
შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებზე გაცემული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვის ჟურნალი
| № | რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექცია დასახელება | მომართვის №, თარიღი | მინდობილობის №, თარიღი | სსაფ-ის | |||
|
|
|
|
| გაცემის თარიღი | სერია | № | რაოდენობა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გაგრძელება
----------------------
| მიღებაზე პასუხისმგებელი პირის | ||||
| სახელი, გვარი | თანამდებობა | პირადობის დამადასტურებელი საბუთი | ხელმოწერა |
|
| 9 | 10 | 11 | 12 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №16
გადასახადის გადამხდელებზე გაცემული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვის ჟურნალი
| № | გადასახადის გადამხდელის დასახელება | საიდენტიფიკაციო ნომერი | მომართვის №, თარიღი | მინდობილობის №, თარიღი | სსაფ-ის | ||||
|
|
|
|
|
| გაცემის თარიღი | სერია | ნომერი | რაოდენობა |
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გაგრძელება
----------------------
| სსაფ-ის მიმღების | შენიშვნა | ||||
| სახელი | გვარი | თანამდებობა | პირადობის დამადასტურებელი საბუთი | ხელმოწერა |
|
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №17
ა ქ ტ ი №
გამოსაყენებლად უვარგისი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის ჩამოწერის შესახებ
_________________________________________________
(აქტის შედგენის ადგილი)
„_____“ „_______________________“ 20 წელი
| № | რაოდენობა | სსაფ–ის სერია და ინდივიდუალური ნომერი | შენიშვნა |
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი
უვარგისი სსაფ–ის ჩამოწერის სისწორეს:
შემოსავლების სამსხურის
სტრუქტურული ქვედანაყოფის
უფროსი /________________/
სსაფ–ების
აღრიცხვა–ანგარიშგებაზე
პასუხის მგებელი პირი /________________/
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები