დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 24/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.100.22.033.011.381 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.011.381
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №39
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 17.02.05, №18, მუხ. 173) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 23-ე და 24-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 23.
1. გადასახადის გადამხდელების მიერ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებად, საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ინსპექციას სსაფ წარედგინება ,,დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის სპეციალურ დანართთან“ ერთად (დანართი №3-ის მიხედვით) არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მათ შორის:
ა) მყიდველის მიერ I ეგზემპლარი (ორიგინალი);
ბ) გამყიდველის მიერ IV ეგზემპლარი.
2. თუ საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადამხდელისაგან ამოღებულ იქნა სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნის მიზნით გადამხდელს უფლება ეძლევა დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამოღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ამოღების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამოღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბრუნების შემდეგ, ისინი გადამხდელის მიერ დაუყოვნებლივ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში.
მუხლი 24.
1. გადასახდის გადამხდელების მიერ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებად, საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ინსპექციას სსაფ წარედგინება ,,სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიურ დეკლარაციასთან“ (დანართი № 7) ერთად, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, მათ შორის:
ა) მყიდველის მიერ I ეგზემპლარი (ორიგინალი);
ბ) გამყიდველის მიერ IV ეგზემპლარი.
2. თუ საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადამხდელისაგან ამოღებულ იქნა სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, გადამხდელს უფლება ეძლევა საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამოღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ამოღების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამოღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბრუნების შემდეგ, ისინი გადამხდელის მიერ დაუყოვნებლივ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში.“.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:
,,მუხლი 241.
1. შეუვსებელი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შემთხვევაში გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით.
2. შევსებული (გამოწერილი) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-4 ეგზემპლარის დაკარგვის შემთხვევაში გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ ანგარიშ-ფაქტურის მე-2 ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, ხოლო მე-2 და მე-4 ეგზემპლარების დაკარგვის შემთხვევაში, პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, ან იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოწერს ახალ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი. ამასთან, ახალი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში, შევსებული (გამოწერილი) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შესახებ გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები