ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340030000.22.023.016664
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-422
12/04/2021
ვებგვერდი, 13/04/2021
340030000.22.023.016664
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/04/2021 - 22/04/2021)

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-422

2021 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ

 „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147  დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესი“-ს მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:


მუხლი 1

დამტკიცდეს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების   ფორმები თანდართული რედაქციით:

ა) საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველებზე, ფუტკარზე და ამანათ ნაყარზე (დანართი №1);

ბ) საქართველოდან ექსპორტირებული შინაური და გარეული ცხოველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (დანართი №2);

გ) საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე (დანართი №3);

დ) საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე (დანართი №4);

ე) საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონებზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და ა.შ) (დანართი №5);

ვ) საქართველოდან ექსპორტირებულ მეცხოველეობისათვის განკუთვნილ მარცვალსა და მემცენარეობის სხვა პროდუქტებზე (დანართი №6);

ზ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე (დანართი №7);

თ) საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე (დანართი №8);

ი) საქართველოდან ექსპორტირებულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქციაზე (დანართი №9);

კ) საქართველოდან ექსპორტირებულ სასურსათო კვერცხსა და კვერცხის ფხვნილზე (დანართი №10);

ლ) საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში ექსპორტირებულ საკლავ, დაკოდილ ცხვარზე (დანართი №11);

მ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნ, დამუშავებულ ცხვრის მატყლზე (დანართი №12);

ნ) საქართველოდან ექსპორტირებულ ვეტერინარულ პრეპარატებზე, სუბსტანციაზე, ნედლეულზე, დაუფასოებელ და შუალედურ პროდუქციაზე (დანართი №13);

ო) საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის საკვებისა და საკვებდანამატების (დანართი №14);

პ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნ, დამუშავებულ (პიკელირებულ, ქრომირებულ) ტყავსა და ტყავნედლეულზე (დანართი №15);

ჟ) საქართველოდან უკრაინაში ექპორტირებულ ზოოპარკის, გარეული და ცირკის ცხოველებზე (დანართი №16);

რ) ვეტერინარული სერტიფიკატი თევზისაგან  წარმოებული სურსათის, კიბოსნაირების, მოლუსკების, რეწვის სხვა ობიექტებისა და მათი  გადამუშავების პროდუქტების  ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  საბაჟო ტერიტორიაზე   ექსპორტისათვის (დანართი №17);

ს) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულ გადამუშავებულ ცხოველურ ცილებზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის, ხსნარებზე და პროდუქტებზე, რომლებიც ასეთ ცილებს შეიცავს, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების გარდა (დანართი №18);

ტ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულ თევზის ზეთზე,  რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და გამოიყენება ცხოველის საკვებად ან სხვა არასასურსათო დანიშნულებით  (დანართი №19);

უ) საქართველოდან საუდის არაბეთის სამეფოში საკლავ და სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №20);

ფ)  ოფიციალური სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე შესვლისა და განთავსების მიზნით (დანართი №21);

ქ) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზის პროდუქტების საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის  (დანართი №22);

ღ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი გაციებული, გაყინული ან დამზადებული ბაყაყის ფეხების ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №23);

ყ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი გაციებული, გაყინული, ნიჟარაგაცლილი, მომზადებული, დამზადებული ან დაკონსერვებული ლოკოკინების ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №24);

შ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ჟელატინის ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №25);

ჩ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ჟელატინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №26);

ც) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი კოლაგენის ევროკავშირში ექსპორტისათვის  (დანართი №27);

ძ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი კოლაგენის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №28);

წ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატების და ზღვის მუცელფეხიანების ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №29);

ჭ) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაუყოვნებლივ დასაკლავ მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტისათვის (დანართი №30);

ხ) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ექსპორტირებულ დათვებზე საბერძნეთის რესპუბლიკაში (დანართი №31);

ჯ) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე  საკლავი  მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის ექსპორტისათვის (დანართი №32);

ჰ) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე სანაშენე და სამომხმარებლო ღორის ექსპორტისათვის (დანართი №33);

ჰ​1) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო  ტერიტორიაზე საკლავი ღორის ექსპორტისათვის  (დანართი №34);

ჰ​2) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად დროებით შესაყვანი სპორტული  ცხენ(ებ)ის ექსპორტისათვის (დანართი №35);

ჰ​3) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საკლავი ცხენ(ებ)ის ექსპორტისათვის (დანართი №36);

ჰ​4) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ერთდღიანი  წიწილის, ინდაურის, იხვის,  ბატის,  სირაქლემის ჭუკებისა და ამ სახის  ფრინველების საინკუბაციო კვერცხის  ექსპორტისათვის (დანართი №37);

ჰ​5) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო  ტერიტორიაზე  ტყავის, რქა-ჩლიქის,  ნაწლავის,  ბეწვეულის,  საქურქე და კრაველის ნედლეულის, მატყლისა და თივთიკის, ცხენის ძუას, ქათმის, იხვის, ბატის და სხვა ფრინველის ფრთა-ბუმბულის ექსპორტისათვის (დანართი №38);

ჰ​6) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველური წარმოშობის, მათ შორის, ფრინველისა და თევზისაგან  მიღებული საკვებისა და საკვებდანამატების  ექსპორტისათვის (დანართი  №39);

ჰ​7) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე თევზის, ზღვის ძუძუმწოვრების, კიბოსნაირების და უხერხემლოებისაგან მომზადებული საკვები ფქვილის ექსპორტისათვის (დანართი №40);

ჰ​8) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მცენარეული წარმოშობის ცხოველის საკვების ექსპორტისათვის (დანართი №41);

ჰ​9) ვეტერინარული სერტიფიკატი ღორის ემბრიონის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ექსპორტისათვის (დანართი №42);

ჰ​10) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ძაღლების, კატების ან ქრცვინების არაკომერციული მიზნით  გადაადგილებისათვის  (დანართი №43);

ჰ​11) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატების და ზღვის მუცელფეხიანების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №44);

ჰ​12) საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ბრაზილიაში ძაღლებისა და კატების ექსპორტისათვის (დანართი №45);

ჰ​13) ვეტერინარული სერტიფიკატი მცოხნავი ცხოველ(ებ)ისა და ცხენის დამუშავებული იმ ტყავისა და კანის, ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის, რომელიც 21 დღე განცალკევებით ინახებოდა ან 21 დღე უწყვეტად იმყოფებოდა გზაში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლამდე (დანართი №46);

ჰ​14) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოდან ექსპორტირებულ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის რძესა და რძის პროდუქტებზე (დანართი №47);

ჰ​15)  ვეტერინარული    სერტიფიკატი  საქართველოდან ქუვეითის სახელმწიფოში საკლავი მამრი ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №48);

ჰ​16) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზპროდუქტების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №49);

ჰ​17) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №50);

ჰ​18) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოდან ექსპორტირებულ ნატურალურ თაფლზე და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებზე (დანართი №51);

ჰ​19) ვეტერინარიული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ღორების დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის, ხორცის ნედლეულისა და სუბპროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №52);

ჰ​20) ვეტერინარიული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე კონსერვების, ძეხვებისა და ხორცის სხვა მზა ნაწარმის ექსპორტისათვის (დანართი №53);

21) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ბაყაყების ექსპორტისათვის (დანართი №54);     

ჰ​22) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ცხვრის/თხის ნაწლავების (გასუფთავებული – დაუმუშავებელი) ექსპორტისათვის (დანართი №55);

ჰ​23) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის განკუთვნილი იმ გადამუშავებული ცხოველური ცილის (გარდა მოშენებული მწერებისაგან მიღებული ცილისა) (2), რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის, ნარევებისა და პროდუქტებისათვის, გარდა ასეთი ცილის შემცველი  შინაური ბინადარი ცხოველების საკვებისა (დანართი №56);

ჰ​24) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის (​2) განკუთვნილი იმ თევზის ზეთისათვის, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და გამოიყენება ცხოველის საკვებად ან სხვა არასასურსათო დანიშნულებით (დანართი №57);

ჰ​25) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვების, გარდა შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსერვებული საკვებისა, ევროკავშირში ექსპორტისთვის ან ტრანზიტისთვის (2) (დანართი №58);

ჰ​26) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებში გადამუშავებული სასურსათო პროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №59);

ჰ​27) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან თივისა და ჩალის თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №60);

ჰ​28) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე სანაშენე და სამომხმარებლო მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტისათვის (დანართი №61);

ჰ​29) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური  კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის, ხორცის ნედლეულისა და  სუბპროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №62);

ჰ​30) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული  ხორცის, ხორცის ნედლეულისა და სუბპროდუქტების ექსპორტისათვის  (დანართი №63);

ჰ​31) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ცხენის დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული  ხორცის, ხორცის ნედლეულისა და სუბპროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №64);

ჰ​32) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე  პროდუქტიული გამოზრდის, მოშენების და სხვა დანიშნულებით  გამოყენების მიზნით, ცოცხალი თევზის, უხერხემლოებისა და სხვა პოიკილოთერმული წყლის ცხოველების, მათი განაყოფიერებული ქვირითის, სპერმის, ლარვის ექსპორტისათვის (დანართი №65);

ჰ​33) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ტრანზიტით მიმავალი და საქართველოში გადატვირთული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისათვის. (დანართი №66);

ჰ​34) ვეტერინარული სერტიფიკატი ყაზახეთის რესპუბლიკაში ტრანზიტით მიმავალი და საქართველოში გადატვირთული სანაშენე და სამომხმარებლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის (დანართი №67);

35) ვეტერინარული (ჯანმრთელობის სერტიფიკატი) საქართველოდან შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვების/საღრღნელის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტისთვის  (დანართი №68);

ჰ​36) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების კატარის სახელმწიფოში ექსპორტისათვის  (დანართი №69);

37)  საერთაშორისო სერტიფიკატი უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი​(1) თევზჭერის პროდუქტების ექსპორტისთვის (დანართი №70);

ჰ​38) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით ერაყის რესპუბლიკაში ექსპორტირებული საკლავი და სანაშენე მსხვილფეხა საქონლისთვის (დანართი №71).

 

მუხლი 2
დაევალოს სსიპ  სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამ ბრძანების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე ქვეყნების ინფორმირება ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ფორმების შესახებ.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
50. 27/04/2026 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-146 - ვებგვერდი, 28/04/2026 49. 11/03/2026 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-91 - ვებგვერდი, 12/03/2026 48. 26/12/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-792 - ვებგვერდი, 26/12/2025 47. 25/11/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-727 - ვებგვერდი, 26/11/2025 46. 13/11/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-709 - ვებგვერდი, 14/11/2025 45. 22/10/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-655 - ვებგვერდი, 23/10/2025 44. 12/09/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-567 - ვებგვერდი, 15/09/2025 43. 18/08/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-512 - ვებგვერდი, 19/08/2025 42. 08/07/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-407 - ვებგვერდი, 09/07/2025 41. 03/04/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-155 - ვებგვერდი, 04/04/2025 40. 18/03/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-106 - ვებგვერდი, 19/03/2025 39. 25/09/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-771 - ვებგვერდი, 26/09/2024 38. 26/08/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-728 - ვებგვერდი, 27/08/2024 37. 18/07/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-647 - ვებგვერდი, 19/07/2024 36. 04/07/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-613 - ვებგვერდი, 04/07/2024 35. 02/04/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-410 - ვებგვერდი, 03/04/2024 34. 19/12/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-950 - ვებგვერდი, 19/12/2023 33. 06/12/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-924 - ვებგვერდი, 07/12/2023 32. 14/11/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-854 - ვებგვერდი, 15/11/2023 31. 17/10/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-791 - ვებგვერდი, 18/10/2023 30. 21/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-733 - ვებგვერდი, 22/09/2023 29. 11/07/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-545 - ვებგვერდი, 11/07/2023 28. 05/05/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-261 - ვებგვერდი, 05/05/2023 27. 02/03/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-107 - ვებგვერდი, 06/03/2023 26. 22/02/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-79 - ვებგვერდი, 23/02/2023 25. 08/02/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-48 - ვებგვერდი, 08/02/2023 24. 01/02/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-33 - ვებგვერდი, 02/02/2023 23. 11/11/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-847 - ვებგვერდი, 14/11/2022 22. 02/11/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-815 - ვებგვერდი, 03/11/2022 21. 01/09/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-634 - ვებგვერდი, 02/09/2022 20. 21/07/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-505 - ვებგვერდი, 22/07/2022 19. 05/07/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-482 - ვებგვერდი, 06/07/2022 18. 24/06/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-453 - ვებგვერდი, 27/06/2022 17. 10/06/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-421 - ვებგვერდი, 13/06/2022 16. 30/05/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-379 - ვებგვერდი, 30/05/2022 15. 20/05/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-363 - ვებგვერდი, 25/05/2022 14. 26/04/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-313 - ვებგვერდი, 27/04/2022 13. 18/02/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-116 - ვებგვერდი, 21/02/2022 12. 21/01/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-32 - ვებგვერდი, 24/01/2022 11. 18/01/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-25 - ვებგვერდი, 20/01/2022 10. 14/01/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-13 - ვებგვერდი, 17/01/2022 9. 28/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-1688 - ვებგვერდი, 28/12/2021 8. 19/11/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-1561 - ვებგვერდი, 22/11/2021 7. 05/11/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-1527 - ვებგვერდი, 08/11/2021 6. 03/11/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-1523 - ვებგვერდი, 04/11/2021 5. 30/08/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-1292 - ვებგვერდი, 31/08/2021 4. 09/08/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-1214 - ვებგვერდი, 10/08/2021 3. 18/06/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-895 - ვებგვერდი, 21/06/2021 2. 31/05/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-795 - ვებგვერდი, 31/05/2021 1. 22/04/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2-479 - ვებგვერდი, 23/04/2021