დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-791 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340030000.22.023.016837 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
1.
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ66 – ჰ69“ ქვეპუნქტები:
„ჰ66) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვების, გარდა შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსერვებული საკვებისა, მოლდოვის რესპუბლიკაში ექსპორტისთვის (2) (დანართი №99); ჰ67) საერთაშორისო სერტიფიკატი უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი რძის ნაწარმის(1) ექსპორტისთვის (გაგზავნისათვის) (დანართი №100); ჰ68) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის განკუთვნილი რძის იმ ნაწარმის ევროკავშირში ექსპორტისთვის, რომლებიც ექვემდებარებიან პასტერიზაციას (დანართი №101); ჰ69) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (ტრანზიტით) კატარის სახელმწიფოში ექსპორტირებული საკლავი ცხვრის და თხისთვის (დანართი №102).“. |
2.
დაემატოს თანდართული შინაარსის დანართები №99 – 102. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები