დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340030000.22.023.016762 |
|
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1.
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
ა) პირველი მუხლით დამტკიცებული „ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №50)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ60-ჰ63 ქვეპუნქტები: „ჰ60) ვეტერინარული სერტიფიკატი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსპორტირებული საბეწვე ცხოველებისთვის, კურდღლებისთვის, ძაღლებისა და კატებისთვის (დანართი №93); „ჰ61) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (ტრანზიტით) არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტირებული საკლავი ცხვრის და თხისთვის (დანართი №94); ჰ62) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (ტრანზიტით) ერაყის რესპუბლიკაში ექსპორტირებული საკლავი ცხვრის და თხისთვის (დანართი №95); ჰ63) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (ტრანზიტით) ქუვეითის სახელმწიფოში ექსპორტირებული საკლავი ცხვრის და თხისთვის (დანართი №96).“. |
2.
დაემატოს თანდართული შინაარსის დანართები №93-96. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები