დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-410 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340030000.22.023.016861 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
1.
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ72-ჰ76“ ქვეპუნქტები:
„ჰ72) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოველური წარმოშობის, მათ შორის, ფრინველისა და თევზისაგან მიღებული ცხოველის საკვებისა და ცხოველის საკვები დანამატების ექსპორტისათვის (დანართი №105); ჰ73) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სანაშენე და სამომხმარებლო მსხვილფეხა საქონლის ექსპორტისათვის (დანართი №106); ჰ74) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საკლავი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტისათვის (დანართი №107); ჰ75) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საკლავი ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №108); ჰ76) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სანაშენე და სამომხმარებლო ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №109).“. |
2.
დაემატოს თანდართული შინაარსის დანართები №105-109. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები