დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-647 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340030000.22.023.016869 |
|
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
1.
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების: |
ა)
პირველი მუხლის „ჰ6“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველური წარმოშობის, მათ შორის, ფრინველისა და თევზისაგან მიღებული საკვებისა და საკვებდანამატების ექსპორტისათვის (დანართი №39)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; |
ბ)
პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ78 - ჰ81 ქვეპუნქტები:
„ჰ78) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში საამქროს მიერ წარმოებული ცხოველის საკვებად განკუთვნილი ძაღლის საღრღნელი ძვლის ექსპორტისათვის (დანართი №111); ჰ79) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში საამქროს მიერ წარმოებული შინაური ბინადარი ცხოველის საკვების ექსპორტისათვის (დანართი №112); ჰ80) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში ექსპორტისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტების შემცველი ძაღლის საღრღნელი ძვალი (დანართი №113); ჰ81) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტების შემცველი შინაური ბინადარი ცხოველის საკვების ექსპორტისათვის (დანართი №114).“. |
2.
დაემატოს თანდართული შინაარსის დანართები №111-114. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები