დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-204 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340030000.22.023.016993 |
|
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
1.
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
ა) პირველი მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ოფიციალური სერტიფიკატი ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ლოკოკინების ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №24)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ96“ და „ჰ97“ ქვეპუნქტები: „ჰ96) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით პირდაპირი ტრანზიტისთვის ან სხვა ქვეყანაში/გემზე გასაგზავნად დროებითი შენახვისთვის (დანართი №129); ჰ97) საერთაშორისო სერტიფიკატი შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვების, გარდა შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსერვებული საკვებისა, უკრაინაში ექსპორტისთვის (გაგზავნისთვის) (დანართი №130).“. |
2.
ბრძანებას დაემატოს თანდართული შინაარსის №129 და №130 დანართები. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები