დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340030000.22.023.016988 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
ა) პირველი მუხლის „ჰ87“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან ისრაელში ზოოპარკის დათვის ექსპორტისთვის (დანართი №120)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ94“ ქვეპუნქტი: „ჰ94) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის(2) განკუთვნილი იმ გადამდნარი ცხიმის, რომელიც გამოიყენება ცხოველის საკვები ჯაჭვის გარეთ განსაზღვრული მიზნებისათვის და არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისათვის (დანართი №127).“. 2. ბრძანებას დაემატოს თანდართული შინაარსის №127 დანართი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები