„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-482
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 340030000.22.023.016739
2-482
05/07/2022
ვებგვერდი, 06/07/2022
340030000.22.023.016739
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-482

2022 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1

1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

ა) პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ცხოველის ჯანმრთელობის/ოფიციალური სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი თევზის, ცოცხალი კიბოსნაირებისა და აღნიშნული ცხოველებისგან მიღებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №22);“;

ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ56“ ქვეპუნქტი:

„ჰ56) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოდან  მეთაფლია ფუტკრის, ბაზის, იონჯას ფოთოლმჭრელი ფუტკრის ჭუპრის, ჭრიჭინის და ენტომოფაგი მწერების ექსპორტისათვის (დანართი №89).“

2. დანართი №22 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. დაემატოს თანდართული შინაარსის №89 დანართი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია