დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 463 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.021483 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/09/2019 - 24/06/2020)
|
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს:
ა) „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი“, თანდართული დანართებით; ბ) „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორცი-ელების წესი“, თანდართული დანართებით. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილება. |
მუხლი 3 |
1. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და დანართ №12-ისა („მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების კრიტერიუმები და პირობები“).
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი და დანართი №12 („მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების კრიტერიუმები და პირობები“) ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები