„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 758
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022481
758
18/12/2020
ვებგვერდი, 21/12/2020
340170000.10.003.022481
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №758

2020 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-­20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/09/2019, 340170000.10.003.021483) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:

მუხლი 4

1. 2021 წლის 1 მარტამდე, საზღვაო გზით შემოტანილი საქონლის მიმართ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო ან/და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას, ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატი შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს რეგულირებად/კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით, ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიტოსანიტარიული/ვეტერინარული კონტროლის დასრულების შემდგომ, რეგულირებად/კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელ პირს გადაეცემა წერილობითი შეტყობინება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ფორმით, ასლის სახით წარდგენილი ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალის სსიპ – შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულების თაობაზე და განესაზღვრება ორიგინალის წარდგენის ვადა, არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.

3. ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია