ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021483
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
463
20/09/2019
ვებგვერდი, 24/09/2019
340170000.10.003.021483
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/09/2019 - 24/06/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №463

2019 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტ­რო­ლის განხორციელების წესი“, თანდართული დანართებით;

ბ) „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გან­ხორცი-ელების წესი“, თანდართული დანართებით.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადა­კარ­­­­გუ­ლად გამოცხადდეს „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილება.
მუხლი 3
1. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და დანართ №12-ისა („მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების კრიტერიუმები და პირობები“).

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი და დანართი №12 („მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების კრიტერიუმები და პირობები“) ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
9. 19/03/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 94 - ვებგვერდი, 21/03/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 16/10/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 402 - ვებგვერდი, 17/10/2023 7. 11/04/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 146 - ვებგვერდი, 11/04/2023 6. 14/11/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 524 - ვებგვერდი, 15/11/2022 5. 23/05/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 262 - ვებგვერდი, 25/05/2022 4. 28/01/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 31 - ვებგვერდი, 29/01/2021 3. 18/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 758 - ვებგვერდი, 21/12/2020 2. 27/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 706 - ვებგვერდი, 30/11/2020 1. 24/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 379 - ვებგვერდი, 25/06/2020