„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 524
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023735
524
14/11/2022
ვებგვერდი, 15/11/2022
340170000.10.003.023735
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 524

2022 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/09/2019, 340170000.10.003.021483) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

ა) მე-7 მუხლის:

.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ექსპორტიორი/რეექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ორიგინალი (ტრანზიტის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს ორიგინალი დოკუმენტის სკანირებული ვერსია ელექტრონულად) ან ელექტრონული სერტიფიკატი იმ პირობით, რომ:

ა.ა)  წარმოდგენილი ინფორმაცია შეესაბამება მიღებულ მოდელს (მოდელებს);

ა.ბ)  ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ხორციელდება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPS) ფარგლებში;

ა.გ)  ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით;“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის სრულყოფილად შევსების (ორიგინალი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის შემთხვევაში – მასზე ბეჭდისა და ხელმოწერის ჩათვლით) შემოწმებას (მცენარეთა ბოტანიკური სახელწოდებები მითითებული უნდა იყოს ლათინურ ენაზე);“;

ბ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტისა და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა:

ა) მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ-ისა, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა;

ბ) საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა), რომელთა ღირებულება არ აღემატება 500 ლარს, შემდეგ შემთხვევებში:

ბ.ა) 5 ცალამდე მცენარე, მათ შორის, ხემცენარეები და ბუჩქები;

ბ.ბ) 3 კგ-მდე ციტრუსების ნაყოფი;

ბ.გ) 5 კგ-მდე სხვა ახალი ხილი ან ბოსტნეული, ან ორივე ერთად;

ბ.დ) 20 ცალამდე მოჭრილი ყვავილი ან ტოტი, ან ორივე ერთად, ან ერთი თაიგული ან გვირგვინი მოჭრილი ყვავილებისგან ან ტოტებისგან ან ყვავილებისა და ტოტებისგან ერთად;

ბ.ე) 5 ცალამდე ქოთნის მცენარე;

ბ.ვ) 2 კგ-მდე ყვავილის ბოლქვები ან ტუბერები ან ორივე ერთად;

ბ.ზ) 5 პაკეტი სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით;

ბ.თ) 30 კილოგრამამდე გამხმარი და გამომშრალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები;

გ) საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას, დაუძლეველი ძალის პირობების შედეგების სალიკვიდაციო ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.“.

2. „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესიმე-10 მუხლის:

) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი (ტრანზიტის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის ორიგინალი ან ვეტერინარული სერტიფიკატის ან საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის სკანირებული ვერსია ელექტრონულად) ან ელექტრონული ვეტერინარული სერტიფიკატი, რომლის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფარმაცევტული პროდუქციის შემთხვევაში – ვეტერინარული სერტიფიკატი ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი ან ანალიზის დოკუმენტი (ჯანმრთელობის სერტიფიკატისა და ანალიზის დოკუმენტის წარდგენაც დასაშვებია, როგორც ორიგინალის სახით, ასევე ელექტრონულად, თუ მათი გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით);“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვეტერინარული/ჯანმრთელობის სერტიფიკატი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ზოგად მოთხოვნებს:

 ა) უნდა შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ფურცლისაგან, რომლებიც დანომრილია ისე, რომ თითოეული მიუთითებს განსაზღვრული თანმიმდევრობის კონკრეტულ გვერდზე;

 ბ) უნდა ჰქონდეს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატი შედგება რამდენიმე გვერდისაგან, თითოეულ გვერდზე დატანილი უნდა იყოს აღნიშნული ნომერი;

 გ) უნდა შეიცავდეს საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული არ არის მიზანშეწონილი (მაგალითად, ერთდღიანი ფრინველის შემთხვევაში);

 დ) უნდა გაიცეს იქამდე, ვიდრე საქონელი დატოვებს ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში, გაცემის თარიღი უნდა შეესაბამებოდეს ცხოველების ჩატვირთვის თარიღს;

 ე) აღნიშნული უნდა იყოს სერტიფიკატის გამცემი ვეტერინარის ან უფლებამოსილი პირის ორიგინალი ხელმოწერა, ნათლად უნდა იყოს მითითებული მისი სახელი და გვარი და თანამდებობა და კომპეტენტური ორგანოს ორიგინალი ბეჭედი. ვეტერინარული/ჯანმრთელობის სერტიფიკატის ორიგინალის წარდგენისას, აღნიშნული მონაცემები უნდა იყოს სერტიფიკატის დაბეჭდილი ტექსტის ფერისგან განსხვავებულ ფერში (თევზის გადამამუშავებელი გემის შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ ხელმოწერასთან დაკავშირებული უფლებამოსილება შეიძლება, მიანიჭოს ამ ან სხვა გემის კაპიტანს);

 ვ) სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ერთ ტვირთზე და ერთი მიმღების დანიშნულებით;

 ზ) უნდა იყოს სრულყოფილად და სწორად შევსებული, არ უნდა იყოს გადასწორებები, გარდა გამცემის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულისა;

 თ) სერტიფიკატი შევსებული უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი