„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 402
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.024235
402
16/10/2023
ვებგვერდი, 17/10/2023
340170000.10.003.024235
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №402

2023 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/09/2019, 340170000.10.003.021483) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის (შემდგომში – ვეტერინარული წესი) მიზანია ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო (შემდგომში – ვეტერინარული კონტროლი) კონტროლის განხორციელების პროცედურების დადგენა, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანის ან/და გადაადგილების პირობებისა და სავალდებულო ქმედებების განსაზღვრა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WOAH) და გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) პრინციპების გათვალისწინებით.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ვეტერინარული სერტიფიკატი – ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) კოდექსების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საკლავი ცხოველი – ცხოველი, რომელიც სასაზღვრო ინსპექციის პუნქტიდან ტრანსპორტირებულია პირდაპირ სასაკლაოში;“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქონელს თან ახლავს წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რომელიც შინაარსითა და ფორმით შეესაბამება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით დადგენილ ნიმუშებს.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების გამოვლენის შესახებ გამოქვეყნებულ შეტყობინებებს;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის რეკომენდაციებს;“.

5. დანართ №8-ის:

ა)  მე-5 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოში იმპორტირებული დასაკლავად განკუთვნილი ცხოველის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაზღვრო-ინსპექციის პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში, დაყოვნების გარეშე და დაიკლას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გავლიდან მსხვილფეხა საქონელი არაუგვიანეს 30 დღის, ცხვარი და თხა არაუგვიანეს  5 დღის განმავლობაში.“;

ბ)  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში იმპორტირებული, დასაკლავად განკუთვნილი ღორის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაზღვრო-ინსპექციის პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში, დაყოვნების გარეშე და დაიკლას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გავლიდან არა უგვიანეს 7 დღის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი