„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022093
379
24/06/2020
ვებგვერდი, 25/06/2020
340170000.10.003.022093
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №379

2020 წლის 24 ივნისი

 ქ. თბილისი

 

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-­20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/09/2019, 340170000.10.003.021483) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

1. მე-15 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკლავი ან/და სანაშენე ცხოველების ტრანზიტის შემთხვევაში, საქონლის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოტვირთვა ან/და სხვა ტვირთთან შერევა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა) ჩამოტვირთვა ხორციელდება ცოცხალი ცხოველების დაწყურების, კვებისა და დასვენების მიზნით, ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში; ან

ბ) არსებობს ისეთი გარემოება, რომლის დროსაც აუცილებელია საქონლის ჩამოტვირთვა, რის შესახებაც ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს.

6. ტრანზიტული საქონლის შენახვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში, იმ პირობით, თუ:

ა) ფიზიკურად განცალკევებული იქნება იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლისაგან;

ბ) მასზე ხორციელდება მხოლოდ შენახვისათვის ან/და სასაქონლო პარტიის დანაწილებისათვის ან/და ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ოპერაციები;

გ) არ ხდება მისი შეფუთვის შეცვლა.“.

2. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. საქონლის განთავსება საბაჟო საწყობში, თავისუფალ ზონაში ან შენახვის სხვა ადგილზე

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შენახვა შეიძლება განხორციელდეს საბაჟო საწყობსა და თავისუფალ ზონაში, ხოლო ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, აგრეთვე შენახვის სხვა ადგილზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის ობიექტისათვის პასუხისმგებელ პირს წინასწარ გაცხადებული აქვს საქონლის იმპორტში მოქცევის ან სხვა საბაჟო პროცედურის განხორციელების განზრახვა, აგრეთვე, თუ დაკმაყოფილებულია საქონლის იმპორტის პირობებთან შესაბამისობა.

2. თუ კონტროლის ობიექტისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ არ არის გაცხადებული საქონლის საბოლოო დანიშნულება, საქონელი ჩაითვლება იმპორტში მოსაქცევად. იმპორტის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას. ვეტერინარული კონტროლის შედეგებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი პირი იღებს ვეტერინარული წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელს განზრახული აქვს საბაჟო საწყობსა და თავისუფალ ზონაში განთავსებული, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტი, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება ხელახალ ვეტერინარული კონტროლის პროცედურებს. ამ შემთხვევაში, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში დოკუმენტური შემოწმებისათვის წარსადგენი დოკუმენტია „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი“, რომლის თანახმად მოხდა საქონლის დროებითი დასაწყობება. დოკუმენტური შემოწმების შემდგომ საქონელი ექვემდებარება ამ ვეტერინარული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს. ვეტერინარული კონტროლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტში“.

4. საბაჟო საწყობი, თავისუფალი ზონა და შენახვის სხვა ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის  გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით განსაზღვრულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია