დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 528 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.025422 |
|
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/09/2019, 340170000.10.003.021483) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი ცხოველების ტრანზიტი დასაშვებია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის (შემდგომში − ტრანზიტის ნებართვა) საფუძველზე, რომელიც გაიცემა ეროვნული სააგენტოს მიერ.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. იმპორტის პირობები და მოთხოვნები 1. ვეტერინარული წესის №1 დანართით გათვალისწინებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოში შემოტანა ნებადართულია, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) იმ საქონელს, რომლის იმპორტის დროს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად, სავალდებულოა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნებართვის გაცემა, თან უნდა ახლდეს ამავე დადგენილებით გათვალისწინებული წესით გაცემული ნებართვა; ბ) თან ახლავს წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რომელიც შინაარსითა და ფორმით შეესაბამება ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით დადგენილ ნიმუშებს. 2. ამ ვეტერინარული წესის №8 დანართით („საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის ვეტერინარული მოთხოვნები“) გათვალისწინებული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს ამავე დანართით დადგენილ მოთხოვნებს. 3. ვეტერინარული სერტიფიკატისა და სხვა თანმხლები დოკუმენტების შინაარსისა და ფორმის განსაზღვრის მიზნით, ეროვნული სააგენტო მხედველობაში იღებს: ა) ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის რეკომენდაციებს; ბ) ევროკავშირში იმპორტირებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სერტიფიკატისა და სხვა თანმხლები დოკუმენტების მოქმედ ნიმუშებს (საჭიროების შემთხვევაში); გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სპეციალურ პირობებსა და დამატებით გარანტიებს. 4. ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული იმპორტის პირობების განსაზღვრისას, ეროვნულმა სააგენტომ თავიდან უნდა აიცილოს ვაჭრობისთვის არასატარიფო ან ტექნიკური ბარიერების შექმნის ისეთი შემთხვევები, რომლებიც არ ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ საიმედო რისკის შეფასებას ან რომელთაც შესაძლოა, ნავარაუდებ რისკთან შედარებით, არაპროპორციული შედეგი მოჰყვეს.“. 3. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმისა და შინაარსის, ამ ვეტერინარული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნიმუშთან შესაბამისობის დადგენას;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცოცხალი ცხოველების ტრანზიტის შემთხვევაში − ტრანზიტის ნებართვა;“; ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ცოცხალი ცხოველების ტრანზიტის შემთხვევაში − ტრანზიტის ნებართვა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები