დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 94 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.024487 |
|
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/09/2019, 340170000.10.003.021483) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ დანართი №1 („ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა
შენიშვნა: 1. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ მოითხოვება მცენარეული პროდუქტებისათვის, რომელთაც ისეთი სახის გადამუშავება გაიარეს, რომ პოტენციურად არ შეიძლება შეიცავდნენ რეგულირებადი მავნე ორგანიზმების ინტროდუქციის რისკს. 2. მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები თავისუფალი უნდა იყოს საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან. “. 2. „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“: ა) დანართი №1 („ნუსხა ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდების ჩვენებით“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 ნ უ ს ხ ა ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდების ჩვენებით
“; ბ) დანართი №9 („ფიზიკური შემოწმების შემცირებული სიხშირე“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №9 ფიზიკური შემოწმების შემცირებული სიხშირე
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები