დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24/40 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016407 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2018 - 23/01/2019)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
ა) განისაზღვროს:
ა.ა) შემოსულობები 15 943.5 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 15 943.5 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილება.
|
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი თავი I ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 15 643.5 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 12 198.5 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 260.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3 185.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14 224.9 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1 260.1 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1 560.1 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 300.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 158.5 ათ. ლარის ოდენობით. მუხლი 11. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათ. ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათ. ლარის ოდენობით. მუხლი 12. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -158.5 ათ. ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისათვის „ქ. ფოთში რუხაძის, ვაჟა-ფშაველას, გორგასლის ქუჩების რეაბილიტაცია“ (2009 წ.), „ქალაქ ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის (ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი გზა), ჭავჭავაძის ჩიხის და მდინარე რიონის გასწვრივ (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია“ (2011 წ.), „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტი“ (2 ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანა და 100 ცალი ნარჩენების კონტეინერი) (2017 წ.) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრედიტო ვალდებულებები (კრედიტების ძირითადი თანხა) მუნიციპალური განვითარების ფონდისადმი 2019 წელს შეადგენს 158.5 ათ. ლარს. მუხლი 13. სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება და კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოჭრილი თანხები განისაზღვროს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება და კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოჭრილი თანხები 20.0 ათ. ლარის ოდენობით. თანხები გამოიყოფა შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე. მუხლი 14. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარის ოდენობით. 2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 15. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 260.0 ათ. ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 135.0 ათ. ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110.0 ათ. ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5.0 ათ. ლარი; დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10.0 ათ. ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. თავი II ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ, ქუჩების ორმული შეკეთების, საგზაო ნიშნების პასპორტის შედგენის, საგზაო ნიშნების მოწყობის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის, საცხოვრებელი სახლების სახურავების მიმდინარე რემონტის, გარე განათების ლედ ნათურებით მოწყობის, გარე განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, მაწანწალა ძაღლების იზოლირების, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, მინი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობის, ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის, სახელმწიფო დროშების შეძენის, რადიო-საათის მოვლა-პატრონობის, საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარის შეძენის და სხვა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, განხორციელდება ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა- რეაბილიტაციის, ორმული შეკეთების, საგზაო ნიშნების პასპორტის შედგენისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის იაფი ტრანსპორტით მომსახურება. იგი სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით იაფია და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება აღნიშნული ავტობუსით მგზავრობა. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფოთი ქალაქტრანსპორტი“. საქალაქო ავტობუსების სუბსიდირების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის, საცხოვრებელი სახლების სახურავების მიმდინარე რემონტის, გარე განათების ლედ ნათურებით მოწყობის სამუშაოები, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურება. უზრუნველყოფილი იქნება მაწანწალა ძაღლების იზოლირება. 1.2.1 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობას და განვითარებას. აქედან გამომდინარე, გათვალისწინებულია ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დაფინანსება. ასევე განხორციელდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობის სამუშაოები. 1.2.2 გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების, ს/სახლებისა და ძეგლების მინათების და სხვა ტიპის განათების ელექტროენერგიის ხარჯები. ასევე ეტაპობრივად განხორციელდება და დაფინანსდება ლედ ნათურებით გარე განათების მოწყობის სამუშაოები, რათა შემცირებულ იქნეს ელექტრო ენერგიის დანახარჯები. 1.2.3 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქალაქის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების იზოლაცია. ამით უზრუნველყოფილი იქნება მაწანწალა ძაღლების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 1.2.4 სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სატუმბო სადგურების ელექტრო ენერგიის ხარჯების ანაზღაურება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების სამუშაოები და სხვა ღონისძიებები. 1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად, 2019 წელს განხორციელდება ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო-სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით ინვენტარის შეძენა და ქუჩების მორთვა სხვადასხვა სადღესასწაულო აქსესუარებით. ასევე განხორციელდება სადღესასწაულო აქსესუარების დემონტაჟის, შენახვა-დასაწყობების, სახელმწიფო დროშების შეძენის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის, მინი სპორტული მოედნებისა და რადიო-საათის მოვლა-პატრონობის სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
1.4 საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
შედეგის შეფასების ინდიკატორი:
1.5 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“ (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერების, ნიტრო-საღებავით ქუჩების დახაზვის, ჭარბი ნალექისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვის, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობის, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობის, სანიაღვრე არხების, მიწისსამოსიანი ცენტრალური მაგისტრალური არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდის, მათი აღდგენისა და მოვლა-პატრონობის, დასუფთავების ღონისძიებების, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების, უმეთვალყურეოდ დარჩენილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იზოლირების, არსებული სკვერების, პარკების, გამწვანებული ეზოების, შადრევნების მოვლა-პატრონობის, ადმინისტრაციული შენობების მოვლა-პატრონობის სამუშაოები და სხვა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგის შეფასების ინდიკატორები:
1.6 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული სასაფლაოების მდგომარეობის მოწესრიგება, სასაფლაოზე საფლავების დადგენილი წესით გამოყოფა, დაკრძალვა და სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება. სასაფლაოზე გასასვლელების, ბილიკების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა, სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავის შემოფარგვლა. სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო მომსახურების ახალი სახეებისა და მათი საფასურის ოდენობის შესახებ წინადადებების მომზადება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
1.7 ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროექტირება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში, 2020-2021 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, შეიქმნება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დუკუმენტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
შედეგის შეფასების ინდიკატორი:
1.8 საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 03 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
შედეგის შეფასების ინდიკატორი:
2. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს პრიორიტეტს საქართველოს სახელმწიფოს არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ვინაიდან სახელმწიფოს განვითარება კულტურული, რელიგიური და ახალგაზრდული სულისკვეთებისა და სპორტული მიღწევების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. გამომდინარე აქედან, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვასა და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო განაგრძობს სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა. 2.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის საჭიროა პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერ სპორტსმენთა წახალისება. 2019 წელს ასევე განხორციელდება სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები. 2.1.1 სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის მიზანია ქალაქში სპორტის განვითარება რაგბისა და ხელბურთის მიმართულებით, ქალაქის ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება, ქალაქის ნაკრები გუნდების წევრებისათვის მაღალი დონის სასწავლო და საწვრთნელი პირობების შექმნა, სამედიცინო მომსახურება და ანტიდოპინგური ღონისძიებების განხორციელება, სპორტული ობიექტებით, სპორტული ფორმითა და ინვენტარით უზრუნველყოფა, სპორტსმენთა ტრანსპორტით მომსახურება, სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარება, ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბება. 2.1.2 ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) სპორტული ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს სპორტის შემდგომ განვითარებას კრივში, რაგბში, ჭიდაობაში, ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, შაშში, საბაიდარო და კანოეთ ნიჩბოსნობაში, ცხენოსნობაში. სპორტული ღონისძიებების ჩატარების პერიოდში დაჯილდოვდებიან გამარჯვებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები თასებით, მედლებით, დიპლომებით და სხვა ფასიანი საჩუქრებით. წლის საუკეთესო სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება მოხდება ფულადი ფორმითაც. აღნიშნული პროგრამით ასევე გათვალისიწნებულია ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსების ხარჯები. 2.1.2.1 სხვა გაუთვალისწინებელი ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02 01) აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება გულისხმობს საბიუჯეტო წლის დასაწყისში დაუგეგმავ და აუცილებლად განსახორციელებელ ახალგაზრდულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც მოთხოვნის, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნების (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დასკვნა) და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დაფინანსებულ იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 2.1.3 სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 05) პროგრამის ფარგლებში 2019 წელს გათვალისწინებულია ხელბურთისა და კრივის სასპორტო სკოლების კაპიტალური შეკეთება. აღნიშნული სპორტული ობიექტის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებას. 2.1.4 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 01 06) პროგრამის ძირითადი არსია ქალაქში სპორტის შემდგომი განვითარება, ქალაქის ნაკრები გუნდების მზადება და მონაწილეობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, პირველობები, საერთაშორისო ტურნირები), სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება, სპორტის შემდგომი პოპულარიზაცია და სპორტის პროპაგანდისათვის ხელშეწყობა, „სპორტი ყველასათვის“ პროექტების რეალიზაცია, ქალაქის ნაკრები გუნდების წევრებისათვის მაღალი დონის სასწავლო და საწვრთნელი პირობების შექმნა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და ანტიდოპინგური ღონისძიებების განხორციელება, სპორტული ობიექტებით, სპორტული ფორმითა და ინვენტარით უზრუნველყოფა, სპორტსმენთა ტრანსპორტით მომსახურება, სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარება, ადგილობრივი ტურნირების და პირველობების ორგანიზება და ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მოსახლეობის კულტურული მიმართულებით გააქტიურებისათვის დაფინანსდება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ღირსეულ გაგრძელებას. 2.2.1. სახელოვნებო სკოლები (სასწავლებლები) (პროგრამული კოდი 05 02 01) ქალაქი აფინანსებს არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელს, რომლის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება, კონკურსებში და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წარმოჩენა. 2.2.2 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებით მოხდება ნიჭიერ შემოქმედთა, შემსრულებელთა გამოვლენა და მათი შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა, დაჯილდოება, მხატვრულ-შემოქმედებითი კოლექტივების, ანსამბლების, ჯგუფების, სტუდიების, მოყვარულთა გაერთიანებების წარმოჩენა და განვითარება, მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლება, საკუთარი ინდივიდუალურობის, ნიჭის გამოვლენა, სკოლისგარეშე დროის საინტერესოდ ორგანიზება, თემატური ინფორმაციების მოძიება-დამუშავება, სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარება, სკოლისგარეშე შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა და შემოქმედ ბავშვთა წარმოჩენა. 2.2.2.1 სხვა გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 02 01) აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება გულისხმობს საბიუჯეტო წლის დასაწყისში დაუგეგმავ და აუცილებლად განსახორციელებელ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც მოთხოვნის, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნების (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დასკვნა) და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დაფინანსებულ იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 2.2.3 სსიპ „ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ (პროგრამული კოდი 05 02 03) ტრადიციად ჩამოყალიბდა ქალაქ ფოთში „რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის“ ჩატარება. ზემოაღნიშნული ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანია ქალაქ ფოთის კულტურული და ტურიზმის განვითარების კუთხით, რადგან ფესტივალში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული თეატრალური კოლექტივები. „რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის“ ორგანიზებულად ჩატარებისათვის მუნიციპალიტეტი გამოყოფს გრანტს თანადაფინანსების სახით. 2.2.4 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის ძირითადი არსია მკითხველთა უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მოსახლეობის მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ისე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკაშორისო აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთაცვლის საშუალებით, მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურება საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა. 2.2.5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრი“ (პროგრამული კოდი 05 02 07) ქალაქი აფინანსებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრში“ შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს: ფოლკლორის ცენტრს, სამხატვრო სკოლას, სამხატვრო სასწავლებელს, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრს და საგამოფენო დარბაზს, რომლის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების შესწავლა, სამხატვრო და ნატიფი ხელოვნების პროფესიების სწავლება, ქართული ხალხური ფოლკლორის პროპაგანდა, მხატვრულ-შემოქმედებითი კოლექტივების, ანსამბლების, ჯგუფების, სტუდიების, მოყვარულთა გაერთიანებების, საერთო-შემეცნებითი ჯგუფების ჩამოყალიბება, საგნობრივი წრეების შექმნა, გამოფენების, გამოფენა-გაყიდვების, აუქციონების, კონკურსების, პერსონალური გამოფენების და შემოქმედებითი შეხვედრების ორგანიზება და მოწყობა. 2.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარი) (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძრის მინათების, გარე განათების და საჭიროებისამებრ, გარკვეული სამუშაოების დაფინანსება. 2.4 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი“ (პროგრამული კოდი 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ქმნის ქალაქის ტურისტული შესაძლებლობების საინფორმაციო ბანკს, მუდმივად ახდენს სრულყოფასა და განახლებას. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებთან თანამშრომლობა, რათა ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით მოხდეს საქართველოში ტურიზმის განვითარება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე. პროგრამის ფარგლებში, ზაფხულის პერიოდში, ქმნის სამაშველო ჯგუფებს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სანაპირო ზოლში განახორციელებს სამაშველო ღონისძიებებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლების განვითარების სისტემის სტრატეგიული მიზანია, სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს სკოლასა და შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი. პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწას, სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას და სხვა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის მხარდაჭერა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სოციალური დახმარება, როგორც ფულადი, ასევე სხვადასხვა სოციალური შეღავათების დაწესების გზით, რაც გააუმჯობესებს შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. განხორციელდება მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის და სოციალურ ეკონომიკური კვლევების ორგანიზება და სხვა ღონისძიებები. 4.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“) (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა-შენარჩუნება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება, ანტირაბიული, მალარიის, ტრანსმისიური დაავადების გადამტანი მწერების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება, ნარკომანიის, თამბაქოს, ალკოჰოლიზმის, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროპაგანდა, მუშაობა მიზნობრივ ჯგუფებთან, მოსახლეობაში პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2. ჯანდაცვის სხვა პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავება/გაუმჯობესებაზე, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამა, მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, გინეკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევისა და პროფილაქტიკის პროგრამა, სასმელი, სარეკრიაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევის პროგრამა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების პროგრამა და ფენილკეტონურიით დაავადებულთა (18 წლამდე ასაკის) კვებითი დანამატებით უზრუნველყოფის პროგრამა. 4.2.1 მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები (რეგისტრირებული) და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსებას, მათ შორის ძვირადღირებულ ოპერაციებს, გამოკვლევებს. პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, ფორმა №100, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომართვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამონაწერი სოციალურად დაუცველი სარეიტინგო ქულის შესახებ და პირადობის მოწმობის ასლი. მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის“ პროგრამის განმახორციელებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მიერ (თვეში სამჯერ). განხილვისას გათვალისწინებული იქნება ავადმყოფის ასაკი, დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნა ავადმყოფის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა და დამტკიცებული ლიმიტი. მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ ანგარიშ-ფაქტურით წარმოდგენილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 1500 ლარისა, ხოლო მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 100 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა, ან არ არიან დარეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ ანგარიშ-ფაქტურით წარმოდგენილი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1000 ლარისა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პაციენტს საბიუჯეტო წლის განმავლობაში დახმარება შეიძლება გაეწიოს არაუმეტეს ორისა (განსაკუთრებულ შემთხვევაში). თანხები გამოიყოფა სამუშაო ჯგუფის შესაბამისი გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.2.2 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამით განხორციელდება მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსი გადანაწილებულია: ა) მოსახლეობის ერთჯერადი (70-ლარიანი) დახმარება - 70.0 ათ. ლარი; ბ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა დახმარება - 30.0 ათ. ლარი. პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100, პირადობის მოწმობის ასლი, აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი. მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის სხდომის მიერ. განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან (სარეიტინგო ქულა 150001-მდე), ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა. აღნიშნული პროგრამით პაციენტებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადად 70 ლარის ფარგლებში, ასევე წელიწადში ერთჯერ - განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფებს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საერთო დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის მომართვის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე. პროგრამის მომსახურე აფთიაქ(ებ)იდან ანგარიშის წარდგენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურზე მოხდება თვეში სამჯერ. 4.2.3 გინეკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევა და პროფილაქტიკა (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის მიზანია გინეკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა ან პრევენციული ღონისძიებების გატარება. პაციენტები გამოკვლევების ჩასატარებლად ყოველგვარი განცხადების გარეშე პირდაპირ მიმართავენ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას. 4.2.4 სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული პროგრამის განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველყოფით. შესაბამისად, პროგრამის მიზანია სასმელი, სარეკრიაციო და საბინაო წყლის ხარისხის სისტემატიური ლაბორატორიული კვლევა, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციური დაავადებების და ეპიდ. აფეთქებების გავრცელება. 4.2.5 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთში რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის პირთა, მათ შორის აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა ფსიქოსომატურ რეაბილიტაციას. პროგრამის მართვა: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის პირთა მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლები, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ფორმა №100 და ანგარიშ-ფაქტურა საქართველოში განთავსებული შესაბამისი სამედიცინო-სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან. აღნიშნული პროგრამით დახმარება გაეწევათ: ა) აუტიზმის მქონე ბავშვებს (ICD-10 განსაზღვრული კლასიფიკატორები F84.0, F84.1, F84.5 F84.9) წელიწადში ერთჯერ- არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარით. ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს წელიწადში ერთჯერ, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით. მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების“ პროგრამის განმახორციელებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მიერ (თვეში ორჯერ). თანხები გამოიყოფა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.2.6 ფენილკეტონურიით დაავადებულთა (18 წლამდე ასაკის) კვებითი დანამატებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთში რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე, ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის პირთა კვებითი დანამატებით უზრუნველყოფას. პროგრამის მართვა: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე, ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის პირთა მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ფორმა №100 და ანგარიშ-ფაქტურა საქართველოში განთავსებული შესაბამისი სააფთაქო დაწესებულებიდან. აღნიშნული პროგრამით დახმარება გაეწევა შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე, წლიური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი ლარი). მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
4.3 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა ოჯახების დახმარებას, დაუძლურებული და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილებზე და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.3.1 სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 01) აღნიშნული პროგრამით ხორციელდება მარტოხელა, უპატრონო და დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების, კერძოდ კუბოს (ჩასასვენებელის) დაფინანსება. აგრეთვე დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას 300 ლარის ოდენობით. პროგრამის მართვა: აღნიშნული პროგრამით დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან მეურვემ უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან (სოციალური ქულა 150001-მდე). უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში, დაკრძალვის ორგანიზებას და კუბოს (ჩასასვენებელი) დამზადებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები (უბნების მიხედვით). 4.3.2 მარტოხელა მშობელთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 02) სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო მარტოხელა მშობელთა უმრავლესობა უმუშევარია, მათ მძიმე ტვირთად აწევთ მცირეწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობა. იზრდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რაოდენობა, ამიტომ მიზანშეწონილია გაეწიოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება მარტოხელა მშობლებს 50 ლარის ოდენობით, მოზარდის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. პროგრამის მართვა: მატერიალური დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა (რომელიც არ იმყოფება ქორწინებაში) უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით (პირადობის მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ). ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, მარტოხელა მშობლებს ან/და მათ მიერ განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე. 4.3.3 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03 03) აღნიშნული პროგრამა მოიცავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბავშვთა ცენტრის“ პროგრამას, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირების პროგრამას, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისა და დაჭრილ მოქალაქეთა დახმარების პროგრამას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ამავე ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარების პროგრამას, უსინათლოების მატერიალური დახმარების პროგრამას კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად და წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შესაძენად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის დახმარებას კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად. 4.3.3.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბავშვთა ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 03 03 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა უზრუნველყოფას თავშესაფრით, კვებით, ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღებას (საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი). პროგრამის ბენეფიციარია 10 ბავშვი. 4.3.3.2 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირება (პროგრამული კოდი 06 03 03 02) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზით დაავადებულთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირების პროგრამის მიზანია მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უფასო, სრულყოფილი და ოპერატიული სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით. პროგრამის მართვა: პაციენტი ან/და მეურვე განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ექიმის მიერ გაცემული ფორმა №100, ავადმყოფის დიაგნოზისა და ტრანსპორტირების აუცილებლობის მითითებით. შემოსული დოკუმენტაცია მოწმდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში. დიალიზზე მყოფ ავადმყოფთა სხვადასხვა ქალაქებში ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურდება თვეში 150 ლარის ოდენობით; ხოლო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირების შემთხვევაში - წელიწადში ერთჯერ: ა) ფოთი - თბილისი - 250 ლარი; ბ) ფოთი - ქუთაისი - 150 ლარი; გ) ფოთი - ბათუმი - 150 ლარი; დ) ფოთი - ზუგდიდი - 150 ლარი. ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე. 4.3.3.3 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისა და დაჭრილ მოქალაქეთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 03 03) პროგრამა მიზნად ისახავს 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევას, მათი ხსოვნისადმი პატივის მიგებას, კერძოდ: ა) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 11 მოქალაქის ოჯახისათვის - 500 ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერ; ბ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 4 მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ - 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. გ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ სამოქალაქო პირებზე - 200 ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერ. ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. 4.3.3.4 მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 03 04) პროგრამა მიზნად ისახავს დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას. კერძოდ: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ბენეფიციარებს, თითოეულს 350 ლარის ოდენობით; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ბენეფიციარებს, თითოეულს 250 ლარის ოდენობით; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ ბენეფიციარებს, თითოეულს 250 ლარის ოდენობით. პროგრამის მართვა: გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.3.3.5 უსინათლოების მატერიალური დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად (პროგრამული კოდი 06 03 03 06) პროგრამა გულისხმობს უსინათლო პენსიონერთათვის ყოველთვიურად 40 ლარიან შეღავათიან პაკეტს კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად. პროგრამის მართვა: უსინათლო პენსიონერი (შემდგომში ბენეფიციარი) კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების მისაღებად განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი. ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი 40 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად დაერიცხებათ საბანკო ანგარიშებზე. ბენეფიციართა სია არანაკლებ წელიწადში ორჯერ უნდა იქნას წარმოდგენილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ. 4.3.3.6 უსინათლოებისათვის წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენა (პროგრამული კოდი 06 03 03 07) პროგრამა ითვალისწინებს 40 წლის ასაკის ზემოთ უსინათლო პენსიონერთათვის 150 ლარამდე ღირებულების წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენას. პროგრამის მართვა: უსინათლო პენსიონერი (შემდგომში ბენეფიციარი), წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შესაძენად, განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი, ფორმა №IV-100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სააფთიაქო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა. თანხა დაირიცხება სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.3.3.7 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად (პროგრამული კოდი 06 03 03 08) პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის დახმარებას კომუნალური ხარჯების დასაფინანსებლად. პროგრამის მართვა: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“ შორის ფორმდება ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამის განხორციელების ხელშეწყობაზე, კერძოდ კომუნალური ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებაზე. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“, კომუნალური გადასახადების დარიცხვის შემდეგ, წერილობით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და წერილს თან დაურთავს კომუნალური გადასახადების ოდენობის დამადასტურებელ დოკუმენტს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის კომუნალური ხარჯების დაფინანსება მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.3.4 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 05) პროგრამა უზრუნველყოფს ახალშობილთა ოჯახების წახალისებას, რათა ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში ახალშობილთა ოჯახებისათვის (მათ შორის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილებზე) გათვალისწინებულია ერთჯერადად 100 ლარით დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ ახალშობილის მშობლები უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ახალშობილის მშობლის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის (მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, მონაცემები მათი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, დევნილის შემთხვევაში - დევნილის მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი) საფუძველზე. პროგრამის მართვა: თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.4 მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთში, რომლებიც ზრდიან 4 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (უფროსი შვილის 17 წლის ასაკის შესრულებამდე), თითოეულ ბავშვზე განხორციელდება ყოველთვიური მატერიალური დახმარება 50 ლარის ოდენობით. რაც შეეხება 3 შვილიან ოჯახებს წახალისების მიზნით, წელიწადში ერთჯერ (3 მარტს - დედის დღეს) გაეწევათ მატერიალური დახმარება 200 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის ბენეფიციარია დაახლოებით 200-მდე ოჯახი. მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით (მშობლების პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები). პროგრამის მართვა: თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, ხოლო 3 შვილიან ოჯახებზე თანხის გასაცემად დამატებით საჭიროა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნა, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. 4.5 სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარებები (პროგრამული კოდი 06 06) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო დღეებში შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარების მატერიალურ წახალისებას: - დედით, მამითა და დედ-მამით ობლები 17 წლამდე ასაკის – 100 ლარი წელიწადში ერთჯერ. - 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე – 500 ლარი ერთჯერადად. - ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრები – 100 ლარი წელიწადში ერთჯერ. - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 17 წლამდე ასაკის მოზარდები – 100 ლარი წელიწადში ორჯერ. - ქალაქში მცხოვრები უხუცესები: ა) 90-100 წლამდე უხუცესები – 100 ლარი ერთჯერადად; ბ) 100 წლის და 100 წელს გადაცილებული უხუცესები - 500 ლარი ერთჯერადად. თანხა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. თანხები გამოიყოფა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.6 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური კვლევის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 07) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალური სერვისებით უზრუნველყოფის, შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და ალტერნატიული მომსახურების, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველი და მიუსაფარ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე ინფორმაციის მომზადება; აწარმოებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალური პირობების გავლენის შესწავლას, დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბანკის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ეკონომიკური აქტივობის სტატუსის (დასაქმების, უმუშევრობის) საინფორმაციო ბანკის შექმნას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მუშაობის (უბნების მიხედვით) ხელშეწყობას მათი უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით (წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციისა და დასკვნის მიწოდება). 4.7 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 08) ა) პროგრამის მიზანია შინმოვლის სერვისის განვითარებისა და დანერგვის გზით უნარშეზღუდული/მოწყვლადი ადამიანებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან. ბ) არამდგრადი შრომის ბაზარი, სოციალურად დაუცველი ოჯახები, საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასები მოითხოვს შეიქმნას ერთჯერადად, უფასო კვების სერვისი. აღნიშნულ სერვისში ყოველდღიურად ისადილებს დაახლოებით 250 ბენეფიციარი. პროგრამის მართვა: ა) პროგრამა ითვალისწინებს დაუძლურებული ან/და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის, კვალიფიციური მედდების, ექიმისა და ტექნიკური მუშაკის დახმარებით, სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილებზე. სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: საკვებისა და მედიკამენტების მიღებას, ნაწოლების დამუშავებას, წნევის კონტროლს, პირად ჰიგიენას, ყოველდღიურ ინსტრუმენტალურ აქტივობებს და სხვას. პროგრამის ბენეფიციარების ჩამონათვალი განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორის ბრძანებით. ბ) უფასო კვებით უზრუნველსაყოფად სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
5. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. 5.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთში ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2019 წელს სავარაუდოდ მოხდება 120-130 ვაჟის ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. თავი III ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 17. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
თავი IV ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მარეგულირებელი ნორმები მუხლი 18. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 20. 2019 წლის განმავლობაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 21. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 82-ე მუხლის თანახმად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა, საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 22. უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, კონკრეტულ შემთხვევებში, პროგრამის შიგნით გადაანაწილოს და ცვლილებები შეიტანოს შესაბამისი ღონისძიებებიდან გამომდინარე, გარდა ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილებისა და საერთო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან გამოყოფილი თანხის ასახვისა. მუხლი 23. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება და საერთო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან გამოყოფილი თანხის ასახვა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. მუხლი 24. უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, განსაზღვროს (დაამტკიცოს) კონკრეტული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი ღონისძიებების ან/და ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი თანხების ზღვრული ოდენობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. მუხლი 25. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული ღონისძიებების, პროგრამების და პროექტების განხორციელებაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა განახორციელონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 26. წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. მუხლი 27. წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. მუხლი 28. ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებიდან (პროგრამული კოდი 05 01 02) წლის განმავლობაში წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე ფულადი ჯილდოების გაცემა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. მუხლი 29. კულტურული ღონისძიებებიდან (პროგრამული კოდი 05 02 02) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდებისა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა მატერიალური წახალისების (ჯილდო) გაცემა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. მუხლი 30. სხვა გაუთვალისწინებელი ახალგაზრდული, სპორტული და კულტურული ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ხარჯების მუხლიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. მუხლი 31. ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში“ ბავშვთა კვებისათვის დაწესდეს 1 ბავშვზე 2 ლარი დღეში, რომელიც განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორის მიერ დამტკიცებული მენიუთი. მუხლი 32. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები, კერძოდ: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები (ტრანსფერი) – არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; ბ) მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) სამედიცინო დაწესებულებები; გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) აფთიაქები; დ) სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა - შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“; ე) საქალაქო ავტობუსების სუბსიდირების პროგრამა – შპს „ფოთი ქალაქტრანსპორტი“. მუხლი 33. მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) არ ვრცელდება იმ ოჯახებზე (ბენეფიციარებზე), რომლებიც სარგებლობენ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის #262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) დამტკიცებული პროგრამით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მოქმედების პერიოდში. |
დოკუმენტის კომენტარები