დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №24/40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28/29 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 17/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016437 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №24/40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ოქტომბრის №2271 განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №24/40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016407) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 22 758.0 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 26 935.8 ათ. ლარით; ა.გ) გრანტები 6 165.2 ათ. ლარით; ა.გ.ა) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა ქვეყნის მთავრობიდან მიღებული გრანტები 33.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 6 132.2 ათ. ლარით; ა.გ.ბ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ.ბ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 5 872.2 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ბ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 22 658.0 ათ. ლარის ოდენობით:
“; ბ.ბ) მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 165.2 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3 794.3 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 19 229.1 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 439.8 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 539.8 ათ. ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“ ბ.გ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ: ლარნაკას ქუჩის ჩიხის მოხრეშვა-დაგრეიდერების, თამარ მეფის, ბერდიანსკის და დ.თავდადებულის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირების, 26 მაისის, წმ. ნინოს, ლოლუას ქუჩებისა და ბესიკის ქუჩასთან შემაერთებელი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირების, საგზაო ნიშნების შეძენა-მონტაჟის და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის, ქალაქ ფოთში ცენტრალური ქუჩის ტროტუარის (კოსტავას ქუჩის ნაწილის) კეთილმოწყობის, საავტომობილო გზების სამშენებლო, სარეაბილიტაციო, ნაპირდაცვის, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო, სარეაბილიტაციო ობიექტებისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დაკავშირებული სამუშაოების, ქუჩების რეაბილიტაციის პროექტირება-ექსპერტიზის, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების კაპ. რემონტის, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, აღმაშენებლის ქუჩაზე №14, №16, №21 ს/სახლების ექსპერტიზის, აღმაშენებლის ქუჩაზე №14, №16, №21 ს/სახლების სახურავების კაპ. შეკეთებისა და კედლებიდან ფილების დემონტაჟის სამუშაოების პროექტირება-ექსპერტიზის, გარე განათების ქსელის ლედ სანათებით ჩანაცვლების, გარე განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბო სადგურის მშენებლობის პროექტირების და არსებულის შემდგომი დემონტაჟის, მაწანწალა ძაღლების იზოლირების, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების მოხრეშვის, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, ბარათაშვილის ქუჩიდან ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის (ბულვარის) შემაერთებელი გზის მოწყობის, კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტირების, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციის, ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის პროექტირების, მდინარე კაპარჭის გაწმენდის, პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, გეგიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პოლიციის შენობის მიმდინარე რემონტის პროექტირება-ექსპერტიზის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა მოსაცდელების მოწყობის პროექტირება-ექსპერტიზის, ავტობუსების ავტოპარკის მშენებლობის პროექტირება-ექსპერტიზის, ავტობუსების ავტოპარკის მშენებლობის, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობისა და ატრაქციონების და ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟის, წმ. გიორგის ქ. №24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის (შემდგომში უმაღლესი სასწავლებელი) პროექტირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მერის რწმუნებულების ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციის პროექტირების, დიდების მემორიალის რეაბილიტაციის პროექტირების, სახელმწიფო დროშების შეძენის, საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარის შეძენის, გამწვანების და სხვა სამუშაოები.“; ბ.დ) მე-16 მუხლის 1.3 და 1.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების მოხრეშვის, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციის, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობისა და ატრაქციონების და ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟის, ავტობუსების ავტოპარკის მშენებლობის, გამწვანების სამუშაოები და სხვა ღონისძიებები. 1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად, 2019 წელს განხორციელდება ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო-სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით ინვენტარის შეძენა და ქუჩების მორთვა სხვადასხვა სადღესასწაულო აქსესუარებით. ასევე განხორციელდება სადღესასწაულო აქსესუარების დემონტაჟის, შენახვა-დასაწყობების, სახელმწიფო დროშების შეძენის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების მოხრეშვის, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტირების, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციის, ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის პროექტირების, წმ. გიორგის ქ. №24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის (შემდგომში –უმაღლესი სასწავლებელი) პროექტირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მერის რწმუნებულების ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციის პროექტირების, დიდების მემორიალის რეაბილიტაციის პროექტირების, გეგიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პოლიციის შენობის მიმდინარე რემონტის პროექტირება-ექსპერტიზის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა მოსაცდელების მოწყობის პროექტირება-ექსპერტიზის, ავტობუსების ავტოპარკის მშენებლობის პროექტირება-ექსპერტიზის, ავტობუსების ავტოპარკის მშენებლობის, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობისა და ატრაქციონების და ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები.“; ბ.ე) მე-16 მუხლის 4.2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.2 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამით განხორციელდება მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსი გადანაწილებულია: ა) მოსახლეობის ერთჯერადი (70-ლარიანი) დახმარება – 60.0 ათ. ლარი; ბ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა დახმარება – 20.6 ათ. ლარი. პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100, პირადობის მოწმობის ასლი, აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი. მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის სხდომის მიერ. განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა. აღნიშნული პროგრამით პაციენტებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადად 70 ლარის ფარგლებში, ასევე წელიწადში ერთჯერ – განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფებს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საერთო დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის მომართვის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე. პროგრამის მომსახურე აფთიაქ(ებ)იდან ანგარიშის წარდგენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურზე მოხდება თვეში სამჯერ.“; ბ.ვ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
“. |
მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 17 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები