დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #24/40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6/9 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/03/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016418 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №24/40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №24/40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016407) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 20 895.5 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 25 073.3 ათ. ლარით; ა.გ) გრანტები 5 212.0 ათ. ლარით; ა.გ.ა) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა ქვეყნის მთავრობიდან მიღებული გრანტები 33.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 5 179.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ.ბ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 4 919.0 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ბ. ა ) პირველი , მე -2 და მე -3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები , გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 20 595.5 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ. ბ ) მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5 212.0 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ .გ) მე -7, მე -8 და მე -9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 19 237.5 ათ. ლარის ოდენობით.
“; მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 377.3 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 677.3 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 300.0 ათ. ლარის ოდენობით.
“; მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ბ. დ ) მე -16 მუხლის პირველი პუნქტი და 1.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ( პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ: ქუჩების ორმული შეკეთების, საგზაო ნიშნების პასპორტის შედგენის, საგზაო ნიშნების მოწყობის, ქალაქ ფოთში ცენტრალური ქუჩის ტროტუარის (კოსტავას ქუჩის ნაწილის) კეთილმოწყობის, საავტომობილო გზების სამშენებლო, სარეაბილიტაციო, ნაპირდაცვის, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო, სარეაბილიტაციო ობიექტებისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რემონტის, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, აღმაშენებლის ქ. N14, N16, N21 ს/სახლების ექსპერტიზის, გარე განათების ლედ ნათურებით მოწყობის, გარე განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, მაწანწალა ძაღლების იზოლირების, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, უსახური შენობების დემონტაჟის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, ბარათაშვილის ქუჩიდან ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის (ბულვარის) შემაერთებელი გზის მოწყობის, კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტირების, ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის პროექტირების, მდინარე კაპარჭის გაწმენდის, პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, მინი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობის, ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის, სახელმწიფო დროშების შეძენის, საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარის შეძენის და სხვა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და მოვლა - შენახვა ( გზები და ხიდები ) ( პროგრამული კოდი 03 01) ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, განხორციელდება ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციის, ორმული შეკეთების, საგზაო ნიშნების მოწყობის და ცენტრალური ქუჩის ტროტუარის (კოსტავას ქუჩის ნაწილის) კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, დაფინანსდება საგზაო ნიშნების პასპორტის შედგენის და საავტომობილო გზების სამშენებლო, სარეაბილიტაციო, ნაპირდაცვის, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო, სარეაბილიტაციო ობიექტებისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ. ე ) მე -16 მუხლის 1.3 და 1.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები ( პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, უსახური შენობების დემონტაჟის, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, ბარათაშვილის ქუჩიდან ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის (ბულვარის) შემაერთებელი გზის მოწყობის, ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები და სხვა ღონისძიებები. 1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები ( პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად, 2019 წელს განხორციელდება ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო-სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით ინვენტარის შეძენა და ქუჩების მორთვა სხვადასხვა სადღესასწაულო აქსესუარებით. ასევე განხორციელდება სადღესასწაულო აქსესუარების დემონტაჟის, შენახვა-დასაწყობების, სახელმწიფო დროშების შეძენის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, უსახური შენობების დემონტაჟის, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, ბარათაშვილის ქუჩიდან ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის (ბულვარის) შემაერთებელი გზის მოწყობის, კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტირების, ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის პროექტირების, ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის და მინი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობის სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
ბ. ვ ) დაემატოს მე -16 მუხლის პირველ პუნქტს 1.9 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.9 მდინარე კაპარჭის გაწმენდა , პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენა ( პროგრამული კოდი 03 09) მდინარე კაპარჭა წარმოადგენს პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის მთავარ წყაროს, რაც შესაძლებლობას ქმნის ეკოლოგიური თვალსაზრისით გამწმენდ საშუალებას. აღნიშნული მდინარის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს პალიასტომის ტბის შევსებასა და ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას. პალიასტომის ტბა წარმოადგენს მტკნარი წყლის მთავარ წყალსაცავს, როგორც ქალაქ ფოთის, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის. მდინარე კაპარჭას გაწმენდითი სამუშაოები ხელშემწყობ პირობებს შექმნის ეკოსისტემის აღდგენით პროცესში და პალიასტომის ტბისათვის წარმოადგენს აუცილებელ და ერთადერთ შევსების არტერიას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
ბ. ზ ) მე -16 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „3. განათლება ( პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. მიმდინარე წელს ასევე განხორციელდება საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა.“ ბ. თ ) დაემატოს მე -16 მუხლის მე -3 პუნქტს 3.3 და 3.4 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.3 საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ( პროგრამული კოდი 04 04) საჯარო სკოლების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების განხორციელება, სველი წერტილების მოწესრიგება, გადახურვითი სამუშაოების ჩატარება და ფანჯრებზე თბოიზოლაციის მოწყობა, ყოველივე ხელს შეუწყობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასწავლო პირობების გაუმჯობესებას. 3.4 საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა ( პროგრამული კოდი 04 05) საჯარო სკოლების მოსწავლეთა მომსახურება სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფს მოსწავლეთა დროულ გადაადგილებას საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე. აღნიშნული მომსახურება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ. ი ) მე -16 მუხლის 4.2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „4.2.2 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა ( პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამით განხორციელდება მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსი გადანაწილებულია: ა) მოსახლეობის ერთჯერადი (70-ლარიანი) დახმარება – 60.0 ათ. ლარი; ბ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა დახმარება – 40.0 ათ. ლარი. პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100, პირადობის მოწმობის ასლი, აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი. მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის სხდომის მიერ. განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა. აღნიშნული პროგრამით პაციენტებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადად 70 ლარის ფარგლებში, ასევე წელიწადში ერთჯერ – განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფებს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საერთო დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის მომართვის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე. პროგრამის მომსახურე აფთიაქ(ებ)იდან ანგარიშის წარდგენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურზე მოხდება თვეში სამჯერ. “ ბ. კ ) მე -16 მუხლის 4.3.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „4.3.1 სარიტუალო მომსახურება ( პროგრამული კოდი 06 03 01) აღნიშნული პროგრამით ხორციელდება შეჭირვებული, მარტოხელა, უპატრონო და დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების, კერძოდ კუბოს (ჩასასვენებელის) დაფინანსება. აგრეთვე დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას 300 ლარის ოდენობით. პროგრამის მართვა: აღნიშნული პროგრამით დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან მეურვემ უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში, დაკრძალვის ორგანიზებას და კუბოს (ჩასასვენებელი) დამზადებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები (უბნების მიხედვით). “ ბ. ლ ) მე -16 მუხლის 4.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „4.4 მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება ( პროგრამული კოდი 06 04) ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები უნდა იყვნენ რეგისტრირებული ქალაქ ფოთში 2018 წლამდე, რომლებიც ზრდიან 3 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (უფროსი შვილის 17 წლის ასაკის შესრულებამდე), ბოლო შვილზე მიზანშეწონილია დაენიშნოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება:
ქვეპროგრამის ბენეფიციარია დაახლოებით 300-მდე ოჯახი. მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით (მშობლების პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები). პროგრამის მართვა: თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. “ ბ. მ ) მე -16 მუხლის 4.8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.8 ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება ( პროგრამული კოდი 06 05) ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები უნდა იყვნენ რეგისტრირებული ქალაქ ფოთში 2018 წლამდე, რომელთაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი (უფროსი შვილის 17 წლის ასაკის შესრულებამდე), მიზანშეწონილია წელიწადში ერთხელ გაეწიოს მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით. მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით (მშობლების პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები). პროგრამის მართვა: თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. “ ბ. ნ ) მე -17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 17. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები