დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #24/40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13/15 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016423 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №24/40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №24/40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016407) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 21 918.5 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 26 096.3 ათ. ლარით; ა.გ) გრანტები 6 235.0 ათ. ლარით; ა.გ.ა) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა ქვეყნის მთავრობიდან მიღებული გრანტები 33.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 6 202.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ.ბ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 5 942.0 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ბ.ა) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; ბ.ბ) მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 18 566.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 071.8 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 371.8 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 300.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ბ.გ) მე-16 მუხლის 4.2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „4.2.1 მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯების, ძვირადღირებული ოპერაციების და ძვირადღირებული გამოკვლევების თანადაფინანსებას. განცხადების წარდგენა დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა № IV-100/ა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ინვოისი/ანგარიშ-ფაქტურა; გ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამების ან/და კერძო დაზღვევის ფარგლებში გაცემული მიმართვის/დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (თუ მოქალაქის სარეიტინგო ქულა 70 000 -ს არ აღემატება); ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ზ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით). გადაწყვეტილების მიღება დახმარების გაცემის წესი მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის“ პროგრამის განმახორციელებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მიერ კვირაში ერთხელ, სამშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს). განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ შევსებული აქტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (თუ ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში), ინვოისით/ანგარიშ-ფაქტურით მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა და დამტკიცებული ლიმიტი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პაციენტს საბიუჯეტო წლის განმავლობაში დახმარება შეიძლება გაეწიოს ერთხელ. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქეს და სამედიცინო დაწესებულებას წარედგინება მერიის წერილობითი თანხმობა დაფინანსების შესახებ, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ინვოისის/ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით. დაფინანსების შესახებ გაცემული წერილობითი თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუმეტეს სამი თვის (90 კალენდარული დღის) განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში პირი არ დაფინანსდება, თუ: ა) იგი არ არის რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში; ბ) განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ პირს წლის განმავლობაში დაუფინანსდა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება; გ) პირს უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება და მომსახურების გამწევ ორგანიზაციას აუნაზღაურდა მომსახურების ხარჯი პაციენტის მიერ; დ) განცხადების შესწავლისას ან წერილობითი ინფორმაციის გაცემამდე ცნობილი გახდება დაინტერესებული პირის გარდაცვალების შესახებ. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურებები: ა) სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობა; ბ) ესთეტიკური ქირურგია და პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით მკურნალობა; გ) სტომატოლოგიური მომსახურება და დენტალური იმპლანტაცია; დ) სამედიცინო დანიშნულების ინვენტარის შეძენა (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები); ე) საექსპერტო მომსახურება. დაფინანსების ოდენობა 1. მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს (მათ შორის, თუ პროგრამით მოსარგებლე პირი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დარეგისტრირებული იყო სოციალური მომსახურეობის სააგენტოში და სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 70 000-ს და გადამოწმების მიზნით შეჩერებულ იქნა დახმარება), ასევე შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის მქონე მოქალაქეებს, მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ ინვოისით/ანგარიშ-ფაქტურით წარმოდგენილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 1000 ლარისა. 2. მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა, ან არ არიან დარეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ ინვოისით/ანგარიშ-ფაქტურით წარმოდგენილი თანხის 50%-მდე – არაუმეტეს 1000 ლარისა. თანხები გამოიყოფა სამუშაო ჯგუფის შესაბამისი გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. ანგარიშსწორების წესი: ანგარიშსწორების მიზნით, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: 1. გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა); 2. ფორმა N100/ა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების გაცემის ფაქტს; 3. ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. “
ბ.დ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
“. |
მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 26 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები