დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #24/40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16/19 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016427 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №24/40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №24/40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016407) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 21 911.8 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 26 089.6 ათ. ლარით; ა.გ) გრანტები 6 228.3 ათ. ლარით; ა.გ.ა) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა ქვეყნის მთავრობიდან მიღებული გრანტები 33.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 6 195.3 ათ. ლარით; ა.გ.ბ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ.ბ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 5 935.3 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ბ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 21 611.8 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ.ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 228.3 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ.გ) მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 18 544.6 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 086.5 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 386.5 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 300.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ბ.დ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი, 1.1, 1.2 და 1.2.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ: ქუჩების ორმული შეკეთების, საგზაო ნიშნების შეძენა-მონტაჟის და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის, ქალაქ ფოთში ცენტრალური ქუჩის ტროტუარის (კოსტავას ქუჩის ნაწილის) კეთილმოწყობის, საავტომობილო გზების სამშენებლო, სარეაბილიტაციო, ნაპირდაცვის, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო, სარეაბილიტაციო ობიექტებისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დაკავშირებული სამუშაოების, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების კაპ. რემონტის, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, აღმაშენებლის ქ. N14, N16, N21 ს/სახლების ექსპერტიზის, გარე განათების ქსელის ლედ სანათებით ჩანაცვლების, გარე განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბო სადგურის მშენებლობის პროექტირების და არსებულის შემდგომი დემონტაჟის, მაწანწალა ძაღლების იზოლირების, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, ბარათაშვილის ქუჩიდან ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის (ბულვარის) შემაერთებელი გზის მოწყობის, კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტირების, ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის პროექტირების, მდინარე კაპარჭის გაწმენდის, პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობისა და ატრაქციონების და ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟის, წმ. გიორგის ქ. N24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის (შემდგომში უმაღლესი სასწავლებელი) პროექტირების, სახელმწიფო დროშების შეძენის, საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარის შეძენის და სხვა სამუშაოები. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, განხორციელდება ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციის, ორმული შეკეთების, საგზაო ნიშნების შეძენა-მონტაჟის და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის, ცენტრალური ქუჩის ტროტუარის (კოსტავას ქუჩის ნაწილის) კეთილმოწყობის, ბარათაშვილის ქუჩიდან ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის (ბულვარის) შემაერთებელი გზის მოწყობის სამუშაოები. ასევე, დაფინანსდება საავტომობილო გზების სამშენებლო, სარეაბილიტაციო, ნაპირდაცვის, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო, სარეაბილიტაციო ობიექტებისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დაკავშირებული სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების კაპ. რემონტის, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, აღმაშენებლის ქ. N14, N16, №21 ს/სახლების ექსპერტიზის, აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბო სადგურის მშენებლობის პროექტირების და არსებულის შემდგომი დემონტაჟის სამუშაოები. ანაზღაურდება განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯები, გარე განათების ქსელის ლედ სანათებით ჩანაცვლების სამუშაოები. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მაწანწალა ძაღლების იზოლირება. 1.2.1 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობას და განვითარებას. აქედან გამომდინარე, გათვალისწინებულია ს/სახლების სახურავების კაპ.რემონტის, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების სარეაბილიტაციო, აღმაშენებლის ქ. N14, N16, N21 ს/სახლების ექსპერტიზის და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოვლა-პატრონობის და ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები. “ ბ.ე) მე-16 მუხლის 1.3 და 1.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობისა და ატრაქციონების და ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები და სხვა ღონისძიებები. 1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად, 2019 წელს განხორციელდება ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო-სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით ინვენტარის შეძენა და ქუჩების მორთვა სხვადასხვა სადღესასწაულო აქსესუარებით. ასევე განხორციელდება სადღესასწაულო აქსესუარების დემონტაჟის, შენახვა-დასაწყობების, სახელმწიფო დროშების შეძენის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტირების, ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის პროექტირების, წმ. გიორგის ქ. N24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის (შემდგომში უმაღლესი სასწავლებელი) პროექტირების, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობისა და ატრაქციონების და ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
ბ.ვ) მე-16 მუხლის 2.1.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „ 2.1.3 სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 05) პროგრამის ფარგლებში 2019 წელს გათვალისწინებულია ბესიკის ქუჩა N31-ში მდ. კაპარჭის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სანიჩბოსნო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტირების, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის კაპიტალური შეკეთების და მინი სტადიონების სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული სპორტული ობიექტის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებას. “ ბ.ზ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
“. |
მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 6 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები