დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #24/40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12/13 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016421 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №24/40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 მაისის №1125 განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №24/40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016407) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 21 918.5 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 26 096.3 ათ. ლარით; ა.გ) გრანტები 6 235.0 ათ. ლარით; ა.გ.ა) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა ქვეყნის მთავრობიდან მიღებული გრანტები 33.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 6 202.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ.ბ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 5 942.0 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ბ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 21 618.5 ათ. ლარის ოდენობით.
“ ბ.ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 235.0 ათ. ლარის ოდენობით.
“ ბ.გ) მე-7, მე-8 და მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 18 565.9 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 071.9 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 371.9 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 300.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ბ.დ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ: ქუჩების ორმული შეკეთების, საგზაო ნიშნების პასპორტის შედგენის, საგზაო ნიშნების შეძენა-მოწყობის, ქალაქ ფოთში ცენტრალური ქუჩის ტროტუარის (კოსტავას ქუჩის ნაწილის) კეთილმოწყობის, საავტომობილო გზების სამშენებლო, სარეაბილიტაციო, ნაპირდაცვის, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო, სარეაბილიტაციო ობიექტებისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რემონტის, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, აღმაშენებლის ქ. №14, №16, №21 ს/სახლების ექსპერტიზის, გარე განათების ქსელის ლედ სანათებით ჩანაცვლების, გარე განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბო სადგურის მშენებლობის პროექტირების და არსებულის შემდგომი დემონტაჟის, მაწანწალა ძაღლების იზოლირების, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, უსახური შენობების დემონტაჟის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის, მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, მალთაყვის სანაპირო ზოლზე საპლაჟო მოედნის მოწყობის, ბარათაშვილის ქუჩიდან ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის (ბულვარის) შემაერთებელი გზის მოწყობის, კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტირების, ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის პროექტირების, მდინარე კაპარჭის გაწმენდის, პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიკური რეჟიმის აღდგენის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსოს კაპიტალური შეკეთების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობისა და ატრაქციონების და ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟის, წმ. გიორგის ქ. №24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის (შემდგომში უმაღლესი სასწავლებელი) პროექტირების, სახელმწიფო დროშების შეძენის, საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარის შეძენის და სხვა სამუშაოები.“; ბ.ე) მე-16 მუხლის 1.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების მიმდინარე რემონტის, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, აღმაშენებლის ქ. №14, №16, №21 ს/სახლების ექსპერტიზის, აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბო სადგურის მშენებლობის პროექტირების და არსებულის შემდგომი დემონტაჟის სამუშაოები. ანაზღაურდება განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯები, გარე განათების ქსელის ლედსანათებით ჩანაცვლების სამუშაოები. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მაწანწალა ძაღლების იზოლირება.“; ბ.ვ) მე-16 მუხლის 1.2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1.2.2 გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების, ს/სახლებისა და ძეგლების მინათების და სხვა ტიპის განათების ელექტროენერგიის ხარჯები. ასევე დაფინანსდება გარე განათების ქსელის ლედსანათებით ჩანაცვლების სამუშაოები.“; ბ.ზ) მე-16 მუხლის 1.3 და 1.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსის კაპიტალური შეკეთების, უსახური შენობების დემონტაჟის, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, მალთაყვის სანაპირო ზოლზე საპლაჟო მოედნის მოწყობის, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობისა და ატრაქციონების და ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები და სხვა ღონისძიებები. 1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად, 2019 წელს განხორციელდება ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო-სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით ინვენტარის შეძენა და ქუჩების მორთვა სხვადასხვა სადღესასწაულო აქსესუარებით. ასევე განხორციელდება სადღესასწაულო აქსესუარების დემონტაჟის, შენახვა-დასაწყობების, სახელმწიფო დროშების შეძენის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის, უპოვართა სასადილოს დამხმარე სათავსის კაპიტალური შეკეთების, უსახური შენობების დემონტაჟის, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, მალთაყვის სანაპირო ზოლზე საპლაჟო მოედნის მოწყობის, კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტირების, ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის პროექტირების, წმ. გიორგის ქ. №24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის (შემდგომში უმაღლესი სასწავლებელი) პროექტირების, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობისა და ატრაქციონების და ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
ბ.თ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
“. |
მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 29 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები