საგზაო ფონდის შესახებ

  • Word
საგზაო ფონდის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 802
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 02/09/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 29/09/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.100.000.05.001.000.117
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
802
02/09/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 29/09/1995
310.100.000.05.001.000.117
საგზაო ფონდის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ

ეს კანონი ითვალისწინებს ფინანსური რესურსების შექმნას საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარებისა და შენახვისათვის და განსაზღვრავს საგზაო ფონდის საერთო სამართლებრივ საფუძვლებს, ამ ფონდის დანიშნულებას და გამოყენებას.

    მუხლი 1. საგზაო ფონდის დანიშნულება

1. საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის, აგრეთვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის და დარგის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად იქმნება მიზნობრივი, არასაბიუჯეტო საგზაო ფონდი.

2. საქართველოს საგზაო ფონდის სახსრებს აქვს მიზნობრივი დანიშნულება და არ ექვემდებარება ამოღებას, ან იმ საჭიროებისათვის ხარჯვას, რომელიც არ არის დაკავშირებული საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტუქციისა და მშენებლობის სამუშაოებთან, სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესსა და დარგის განვითარებასთან, აგრეთვე საგზაო მართვის საკითხებთან.

3. საქართველოს საგზაო ფონდის სახსრები ხმარდება მაგისტრალური, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციის და მშენებლობის სამუშაოებს, დარგის განვითარებასა და დარგში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარების ღონისძიებებს, აგრეთვე საგზაო მეურნეობის მართვის ხარჯებს.

4. საქართველოს საგზაო ფონდს განაგებს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

    მუხლი 2. საგზაო ფონდის შექმნა და გამოყენება

1. საქართველოს საგზაო ფონდის მიზნობრივი გამოყენებისა წესს განსაზღვრავს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი”. ყოველწლიურად აქვეყნებს პრესაში საგზაო ფონდის სახსრების გამოყენების გეგმებს და მისი ხარჯვის ანგარიშს.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

    მუხლი 3. საგზაო ფონდის შექმნის წყაროები

საქართველოს საგზაო ფონდის მიზნობრივი არასაბიუჯეტო სახსრების შექმნის წყაროებია:

ა) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადი;

დ) სესხებიდან, გამართული ლატარიებიდან, აქციების გაყიდვიდან და საჯარიმო სანქციებიდან, მათ შორის, საქართველოს ბიუჯეტის ასიგნებიდან საგზაო ორგანიზაციების ამონაგები.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3032 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.212

საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3179 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.243

    მუხლი 4. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადს იხდიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმეები.

2. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის დაბეგვრის ობიექტია გადასახადის გადამხდელის შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად.

3. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია განხორციელებული საქმიანობის მიხედვით და შეადგენს:

ა) მეწარმისთვის, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას და ტვირთის გადაზიდვას, – ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციით მიღებული შემოსავლის 2,0%-ს;

ბ) კომერციული საბანკო დაწესებულებისათვის – გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის 0,5%-ს;

გ) საწვავ-საპოხი მასალების მწარმოებლისათვის და ამ მასალის სავაჭრო და საშუამავლო საწარმოებისათვის – ამ მასალების მიწოდებიდან მიღებული შემოსავლის 0,5%-ს;

დ) მეწარმისთვის, რომელიც ეწევა სავაჭრო და საშუამავლო საქმიანობას (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობისა), – ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 0,1%-ს;

ე) მეწარმისათვის, რომელიც ეწევა სხვა საქმიანობას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობისა, – მიღებული შემოსავლის 1%-ს.

4. მეწარმეები, რომელთა სამრეწველო, სავაჭრო, ფასიანი მომსახურებისა და სხვა დანიშნულების ობიექტები განლაგებულია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდინარე ზოლში (დასახლებულ პუნქტებში გზის ღერძიდან 50 მეტრის, ხოლო დაუსახლებელ მონაკვეთებზე 100 მეტრის მანძილზე) და რომლებიც ახორციელებენ მგზავრთა და მძღოლთა მომსახურებას, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადს იხდიან ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით.

5. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადით არ იბეგრება:

ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII2 და XIII1 კარებით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელების მიერ მიღებული შემოსავალი;

გ) სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

6. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით წარადგინოს დეკლარაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

7. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადახდა ხდება დეკლარაციის წარდგენის თარიღისათვის.

8. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული კვარტალი.

9. ბაზრის ორგანიზატორი ფიზიკური და იურიდიული პირები იბეგრებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1894 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.50

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2066 - სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.107

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2328 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.124

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3032 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.212

საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3179 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.243

 

მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2066 - სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.107

საქართველოს 2000 წლის 5 ივნისის კანონი №902 - სსმ I, №16, 20.06.2001 წ., მუხ.52

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3032 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.212

    მუხლი 6. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

     მუხლი 7. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №311 - პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.07.1996 წ., გვ.43

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

 

მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2066 - სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.107

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3032 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.212

    მუხლი 9. გადასახადების ადმინისტრირება

1. ამ კანონით დადგენილი გადასახადების ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით.

2. ამ კანონით დადგენილი გადასახადების ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, რომელთა სტატუსი, სტრუქტურა და ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV კარით.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1502 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.75

საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3179 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.243

    მუხლი 10. პასუხისმგებლობა გადასახადის გადაუხდელობისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი გადასახადების გადაუხდელობისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. გადასახადების დანაკლისები და ჯარიმების თანხები ირიცხება საგზაო ფონდში დარღვევის აღმომჩენი ორგანიზაციის კუთვნილი თანხების გამოკლებით.

3. საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით.

4. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მატერიალური წახალისების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდი იქმნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით დადგენილი წესით.

     მუხლი 10. პასუხისმგებლობა ვადაგასულ საგადასახადო გადასახდელებზე, დეკლარაციისა და ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენისათვის და გადასახადების შემცირებისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი გადასახადების ვადაგასულ საგადასახადო გადასახდელებზე, დეკლარაციისა და ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენისათვის და გადასახადების შემცირებისათვის განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე თავით.

2. ამ კანონით დადგენილ გადასახადებზე დაკისრებული საურავებისა და ჯარიმების თანხები ირიცხება საგზაო ფონდში.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2066 - სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.107

საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3179 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.243

    მუხლი 11. საგზაო ორგანოების პასუხისმგებლობა

საგზაო ორგანოების პასუხისმგებლობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მდგომარეობისათვის განსაზღვრულია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

    მუხლი 12. გარდამავალი დებულებ

ამ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი და მე-9 და მე-10 მუხლები ამოქმედდეს 2004 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3179 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.243

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს

მეთაური ე. შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 2 სექტემბერი.

№802 – რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №311 - პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.07.1996 წ., გვ.43

2. საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

3. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

4. საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1894 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.50

5. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2066 - სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.107

6. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №684 - სსმ I, №50, 27.12.2000 წ., მუხ.144

7. საქართველოს 2000 წლის 5 ივნისის კანონი №902 - სსმ I, №16, 20.06.2001 წ., მუხ.52

8. საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1502 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.75

9. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2328 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.124

10. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3032 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.212

11. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3179 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.243

12. ძალადაკარგულია - საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №837 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.217