დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 902 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/06/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 20/06/2001 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.100.000.05.001.000.924 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებები, 1995, №31-33, მუხ. 683) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციისათვის გადასახადით იბეგრება:
ა) ამ მასალების მწარმოებელი საწარმოებისათვის – რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასა და მისი წარმოებისათვის შეძენილი ნედლეულისა და მასალების ღირებულებას შორის სხვაობა (აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე);
ბ) სავაჭრო და საშუამავლო საწარმოებისათვის – ამ მასალების რეალიზაციით მიღებულ თანხასა და მათ შესაძენად გაღებულ თანხას შორის სხვაობა (აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე).”.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 5 ივნისი.
№902–IIს
დოკუმენტის კომენტარები