"საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 948
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.100.000.05.001.000.258
  • Word
948
16/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
310.100.000.05.001.000.258
"საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 „საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 2 სექტემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №31-33, მუხ.683) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა” შეიცვალოს სიტყვით „საქართველო”, სიტყვა „მაგისტრალური” – სიტყვით „საერთაშორისო”, ხოლო სიტყვა „რესპუბლიკური”–სიტყვით „შიდასახელმწიფოებრივი”.       

2. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

3. პირველი მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი ან მის მიერ რწმუნებული ორგანო საგზაო დარგში” შეიცვალოს სიტყვებით „საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი”.

4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და გადასახადების ამოღების”, ხოლო სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვით „პრეზიდენტი”; ამავე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი ან მის მიერ რწმუნებული ორგანო” შეიცვალოს სიტყვებით „საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი”.

5. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „დ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი;

დ) გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის”.

6. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადს იხდიან „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმეები, მათ შორის:”; ამავე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „მანძილზე/” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და რომლებიც ახორციელებენ მგზავრთა და მძღოლთა მომსახურებას”, ხოლო რომაული ციფრი „I” შეიცვალოს სიტყვით „პირველი”.

7. მე-8 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „0,1 აშშ დოლარის ექვივალენტური ეროვნული ვალუტის ოდენობით” შეიცვალოს სიტყვებით „0,15 ლარის ოდენობით”; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვები „20 აშშ დოლარის ექვივალენტური ეროვნული ვალუტის ოდენობით” შეიცვალოს სიტყვებით „26 ლარის ოდენობით”, „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „15 აშშ დოლარის ექვივალენტური ეროვნული ვალუტის ოდენობით” – სიტყვებით „20 ლარის ოდენობით”, ხოლო „გ” ქვეპუნქტში სიტყვები „5 აშშ დოლარის ექვივალენტური ეროვნული ვალუტის ოდენობით” – სიტყვებით „6,5 ლარის ოდენობით”.

8. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგზაო ფონდში გადასახადების ამოღებას, შემოსავლის აღრიცხვასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო ინსპექცია და საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით”.

9. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი გადასახადების გადაუხდელობისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი

№948 Iს