“საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
“საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 311
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.100.000.05.001.000.150
  • Word
311
27/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
310.100.000.05.001.000.150
“საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 2 სექტემბრის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №31-33, მუხ. 683) მე-7 მუხლის პირველი აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე და მესამე აბზაცები:

საქართველოს მოსაზღვრე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყაზახის, ტაუზის, განჯისა და სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი ამასიის, აშოცკის, ტაშირის, ალავერდის, ნოემბრიანის რაიონებში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანებისა და საგზაო-სარეისო ავტობუსების შემოსავლისათვის ნინოწმინდის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიებზე გადასახადის განაკვეთები შეადგენს: მსუბუქ ავტომანქანებზე – 8 აშშ დოლარს, 12 ადგილამდე ტევადობის სამგზავრო-სარეისო ავტობუსებზე –10 აშშ დოლარს, 13-დან 30 ადგილამდე ტევადობის – 15 აშშ დოლარს, 30 ადგილზე მეტი ტევადობის – 25 აშშ დოლარის ეკვივალენტურ ეროვნულ ვალუტას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალის და ბელაქანის რაიონებში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანებისა და სამგზავრო-სარეისო ავტობუსების მფლობელები საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საგზაო ფონდის გადასახადს არ გადაიხდიან“.

ამ მუხლის მეორე და მესამე აბზაცები შესაბამისად ჩაითვალოს მეოთხე და მეხუთე აბზაცებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 27 ივნისი.

№311 IIს