საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1894
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13(20), 01/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
1894
16/04/1999
სსმ, 13(20), 01/05/1999
0000.00.00.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 101-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „აგრეთვე პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი სარგებლობისათვის“;

ბ) პირველ ნაწილს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:

„ჰ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული   ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი;“.

2. 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“  ქვეპუნქტი:

„ი) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გამოყენებული ქონება;“.

3. 187-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„აგრეთვე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად დაქირავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალი“.

4. 194-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წიაღით სარგებლობის გადასახადის კონკრეტული ოდენობა, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი გადასახადის ზღვრულ ოდენობათა ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის ძირითად სახეობათა მიხედვით, მათი ხარისხისა და გავრცელების პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება წიაღით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათშორისო ექსპერტთა საბჭოს მიერ და შეიტანება წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში, გარდა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის შემთხვევისა, როდესაც წიაღით სარგებლობის გადასახადის კონკრეტული ოდენობა, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ნავთობისა და გაზის წიაღისეულით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადის ზღვრული ოდენობის ფარგლებში განისაზღვრება ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ და შეიტანება ამ სააგენტოს მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიაში. გადასახადის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება პროცენტებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასის მიმართ (დღგ-ის გარეშე)“;

5. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე ნაწილი:

„30. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება, სამეწარმეო საქმიანობისათვის გადასახადის ოდენობა და ამ საქმიანობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი იბეგრება სახელმწიფოსთან ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების დადების მომენტში მოქმედი განაკვეთებით.“.

II. „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №31-33, მუხ.683) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შიინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციები გათავისუფლებულია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადისაგან“.

III. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-18 მუხლის „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„აგრეთვე პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი, რომელიც განკუთვნილია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი სარგებლობისათვის“.

2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი;“.

IV. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №16, ივნისი, 1996) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს არეგულირებს საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ.“, ხოლო მე-2-3 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-3-4 პუნქტებად.

V. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 16 აპრილი.

№1894–IIს