საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 27/12/2000
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.863
  • Word
684
13/12/2000
სსმ, 50, 27/12/2000
200.000.000.05.001.000.863
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-7 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ. „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებებისა.“

2. 272-ე მუხლის 25-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №31–33, მუხ. 683) – მე-6 და მე-7 მუხლები 1998 წლის 1 იანვრიდან.“.

3. 273-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებას, საკანალიზაციო წყლების გატარება-ჩაშვებისა და გაწმენდის სამუშაოებსა და მომსახურებას, 2002 წლის 1 იანვრამდე საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებაზე გადასახდელი დღგ განისაზღვროს მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მოცულობის 60%-დან. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ანაზღაურება მეტია, მაშინ დღგ-ის გადახდა განხორციელდეს ფაქტობრივი ანაზღაურებით. ამასთან, ამ საწარმოების მიერ მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიხედვით დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს 60%-ის პროპორციულად, ხოლო თუ ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ანაზღაურება მეტია, მაშინ დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს ფაქტობრივი ანაზღაურების მიხედვით.“;

ბ) 41-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-ე ნაწილი:

„42. ამ კოდექსის 270-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხებიდან მისაღები სახსრების ოდენობა 2002 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს შემდეგი წესით:

ა) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საგადასახადო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის 2001 წლის განმავლობაში საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 1 % ირიცხება ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე;

ბ) 2001 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საგადასახადო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით ყოველთვიურად განსაზღვრული საგადასახადო შემოსავლების გადამეტებით მიღებული მთლიანი შემოსავალი, მაგრამ არა უმეტეს წლიურად ჯამში 5 მილიონი ლარისა, ირიცხება ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. ამ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების მიერ.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 13 დეკემბერი.

№684_რს