საგზაო ფონდის შესახებ

  • Word
საგზაო ფონდის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 802
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 02/09/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 29/09/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.100.000.05.001.000.117
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
802
02/09/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 29/09/1995
310.100.000.05.001.000.117
საგზაო ფონდის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (06/06/2003 - 26/08/2003)

საქართველოს კანონი

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ

ეს კანონი ითვალისწინებს ფინანსური რესურსების შექმნას საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარებისა და შენახვისათვის და განსაზღვრავს საგზაო ფონდის საერთო სამართლებრივ საფუძვლებს, ამ ფონდის დანიშნულებას და გამოყენებას.

    მუხლი 1. საგზაო ფონდის დანიშნულება

1. საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის, აგრეთვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის და დარგის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად იქმნება მიზნობრივი, არასაბიუჯეტო საგზაო ფონდი.

2. საქართველოს საგზაო ფონდის სახსრებს აქვს მიზნობრივი დანიშნულება და არ ექვემდებარება ამოღებას, ან იმ საჭიროებისათვის ხარჯვას, რომელიც არ არის დაკავშირებული საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტუქციისა და მშენებლობის სამუშაოებთან, სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესსა და დარგის განვითარებასთან, აგრეთვე საგზაო მართვის საკითხებთან.

3. საქართველოს საგზაო ფონდის სახსრები ხმარდება მაგისტრალური, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციის და მშენებლობის სამუშაოებს, დარგის განვითარებასა და დარგში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარების ღონისძიებებს, აგრეთვე საგზაო მეურნეობის მართვის ხარჯებს.

4. საქართველოს საგზაო ფონდს განაგებს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

    მუხლი 2. საგზაო ფონდის შექმნა და გამოყენება

1. საქართველოს საგზაო ფონდის მიზნობრივი გამოყენებისა წესს განსაზღვრავს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი”. ყოველწლიურად აქვეყნებს პრესაში საგზაო ფონდის სახსრების გამოყენების გეგმებს და მისი ხარჯვის ანგარიშს.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

    მუხლი 3. საგზაო ფონდის შექმნის წყაროები

1. საქართველოს საგზაო ფონდის მიზნობრივი არასაბიუჯეტო სახსრები იქმნება შემდეგი წყაროების ხარჯზე:

ა. გადასახადი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის;

ბ. გადასახადი საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციისათვის;

გ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი;

დ. გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის

ე. გადასახადი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლში მიწისქვეშა კომუნიკაციების ექსპლუატაციისათვის და სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების განთავსებისათვის;

ვ. საგზაო ორგანიზაციების ამონაგები სესხებიდან, გამართული ლატარიებიდან, აქციების გაყიდვიდან და საჯარიმო სანქციებიდან საქართველოს ბიუჯეტიდან ასიგნების ჩათვლით.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

    მუხლი 4. გადასახადი საერთო სარგებლობის საატომობილო   გზებით სარგებლობისათვის

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადს იხდიან „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმეები, მათ შორის:”; ამავე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „მანძილზე/” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და რომლებიც ახორციელებენ მგზავრთა და მძღოლთა მომსახურებას”, ხოლო რომაული ციფრი „I” შეიცვალოს სიტყვით „პირველი.

2. მეწარმენი, რომელთა სამრეწველო, სავაჭრო, ფასიანი მომსახურებისა და სხვა დანიშნულების ობიექტები განლაგებულია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდინარე ზოლში /დასახლებულ პუნქტებში გზის ღერძიდან 50 მეტრის, ხოლო დაუსახლებელ მონაკვეთებზე – 100 მეტრის მანძილზე/ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადს იხდიან ამ კანონის მე-4 მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრული განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით /მხოლოდ ამ ობიექტების მიერ გამოშვებული პროდუქციის, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების მოცულობიდან/.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი მეწარმისათვის დაბეგვრის ობიექტი მცირდება საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებით.

4. „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციები გათავისუფლებულია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადისაგან.

41. სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები გათავისუფლებულია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადისაგან.

5. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგინონ საგადასახადო დეკლარაცია (ფორმა №1) ყოველ.ი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე და ამავე ვადაში ჩარიცხონ გადასახდელი თანხა დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ მითითებულ რაიონში, ქალაქში ან ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული კვარტალი.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1894 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.50

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2066 - სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.107

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2328 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.124

    მუხლი 5. გადასახადი საწვავ – საპოხი მასალების რეალიზაციისათვის

1. საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციისათვის გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება 5%–ის ოდენობით.

2. საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციისათვის გადასახადით იბეგრება:

ა) ამ მასალების მწარმოებელი საწარმოებისათვის – რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასა და მისი წარმოებისათვის შეძენილი ნედლეულისა და მასალების ღირებულებას შორის სხვაობა (აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე);

ბ) სავაჭრო და საშუამავლო საწარმოებისათვის – ამ მასალების რეალიზაციით მიღებულ თანხასა და მათ შესაძენად გაღებულ თანხას შორის სხვაობა (აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე).

3. საწვავ-საცხები მასალების რეალიზაციისათვის გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგინონ საგადასახადო დეკლარაცია (ფორმა №2) ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე და ამავე ვადაში ჩარიცხონ გადასახდელი თანხა დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ მითითებულ რაიონში, ქალაქში ან ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე. საწვავ-საცხები მასალების რეალიზაციისათვის გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული თვე.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2066 - სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.107

საქართველოს 2000 წლის 5 ივნისის კანონი №902 - სსმ I, №16, 20.06.2001 წ., მუხ.52

    მუხლი 6. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

     მუხლი 7. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №311 - პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.07.1996 წ., გვ.43

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

      მუხლი 8. გადასახადი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდინარე ზოლში მიწისქვეშა კომუნიკაცების ექსპლოატაციისათვის და სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების განთავსებისათვის

1. გადასახადს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიწის ვაკისის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების /კავშირგაბმულობის, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სხვა/ ექსპლოატაციისათვის გადაიხდიან ამ ამ კომუნიკაციების მფლობელის 1 გრძივ მეტრ მიწისქვეშა კომუნიკაციაზე 0,15 ლარის ოდენობით.

2. გადასახადს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლში სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების განთავსებისათვის აღნიშნული სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების მფლობელები გადაიხდიან:

ა) მაგისტრალური მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების თითოეული კვ.მ. ფართობზე 26 ლარის ოდენობით;

ბ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების თითოეულ კვ. მ. ფართობზე 20 ლარის ოდენობით.

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების თითოეული კვ.მ. ფართობზე 6,5 ლარის ოდენობით.

3. გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგინონ საგადასახადო დეკლარაცია (ფორმა №3) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლში მიწისქვეშა კომუნიკაციების ექსპლუატაციისათვის – ყოველი საანგარიშო წლის პირველ აპრილამდე, ხოლო სარეკლამო სტენდების ან ფირნიშების განთავსებისათვის – სტენდების ან ფირნიშების დაყენების მომენტში და შემდგომ ყოველი საანგარიშო წლის პირველ აპრილამდე და ამავე პერიოდში ჩარიცხონ გადასახდელი თანხა დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ მითითებულ რაიონში, ქალაქში ან ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2066 - სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.107

    მუხლი 9. გადასახადების ამოღება და აღრიცხვა

1. საგზაო ფონდში გადასახადების ამოღებას, შემოსავლის აღრიცხვასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო ინსპექცია და საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. გადასახადების თანხას საწარმოები, გაერთიანებები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეიტანენ პროდუქციის წარმოების /შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების/ დანახარჯებში.

3. საგზაო ფონდში შემოსული სახსრების ჩარიცხვა და გამოყენება ექვემდებარება დადგენილ სახელმწიფო სტატისტიკურ აღრიცხვას.

4. ბაზრის ორგანიზატორი ფიზიკური და იურიდიული პირები იბეგრებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1502 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.75

    მუხლი 10. პასუხისმგებლობა გადასახადის გადაუხდელობისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი გადასახადების გადაუხდელობისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. გადასახადების დანაკლისები და ჯარიმების თანხები ირიცხება საგზაო ფონდში დარღვევის აღმომჩენი ორგანიზაციის კუთვნილი თანხების გამოკლებით.

3. საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით.

4. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მატერიალური წახალისების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდი იქმნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2066 - სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.107

    მუხლი 11. საგზაო ორგანოების პასუხისმგებლობა

საგზაო ორგანოების პასუხისმგებლობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მდგომარეობისათვის განსაზღვრულია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს

მეთაური ე. შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 2 სექტემბერი.

№802 – რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №311 - პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.07.1996 წ., გვ.43

2. საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

3. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №948 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.58

4. საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1894 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.50

5. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2066 - სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.107

6. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №684 - სსმ I, №50, 27.12.2000 წ., მუხ.144

7. საქართველოს 2000 წლის 5 ივნისის კანონი №902 - სსმ I, №16, 20.06.2001 წ., მუხ.52

8. საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1502 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.75

9. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2328 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.124