„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2066
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24(31), 26/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.100.000.05.001.000.573
  • Word
2066
09/06/1999
სსმ, 24(31), 26/07/1999
310.100.000.05.001.000.573
„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №31-33, მუხ. 683) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგინონ საგადასახადო დეკლარაცია (ფორმა №1) ყოველ.ი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე და ამავე ვადაში ჩარიცხონ გადასახდელი თანხა დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ მითითებულ რაიონში, ქალაქში ან ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული კვარტალი“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საწვავ-საცხები მასალების რეალიზაციისათვის გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგინონ საგადასახადო დეკლარაცია (ფორმა №2) ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე და ამავე ვადაში ჩარიცხონ გადასახდელი თანხა დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ მითითებულ რაიონში, ქალაქში ან ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე. საწვავ-საცხები მასალების რეალიზაციისათვის გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული თვე“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგინონ საგადასახადო დეკლარაცია (ფორმა №3) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლში მიწისქვეშა კომუნიკაციების ექსპლუატაციისათვის – ყოველი საანგარიშო წლის პირველ აპრილამდე, ხოლო სარეკლამო სტენდების ან ფირნიშების განთავსებისათვის – სტენდების ან ფირნიშების დაყენების მომენტში და შემდგომ ყოველი საანგარიშო წლის პირველ აპრილამდე და ამავე პერიოდში ჩარიცხონ გადასახდელი თანხა დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ მითითებულ რაიონში, ქალაქში ან ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე“.

4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით.

4. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მატერიალური წახალისების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდი იქმნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით დადგენილი წესით“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი.

№2066IIს