საქართველოს თავდაცვის შესახებ

საქართველოს თავდაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1030
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.000.000.05.001.000.284
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1030
31/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
120.000.000.05.001.000.284
საქართველოს თავდაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/02/2019 - 12/06/2020)

საქართველოს კანონი

საქართველოს თავდაცვის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი   

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის საფუძვლებსა და ორგანიზაციას, თავდაცვის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა უფლებებსა და მოვალეობებს.    

    მუხლი 2. თავდაცვის საფუძვლები

1. საქართველოს თავდაცვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობაა, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის, ტერიტორიის და სუვერენიტეტის დაცვას შეიარაღებული თავდასხმისაგან.

2. საქართველოს თავდაცვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი და მისი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.

3. თავდაცვის ორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შესაბამისად.

საქართველოს 2013 წლის 10 ივლისის კანონი №803 - ვებგვერდი, 29.07.2013წ.

მუხლი 3. თავდაცვის ორგანიზაცია

თავდაცვა მოიცავს:

ა) სამართლებრივ რეგულირებას თავდაცვის სფეროში;

ბ) ომის საფრთხის პროგნოზირებასა და შეფასებას;

გ) საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობას, მომზადებას და საბრძოლო მზადყოფნას;

დ) იარაღის, სამხედრო ტექნიკის წარმოებას და მის გაუმჯობესებას;

ე) ქვეყნის ეკონომიკის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის სამობილიზაციო მზადყოფნას;

ვ) სამობილიზაციო მატერიალურ ფასეულობათა მარაგის შექმნას;

ზ) თავდაცვის ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას;

თ) ტერიტორიებისა და კომუნიკაციების თავდაცვითი მიზნებისათვის მომზადებას;

ი) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფას;

კ) სამხედრო მეცნიერების განვითარებას;

ლ) სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობას.

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3651 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.299

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3577  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

თავი II. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები თავდაცვის სფეროში

მუხლი 4. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში

1. საქართველოს პარლამენტი:

ა) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას თავდაცვის სფეროში;

ბ) ამოღებულია - 31.10.2018, №3577);

გ) იღებს კანონებს თავდაცვის სფეროში;

დ) ამტკიცებს სამხედრო ფიცის ტექსტს;

ე) განიხილავს თავდაცვის ბიუჯეტს და ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად;

ვ) საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობას;

ზ) ახდენს სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას;

თ) ახორციელებს თავდაცვის სფეროში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულების კონტროლს.

2. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საპარლამენტო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2013 წლის 10 ივლისის კანონი №803 - ვებგვერდი, 29.07.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის  კანონი №2038   ვებგვერდი, 26.03.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3577  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 5. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში

1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

2. საქართველოს პრეზიდენტი:

ა) ამოღებულია - 31.10.2018, №3577);

ბ) ამოღებულია - 31.10.2018, №3577);

გ) ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს;

დ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, საქართველოს კონსტიტუციისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად;

ე) მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად;

ვ) საქართველოს მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად და ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე;

ზ) საქართველოს მთავრობის თანხმობით დებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს თავდაცვის სფეროში;

თ) (ამოღებულია - 06.06.2018, №2482);

1(ამოღებულია - 06.06.2018, №2482) ;

ი)  (ამოღებულია - 07.03.2018, №2038);  

კ) (ამოღებულია - 06.06.2018, №2482) ;

ლ) ამოღებულია - 31.10.2018, №3577);

მ) ამოღებულია - 31.10.2018, №3577);

ნ) ამოღებულია - 31.10.2018, №3577);

ო) ამოღებულია - 31.10.2018, №3577);

პ) (ამოღებულია - 06.06.2018, №2482) .

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4119 - სსმ I, №75,27.12.2010 წ.,მუხ.475    

საქართველოს 2013 წლის 10 ივლისის კანონი №803 - ვებგვერდი, 29.07.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის  კანონი №2038   ვებგვერდი, 26.03.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 6   ივნისის კანონი № 2482 – ვებგვერდი, 15.06.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3577  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 51. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება თავდაცვის ორგანიზების საკითხებში

1. საქართველოს მთავრობა:

ა) იღებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ზომებს;

1) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს მობილიზაციას;

ბ) საქართველოს თავდაცვის ძალებს უზრუნველყოფს ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

გ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

1) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმას;

2) ამტკიცებს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმას და იღებს სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში;

3) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში;

4) საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შესაბამისი დადგენილებით არეგულირებს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, მხარდაჭერის საკითხებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით თავდაცვის სფეროში მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს ტერიტორიაზე მათ დაშვებას უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №643 - სსმ I, №38, 24.12.2004წ., მუხ.179

საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3431 - სსმ I, №27, 17.07.2006წ., მუხ.227

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2038 - ვებგვერდი, 26.03.2018წ.

საქართველოს 2018 წლის    ივნისის  კანონი № 2482 –  ვებგვერდი, 15.06.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3577  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 6. საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებები და მოვალეობები თავდაცვის სფეროში

საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა (განურჩევლად მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა), აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობანი თავდაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი III. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3577  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელშიც დასაქმებული არიან სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო პირები და სპეციალური წოდების მქონე პირები.

2. სამინისტროს ხელმძღვანელობს და მართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი). მინისტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

3. მინისტრი და მისი მოადგილეები არ არიან სამხედრო მოსამსახურეები.

4. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, მათი ფუნქციებიდან გამომდინარე, ერთიანდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ან საქართველოს თავდაცვის ძალებში.

5. სამინისტროს კომპეტენცია, მინისტრის უფლებამოსილება, მის მოადგილეთა რაოდენობა და მათი უფლებამოსილებანი, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6. სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

7. მინისტრი სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასა და წარმართვას, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დემოკრატიულ კონტროლს.

8. საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათ შემადგენლობას, აგრეთვე სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აქვთ დროშა, ემბლემა, ინსიგნია და სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო, რომლებსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად გამოსცეს ნორმატიული აქტები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

10. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობები და პირობები, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულება განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

11. სამინისტრო ასრულებს ამ მუხლის მე-12–მე-14 პუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

12. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;

ბ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ თავდაცვის სფეროში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის საჭირო ძირითადი პროგრამებისა და გეგმების განსაზღვრა/შემუშავება;

დ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის შემუშავება;

ე) თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება;

ვ) თავდაცვის ბიუჯეტის პროექტისა და ფინანსური პროექტების შემუშავება;

ზ) საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნისთვის საჭირო შეიარაღებით, ტექნიკით, სხვა აღჭურვილობითა და მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;

ი) სამინისტროს სისტემის შიდა კონტროლის განხორციელება.

13. საქართველოს თავდაცვის ძალების ფუნქციებია:

ა) საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;

ბ) სამხედრო სწავლებებისა და ოპერაციების დაგეგმვა და წარმართვა;

გ) ქვეყნის სახმელეთო სივრცისა და საჰაერო სივრცის, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს – აგრეთვე საზღვაო სივრცის დაცვა;

დ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპეციალური ოპერაციებისა და ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება და მათში მონაწილეობა;

ე) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგეგმვა და შესრულება;

ვ) ლოჯისტიკური დაგეგმვისა და უზრუნველყოფის განხორციელება;

ზ) საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის სისტემის მართვა;

თ) საგანგებო სიტუაციის და საგანგებო მდგომარეობის დროს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა;

ი) სამხედრო დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

კ) სამხედრო ობიექტების დაცვა და მათი თავდაცვის უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროს სისტემაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა;

მ) სამხედრო სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება;

ნ) საინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობა;

ო) სამინისტროს სისტემის სამედიცინო უზრუნველყოფის განხორციელება;

პ) საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;

ჟ) ქვედანაყოფების დასახელებებისა და დისლოკაციის ადგილების, აგრეთვე სამხედრო ობიექტების განლაგების ადგილების განსაზღვრა, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

რ) საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა;

ს) სამხედრო დანიშნულების პროდუქციის საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში მიღებისა და შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე წინადადებების მომზადება, რომლებსაც დადგენილი წესით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

ტ) სამხედრო ცერემონიალების გამართვის უზრუნველყოფა;

უ) ქვეყანაში წვრთნების ჩატარებაში შესაბამისი უწყებების მონაწილეობის კოორდინაცია;

ფ) საომარი მდგომარეობის დროს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და კიბეროპერაციების ჩატარება;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება;

ღ) თავდაცვის ბიუჯეტის პროექტისა და ფინანსური პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.

14. სამინისტროს სამოქალაქო ოფისი და საქართველოს თავდაცვის ძალები ახორციელებენ:

ა) ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის, საგანგებო მდგომარეობის ან/და საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი წესით რეაგირებას;

ბ) სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონისა და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავებას/მონაწილეობენ მათ შემუშავებაში;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ომის საშიშროებისა და სამხედრო საფრთხეების განსაზღვრას;

დ) სამხედრო განათლების სისტემის, სამხედრო კვლევისა და მეცნიერების განვითარებას;

ე) თავდაცვითი და სასწავლო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწყობასა და განვითარებას;

ვ) საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო და სოციალურ უზრუნველყოფას, აგრეთვე მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;

ზ) სამხედრო ქონებისა და სამხედრო პროდუქციის მართვას;

თ) სამინისტროს სისტემის ორგანიზაციულ მოწყობას, მისი ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარებას;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თავდაცვის/სამხედრო სფეროში თანამშრომლობას;

კ) თავდაცვის მიზნებისთვის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების არსებობის უზრუნველყოფას.

15. სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3577  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4316 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.

მუხლი 8. საქართველოს თავდაცვის ძალები 

1. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები.

2. საქართველოს თავდაცვის ძალები არის ეროვნული თავდაცვის სისტემის პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ და პროპორციულ სამხედრო და სხვა სახის ღონისძიებებს.

3. საქართველოს თავდაცვის ძალების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მინისტრი.

4. საქართველოს თავდაცვის ძალებს ჰყავს მეთაური, რომელიც ასრულებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს.

5. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური:

ა) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მართვას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნისათვის, განვითარებისათვის და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის;

გ) საომარი მდგომარეობის დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების ოპერატიულ მართვას და საბრძოლო მოქმედებებს;

დ) საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრავს გაერთიანებული ძალების შემადგენლობას, სტრუქტურას, ფუნქციებს და მათი ხელმძღვანელობის წესს. გაერთიანებული ძალები აერთიანებს ერთზე მეტი უწყების კუთვნილი ძალებისგან შემდგარ რამდენიმე ოპერატიულ დაჯგუფებას, რომლებიც მოქმედებენ გაერთიანებული ძალების მეთაურობის დაქვემდებარებაში;

ე) ამოცანებიდან გამომდინარე, ქმნის ოპერატიულ დაჯგუფებას (ოპერატიული დონის ამოცანის შესასრულებლად შექმნილი დროებითი სამხედრო სტრუქტურა, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს რამდენიმე ტაქტიკურ დაჯგუფებას/ქვედანაყოფს) და ტაქტიკურ დაჯგუფებას (ტაქტიკური დონის ამოცანის შესასრულებლად შექმნილი დროებითი სამხედრო სტრუქტურა, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს რამდენიმე სამხედრო ქვედანაყოფს), განსაზღვრავს მათი ხელმძღვანელობის წესს;

ვ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების ძირითადი ღონისძიებების განხორციელების გეგმებს;

ზ) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის განაწილებას;

თ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს;

ი) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში მომზადებულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (ქონების) გამოყენების სახელმძღვანელოებს;

კ) ამტკიცებს წვრთნებისა და სწავლებების დროს დასაცავ უსაფრთხოების ნორმებს;

ლ) შეიმუშავებს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

მ) შეიმუშავებს სამხედრო მოსამსახურის კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის პროცედურებს, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ო) ახორციელებს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს მინისტრი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამხედრო წოდება და უმაღლესი სამხედრო განათლება.

8. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ანგარიშვალდებულია მინისტრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

9. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს ეკისრება საერთო პასუხისმგებლობა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისთვის.

10. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე ან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მისი რომელიმე მოადგილე.

11. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება ხელმძღვანელობდეს გენერალურ შტაბს.

12. საქართველოს თავდაცვის ძალების კომპეტენცია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება, მის მოადგილეთა რაოდენობა და მათი უფლებამოსილებანი, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

13. საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნასა და აღმშენებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წესდება ღირსშესანიშნავი დღეები.

საქართველო 2001 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი 1127 - სსმ I , 33 10.11.2001 წ., მუხ. 133

საქართველო 200 4 წლის 9 დეკემბრის კანონი 643 - სსმ I , 38 24.12.2004 წ., მუხ. 179

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3149 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.137

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №781 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.249

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3018 - სსმ I, №23 04.05.2010 წ., მუხ.137

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3577  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 9. საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობანი და შემადგენლობა 

1. საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობებია: სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალები, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები.

2. საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედის სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) გენერალური შტაბი. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ ფუნქციების შესრულებაში ხელის შეწყობა;

ბ) აღმოსავლეთის სარდლობა. მისი ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ოპერაციის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა და დასახული ამოცანების შესრულება;

გ) დასავლეთის სარდლობა. მისი ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ოპერაციის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა და დასახული ამოცანების შესრულება;

დ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საავიაციო მხარდაჭერის განხორციელება, აგრეთვე ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა;

ე) სპეციალური ოპერაციების ძალები. მათი ძირითადი დანიშნულებაა სპეციალური ოპერაციების ჩატარება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მხარდაჭერა;

ვ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების პერსონალის მიერ სამხედრო პროფესიული განათლების მიღების უზრუნველყოფა, ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დოქტრინებით უზრუნველყოფა;

ზ) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური მხარდაჭერის განხორციელება;

თ) ეროვნული გვარდია. მისი ძირითადი დანიშნულებაა ტერიტორიული რეზერვისა და სამობილიზაციო რეზერვის მართვა;

ი) სამხედრო პოლიცია. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, საქართველოს თავდაცვის ძალებში მართლწესრიგისა და თავდაცვის ობიექტების დაცვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

კ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი. მისი ძირითადი დანიშნულებაა სამხედრო სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება.

3. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედის აგრეთვე შემდეგი ერთეულები:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა.ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

ა.ბ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;

ა.გ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;

ა.დ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;

ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი;

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

გ.ა) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;

გ.ბ) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;

გ.გ) კიბერუსაფრთხოების ბიურო;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

5. საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით, გენერალური შტაბი გადადის წინასწარ განსაზღვრულ ახალ საშტატო სტრუქტურაზე, რომელშიც შეიძლება შედიოდნენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთეულებისა და საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის ძალებში გაერთიანებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების წარმომადგენლები. ახალი საშტატო სტრუქტურით გენერალური შტაბი მოქმედებს საომარი მდგომარეობის დასრულებამდე.

საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1127 - სსმ I, №33, 10.11.2001წ., მუხ.133

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი 643 - სსმ I , 38, 24.12.2004წ., მუხ. 179

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3149 - სსმ I, №19, 01.06.2006წ., მუხ.137

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4193 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.366

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4747 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.161

საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი №721 – ვებგვერდი, 03.07.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 10 ივლისის კანონი №803 - ვებგვერდი, 29.07.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1832 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2038  ვებგვერდი, 26.03.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3577 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

თავი III1. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №781 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.249

 

     მუხლი 91. გარდამავალი დებულებანი

1. 2009 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები, მათ ბალანსზე რიცხული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეიარაღება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.

2. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ფინანსური ვალდებულებები არ გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.

3. საქართველოს თავდაცვის ძალები არის საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების უფლებამონაცვლე.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №781 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.249

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3577  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

მუხლი 11. ნორმატიული აქტი, რომელიც ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 94).

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 31 ოქტომბერი.

№1030–Iს

22. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3500-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 21. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2562-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 20. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6990-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 19. 25/06/2020 - საქართველოს კანონი - 6497-IIს - ვებგვერდი, 02/07/2020 18. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6304-IIს - ვებგვერდი, 26/06/2020 17. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4316-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 16. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3577-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2482-რს - ვებგვერდი, 15/06/2018 14. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2038-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 13. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1832-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 12. 10/07/2013 - საქართველოს კანონი - 803-რს - ვებგვერდი, 29/07/2013 11. 12/06/2013 - საქართველოს კანონი - 721-IIს - ვებგვერდი, 03/07/2013 10. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4119-რს - სსმ, 75, 27/12/2010 9. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3018 - სსმ, 23, 04/05/2010 8. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 781 - სსმ, 40, 29/12/2008 7. 11/05/2007 - საქართველოს კანონი - 4747 - სსმ, 18, 22/05/2007 6. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4193 - სსმ, 49, 29/12/2006 5. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3651 - სსმ, 44, 27/11/2006 4. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3431 - სსმ, 27, 17/07/2006 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3149 - სსმ, 19, 01/06/2006 2. 09/12/2004 - საქართველოს კანონი - 643 - სსმ, 38, 24/12/2004 1. 26/10/2001 - საქართველოს კანონი - 1127 - სსმ, 33, 10/11/2001