საქართველოს თავდაცვის შესახებ

საქართველოს თავდაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1030
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.000.000.05.001.000.284
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1030
31/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
120.000.000.05.001.000.284
საქართველოს თავდაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (07/03/2018 - 06/06/2018)

საქართველოს კანონი

საქართველოს თავდაცვის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებან

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის საფუძვლებსა და ორგანიზაციას, თავდაცვის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

    მუხლი 2. თავდაცვის საფუძვლები

1. საქართველოს თავდაცვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობაა, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის, ტერიტორიის და სუვერენიტეტის დაცვას შეიარაღებული თავდასხმისაგან.

2. საქართველოს თავდაცვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი და მისი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.

3. თავდაცვის ორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შესაბამისად.

საქართველოს 2013 წლის 10 ივლისის კანონი №803 - ვებგვერდი, 29.07.2013წ.

მუხლი 3. თავდაცვის ორგანიზაცია

თავდაცვა მოიცავს:

ა) სამართლებრივ რეგულირებას თავდაცვის სფეროში;

ბ) ომის საფრთხის პროგნოზირებასა და შეფასებას;

გ) სამხედრო ძალების აღმშენებლობას, მომზადებას და საბრძოლო მზადყოფნას;

დ) იარაღის, სამხედრო ტექნიკის წარმოებას და მის გაუმჯობესებას;

ე) ქვეყნის ეკონომიკის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის სამობილიზაციო მზადყოფნას;

ვ) სამობილიზაციო მატერიალურ ფასეულობათა მარაგის შექმნას;

ზ) თავდაცვის ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას;

თ) ტერიტორიებისა და კომუნიკაციების თავდაცვითი მიზნებისათვის მომზადებას;

ი) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფას;

კ) სამხედრო მეცნიერების განვითარებას;

ლ) სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობას.

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3651 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.299

თავი II

სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები თავდაცვის სფეროში

მუხლი 4. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში

1. საქართველოს პარლამენტი:

ა) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას თავდაცვის სფეროში;

ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო დოქტრინას და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციას;

გ) იღებს კანონებს თავდაცვის სფეროში;

დ) ამტკიცებს სამხედრო ფიცის ტექსტს;

ე) განიხილავს თავდაცვის ბიუჯეტს და ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად;

ვ) ამტკიცებს სამხედრო ძალების რაოდენობას;

ზ) ახდენს სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას;

თ) ახორციელებს კონტროლს თავდაცვის სფეროში საქართვე-ლოს სამხედრო ძალების აღმშენებლობასა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე.

2. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საპარლამენტო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2013 წლის 10 ივლისის კანონი №803 - ვებგვერდი, 29.07.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის  კანონი №2038   ვებგვერდი, 26.03.2018წ.

მუხლი 5. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში

1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

2. საქართველოს პრეზიდენტი:

ა) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს ან განსაზღვრავს საჯარისო წესდებების დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირს;

ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დროშებსა და ალმებს;

გ) ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს;

დ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილებები საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად;

ე) ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად;

ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების შესახებ და დაუყოვნებლივ წარუდგენს ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად;

ზ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში;

თ) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს;

1) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს  ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს;

ი)  (ამოღებულია - 07.03.2018, №2038);  

კ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებს;

ლ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დისლოკაციის და სამხედრო ობიექტების განლაგების გეგმებს;

მ) გასცემს ბრძანებებს სამხედრო ძალების მიერ საომარი მოქმედებების წარმოებაზე;

ნ) ამტკიცებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამებს;

ო) იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე მობილიზაციის გამოცხადების შესახებ;

პ) ამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმას.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4119 - სსმ I, №75,27.12.2010 წ.,მუხ.475    

საქართველოს 2013 წლის 10 ივლისის კანონი №803 - ვებგვერდი, 29.07.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის  კანონი №2038   ვებგვერდი, 26.03.2018წ.

      მუხლი 51. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება თავდაცვის ორგანიზების საკითხებში

1. საქართველოს მთავრობა:

ა) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;

გ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

1) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმას;

2) ამტკიცებს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმას და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში;

3) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში; 

ე) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით თავდაცვის სფეროში მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს ტერიტორიაზე მათ დაშვებას უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №643 - სსმ I, №38, 24.12.2004წ., მუხ.179

საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3431 - სსმ I, №27, 17.07.2006წ., მუხ.227

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2038 - ვებგვერდი, 26.03.2018წ.

მუხლი 6. საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებები და მოვალეობები თავდაცვის სფეროში

საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა (განურჩევლად მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა), აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობანი თავდაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი III

საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულება, შემადგენლობა და მართვა

მუხლი 7. საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულება

1. საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულებაა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება.

2. საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სამხედრო ძალების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად.

მუხლი 8. საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობა

1. საქართველოს სამხედრო ძალები შედგება საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს – აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან.

2.  საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან.

საქართველო 2001 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი 1127 - სსმ I , 33 10.11.2001 წ., მუხ. 133

საქართველო 200 4 წლის 9 დეკემბრის კანონი 643 - სსმ I , 38 24.12.2004 წ., მუხ. 179

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3149 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.137

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №781 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.249

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3018 - სსმ I, №23 04.05.2010 წ., მუხ.137 

მუხლი 9. საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა და მართვა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მართვის ორგანო და პასუხისმგებელია მათ მომზადებაზე, განვითარებაზე და მათთვის დაკისრებული თავდაცვითი ამოცანების შესრულებაზე.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და მართვაზე პასუხისმგებელია თავდაცვის მინისტრი, რომელიც არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მეშვეობით უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო ხელმძღვანელობა;

ბ)  საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის წარმართვა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ განუხრელ დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელობის განხორციელება;

ე) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარებისა და სრულყოფისათვის აუცი-ლებელი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;

ვ) ქვეყნის მოკლე და გრძელვადიანი საგარეო საფრთხეების განსაზღვრა და შეიარაღებული ძალების მიერ შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების გეგმების შემუშავება;

ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობისათვის საჭირო მატერიალურ-ფინანსური პროექტების შემუშავების უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტისა და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე ზედამხედველობა;

ი) თავდაცვის პოლიტიკის გეგმების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

კ) შესაბამისი ზომების მიღება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და მომზადებისათვის საჭირო სამხედრო-საბრძოლო აღჭურვილობით უზ-რუნველსაყოფად;

ლ) ქვეყნის თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების გეგმების შემუშავება;

მ) ქვეყნის თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელებისათვის სამხედრო-პოლიტიკური განათლებისა და საკადრო პოლიტიკის პროგრამების შემუშავება-განხორციელების უზრუნველყოფა;

ნ) საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გეგმებისა და სამხედრო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება;

ო) სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სამოქალაქო კონტროლის განხორციელება;

პ) სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის სახეების შემუშავება და მათ მიერ სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ჟ) სამხედრო ძალების რეზერვის შექმნის პოლიტიკის განსაზღვრა; 

რ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობა;

ს) სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო, სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებათა სისტემის განვითარება;

ტ) სამხედრო მოსამსახურეთა გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური ცენტრების შექმნისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა;

უ) თავდაცვის რესურსების მართვის უზრუნველყოფა.

31. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომ – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას.

5. გენერალური შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გენერალური შტაბისათვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის.

7. გენერალური შტაბი:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას;

გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას;

დ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას;

ე) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად;

თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს;

ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ;

კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის;

ლ) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას;

მ) განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას;

ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს შეიარაღებული ძალების სახეობებისათვის განაწილებას;

პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს;

ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განხორციელებას;

რ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე- და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად;

ს) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას;

ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას;

უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას;

ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

ქ) განსაზღვრავს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს;

ღ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და გენერალური შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

8. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში.

9. სამხედრო ძალების სახეობები, სტრუქტურა და ხელმძღვანელობის წესი დადგენილია კანონით.

10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობები და პირობები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1127 - სსმ I, №33, 10.11.2001წ., მუხ.133

საქართველოს 200 4 წლის 9 დეკემბრის კანონი 643 - სსმ I , 38, 24.12.2004 წ., მუხ. 179

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3149 - სსმ I, №19, 01.06.2006წ., მუხ.137

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4193 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.366

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4747 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.161

საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი № 7 21 – ვებგვერდი, 03.07.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 10 ივლისის კანონი №803 - ვებგვერდი, 29.07.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1832 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის  კანონი №2038   ვებგვერდი, 26.03.2018წ.

თავი III1

გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №781 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.249

     მუხლი 91. გარდამავალი დებულებანი

1. 2009 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები, მათ ბალანსზე რიცხული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეიარაღება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.

2. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ფინანსური ვალდებულებები არ გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №781 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.249

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

მუხლი 11. ნორმატიული აქტი, რომელიც ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 94).

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 31 ოქტომბერი.

№1030–Iს

22. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3500-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 21. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2562-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 20. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6990-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 19. 25/06/2020 - საქართველოს კანონი - 6497-IIს - ვებგვერდი, 02/07/2020 18. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6304-IIს - ვებგვერდი, 26/06/2020 17. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4316-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 16. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3577-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2482-რს - ვებგვერდი, 15/06/2018 14. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2038-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 13. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1832-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 12. 10/07/2013 - საქართველოს კანონი - 803-რს - ვებგვერდი, 29/07/2013 11. 12/06/2013 - საქართველოს კანონი - 721-IIს - ვებგვერდი, 03/07/2013 10. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4119-რს - სსმ, 75, 27/12/2010 9. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3018 - სსმ, 23, 04/05/2010 8. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 781 - სსმ, 40, 29/12/2008 7. 11/05/2007 - საქართველოს კანონი - 4747 - სსმ, 18, 22/05/2007 6. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4193 - სსმ, 49, 29/12/2006 5. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3651 - სსმ, 44, 27/11/2006 4. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3431 - სსმ, 27, 17/07/2006 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3149 - სსმ, 19, 01/06/2006 2. 09/12/2004 - საქართველოს კანონი - 643 - სსმ, 38, 24/12/2004 1. 26/10/2001 - საქართველოს კანონი - 1127 - სსმ, 33, 10/11/2001