„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2038-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120000000.05.001.018785
2038-IIს
07/03/2018
ვებგვერდი, 26/03/2018
120000000.05.001.018785
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საპარლამენტო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 51  მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“−„დ3“ ქვეპუნქტები:

„დ1) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმას;

2) ამტკიცებს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმას და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში;

3) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში;“.

4. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სამხედრო ძალების რეზერვის შექმნის პოლიტიკის განსაზღვრა;“;

ბ) მე-4−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომ – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას.

5. გენერალური შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გენერალური შტაბისათვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის.

7. გენერალური შტაბი:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას;

გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას;

დ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას;

ე) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად;

თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს;

ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ;

კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის;

ლ) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას;

მ) განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას;

ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს შეიარაღებული ძალების სახეობებისათვის განაწილებას;

პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს;

ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განხორციელებას;

რ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე- და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად;

ს) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას;

ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას;

უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას;

ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

ქ) განსაზღვრავს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს;

ღ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და გენერალური შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 მარტი 2018 წ.

N2038-IIს