საქართველოს თავდაცვის შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1030
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.000.000.05.001.000.284
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1030
31/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
120.000.000.05.001.000.284
საქართველოს თავდაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/10/2001 - 09/12/2004)

საქართველოს კანონი

საქართველოს თავდაცვის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებან

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის საფუძვლებსა და ორგანიზაციას, თავდაცვის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

    მუხლი 2. თავდაცვის საფუძვლები 

1. საქართველოს თავდაცვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობაა, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის, ტერიტორიის და სუვერენიტეტის დაცვას შეიარაღებული თავდასხმისაგან.

2. საქართველოს თავდაცვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი და მისი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.

3. თავდაცვის ორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს სამხედრო დოქტრინის შესაბამისად.

მუხლი 3. თავდაცვის ორგანიზაცია

თავდაცვა მოიცავს:

ა) სამართლებრივ რეგულირებას თავდაცვის სფეროში;

ბ) ომის საფრთხის პროგნოზირებასა და შეფასებას;

გ) სამხედრო ძალების აღმშენებლობას, მომზადებას და საბრძოლო მზადყოფნას;

დ) იარაღის, სამხედრო ტექნიკის წარმოებას და მის გაუმჯობესებას;

ე) ქვეყნის ეკონომიკის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის სამობილიზაციო მზადყოფნას;

ვ) სამობილიზაციო მატერიალურ ფასეულობათა მარაგის შექმნას;

ზ) თავდაცვის ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას;

თ) ტერიტორიებისა და კომუნიკაციების თავდაცვითი მიზნებისათვის მომზადებას;

ი) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფას;

კ) სამხედრო მეცნიერების განვითარებას;

ლ) სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობას.

თავი II

სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები თავდაცვის სფეროში

მუხლი 4. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებები  თავდაცვის სფეროში

1. საქართველოს პარლამენტი:

ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას თავდაცვის სფეროში;

ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო დოქტრინას და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციას;

გ) იღებს კანონებს თავდაცვის სფეროში;

დ) ამტკიცებს სამხედრო ფიცის ტექსტს;

ე) განიხილავს თავდაცვის ბიუჯეტს და ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად;

ვ) ამტკიცებს სამხედრო ძალების რაოდენობას;

ზ) ახდენს სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას;

თ) ახორციელებს კონტროლს თავდაცვის სფეროში საქართვე-ლოს სამხედრო ძალების აღმშენებლობასა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე.

2. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავდაცვის სფეროში ახორციელებს „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

მუხლი 5. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში

1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

2. საქართველოს პრეზიდენტი:

ა) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს;

ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დროშებსა და ალმებს;

გ) ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს;

დ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილებები საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად;

ე) ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად;

ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების შესახებ და დაუყოვნებლივ წარუდგენს ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად;

ზ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში;

თ) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს;

ი) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;

კ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებს;

ლ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დისლოკაციის და სამხედრო ობიექტების განლაგების გეგმებს;

მ) გასცემს ბრძანებებს სამხედრო ძალების მიერ საომარი მოქმედებების წარმოებაზე;

ნ) ამტკიცებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამებს;

ო) იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე მობილიზაციის გამოცხადების შესახებ;

პ) ამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმას.

მუხლი 6. საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებები და მოვალეობები თავდაცვის სფეროში

საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა (განურჩევლად მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა), აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობანი თავდაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი III

საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულება, შემადგენლობა და მართვა

მუხლი 7. საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულება

1. საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულებაა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება.

2. საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სამხედრო ძალების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად.

მუხლი 8. საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობა

1. საქართველოს სამხედრო ალები შედგება:

ა) საქართველოს შეიარაღებული ალებისაგან;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ალებისაგან;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისაგან;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სხვა შეიარაღებული ფორმირებებისაგან.

2. საქართველოს შეიარაღებული ალები შედგება:

ა) სახმელეთო ჯარებისაგან;

ბ) სამხედრო-საჰაერო ალებისაგან;

) სამხედრო-საზღვაო ალებისაგან.

საქართველო 2001 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი 1127 - სსმ I , 33 10.11.2001 წ., მუხ. 133

მუხლი 9. საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა და მართვა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მართვის ორგანო და პასუხისმგებელია მათი მომზადების, განვითარებისა და მათთვის დაკისრებული თავდაცვითი ამოცანების შესრულებაზე, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ანდა მობილიზაციის დროს საქართველოს სამხედრო ძალების მართვა ხორციელდება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი. გენერალური შტაბის დანიშნულება, ამოცანები, ფუნქციები, გენერალური შტაბის უფროსის სტატუსი და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და ხელშეუხებლობას ხმელეთზე, ზღვაზე, ტბებზე, მდინარეებსა და საერთაშორისო მიმოსვლის საერთო გზებზე.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები მოვალენი არიან დაიცვან საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები, მოქალაქეთა კანონიერი უფლებები და თავისუფლებები დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

4. სამხედრო ძალების სახეობები, სტრუქტურა და ხელმძღვანელობის წესი დადგენილია კანონით.

საქართველო 2001 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი 1127 - სსმ I , 33 10.11.2001 წ., მუხ. 133

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 11. ნორმატიული აქტი, რომელიც ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 94).

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 31 ოქტომბერი.

№1030–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველო2001 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი 1127 - სსმ I, 33 10.11.2001 წ., მუხ.133

 

22. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3500-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 21. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2562-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 20. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6990-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 19. 25/06/2020 - საქართველოს კანონი - 6497-IIს - ვებგვერდი, 02/07/2020 18. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6304-IIს - ვებგვერდი, 26/06/2020 17. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4316-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 16. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3577-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2482-რს - ვებგვერდი, 15/06/2018 14. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2038-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 13. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1832-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 12. 10/07/2013 - საქართველოს კანონი - 803-რს - ვებგვერდი, 29/07/2013 11. 12/06/2013 - საქართველოს კანონი - 721-IIს - ვებგვერდი, 03/07/2013 10. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4119-რს - სსმ, 75, 27/12/2010 9. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3018 - სსმ, 23, 04/05/2010 8. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 781 - სსმ, 40, 29/12/2008 7. 11/05/2007 - საქართველოს კანონი - 4747 - სსმ, 18, 22/05/2007 6. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4193 - სსმ, 49, 29/12/2006 5. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3651 - სსმ, 44, 27/11/2006 4. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3431 - სსმ, 27, 17/07/2006 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3149 - სსმ, 19, 01/06/2006 2. 09/12/2004 - საქართველოს კანონი - 643 - სსმ, 38, 24/12/2004 1. 26/10/2001 - საქართველოს კანონი - 1127 - სსმ, 33, 10/11/2001