სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 30/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 210.020.000.05.001.002.661
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4250
29/12/2006
სსმ, 50, 30/12/2006
210.020.000.05.001.002.661
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (17/09/2010 - 12/10/2010)

საქართველოს კანონი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს.

    მუხლი 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

    მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა სათამაშო ბიზნესით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.

    მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:

ა) აზარტული და მომგებიანი თამაშებისათვის გამოყენებული სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები;

ბ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროები (სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და მოგების გაცემა);

გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა;

ე) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები.

    მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000-დან 30 000 ლარის ჩათვლით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 600-დან 1 200 ლარის ჩათვლით;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500-დან 3 000 ლარის ჩათვლით;

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 12 000-დან 90 000 ლარის ჩათვლით;

ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა.

საქართველოს 2008  წლის 30 დეკემბრის კანონი № 969  - სსმ I, № 41 , 30.12 .200 8 წ., მუხ.258

    მუხლი 6. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი

1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).

3. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4. კაზინოს (სამორინეს) სათამაშო მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.

5. ამ კანონის მიზნებისათვის, მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობისას სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.

6. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:

ა) კოდს, რომლის განმეორება აკრძალულია;

ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს;

გ) განსხვავებულ ფერს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით.

7. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

8. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იძენს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით, შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში, საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე.

9. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი რეგისტრაციაში ტარდება შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში, თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) სახელზე.

10. თამაშების მომწყობნი (ორგანიზატორები) მოსაკრებლის გადახდის ნიშნებს ამაგრებენ სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების თვალსაჩინო ადგილებზე, საანგარიშო კვარტალის პირველ სამუშაო დღეს და ხსნიან ყოველი საანგარიშო კვარტალის ბოლო სამუშაო დღეს.

11. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

12. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებული არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

    მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება

1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს.

2. საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის IV-V კარებით დადგენილი წესებით.

2. საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.( ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

საქართველოს 20 10 წლის 17სექტემბრის კა ნონი № 3594  - სსმ I, № 54 , 12.10 .20 10 წ., მუხ. 346

    მუხლი 8. პასუხისმგებლობა

ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის VII კარით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     მუხლი 8. პასუხისმგებლობა

ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.( ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

საქართველოს 20 10 წლის 17სექტემბრის კა ნონი № 3594  - სსმ I, № 54 , 12.10 .20 10 წ., მუხ. 346

    მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის მე-4 მუხლის „ე“, მე-5 მუხლის „ვ“ და მე-6 მუხლის მე-12 პუნქტები ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის დღიდან.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4250–რს

12. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2587-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/02/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1193-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7026-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 9. 25/06/2020 - საქართველოს კანონი - 6490-IIს - ვებგვერდი, 02/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 99-Iს - ვებგვერდი, 23/12/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 28/06/2012 - საქართველოს კანონი - 6573-რს - ვებგვერდი, 10/07/2012 6. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6056-Iს - ვებგვერდი, 27/04/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5453-IIს - ვებგვერდი, 111222020, 22/12/2011 4. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5249-IIს - ვებგვერდი, 111122016, 22/11/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 12/10/2010 - საქართველოს კანონი - 3661-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3594-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 1. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 969 - სსმ, 41, 30/12/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას