დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4250 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 30/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.000.05.001.002.661 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (22/12/2021 - 09/02/2023)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს.
მუხლი 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა, არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლებიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი).
მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი ;
ბ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453)
გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობა (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა);
ე) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით;
გ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453);
დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) – კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
ვ) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით;
თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით.
შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 6. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი
1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხადოს.
2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობაა წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის 10 პროცენტი.
3. (ამოღებულია – 28.06.2012, №6573) .
31 . (ამოღებულია – 28.06.2012, №6573) .
4. წამახალისებელი გათამაშების, სამორინის, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის მოწყობის უფლებას.
6. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაი ცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა).
7. (ამოღებულია – 08.11.2011, №5249).
8. თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
9. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში თამაშობის ორგანიზატორის სახელზე აღირიცხება.
10. (ამოღებულია – 08.11.2011, №5249).
11. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
12. ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი დაიანგარიშება და გადაიხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება
1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს.
2. საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.
საქართველოს 20 10 წლის 17 სექტემბრის კა ნონი № 3594 - სსმ I, № 54 , 12.10 .20 10 წ., მუხ. 346
ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. (ამოღებულია - 22.12.2021, №1193) .
2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4250–რს
დოკუმენტის კომენტარები