„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 99-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.018245
99-Iს
16/12/2016
ვებგვერდი, 23/12/2016
210020000.05.001.018245
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 

მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) მე-5 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000  ლარის ჩათვლით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000  ლარის ჩათვლით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;“;

გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500  ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით;

თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000  ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით.“.

მუხლი 2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში:

ა) 2017 წლის პირველი კვარტლის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის 2016 წლის მე-4 კვარტალში მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადახდის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) 2017 წლის პირველ კვარტალში დადგენილ მოსაკრებლის ოდენობასა და 2016 წლის მე-4 კვარტალში დადგენილ მოსაკრებლის ოდენობას შორის სხვაობის თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 დეკემბერი 2016 წ.

N99-Iს