სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 30/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 210.020.000.05.001.002.661
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4250
29/12/2006
სსმ, 50, 30/12/2006
210.020.000.05.001.002.661
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

     მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს.

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

      მუხლი 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა, არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლებიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7026-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

    მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.

[ 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე).  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი).

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

    მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:

ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატ ;

ბ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453)

გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობა (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა);

[ დ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

ე) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.

[ ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

    მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით; 

გ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453);

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) – კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;

[ ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

ე.ა)  სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;

ე.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;

ე.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

ვ) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;

ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით;

თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით. 

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

საქართველოს 2008  წლის 30 დეკემბრის კანონი № 969  - სსმ I, № 41, 30.12.200 8 წ., მუხ.258
საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის კანონი №3661 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.364
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №99 - ვებგვერდი, 23.12.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

     მუხლი 6. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი

1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხადოს.

2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობაა წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის 10 პროცენტი.

3. (ამოღებულია – 28.06.2012, №6573) .

31 . (ამოღებულია – 28.06.2012, №6573) .

4. წამახალისებელი გათამაშების, სამორინის, აზარტული კლუბის ან/და  სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას.

5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ  თამაშობის მოწყობის ადგილზე სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის მოწყობის უფლებას.

[ 4. წამახალისებელი გათამაშების, სამორინის, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვების მფლობელები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას.

5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროსთვის ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეული სალაროს მოწყობის უფლებას.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

6. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გა ცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;

ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა). 

7. (ამოღებულია – 08.11.2011, №5249).

8. თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

[ 8. თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა და ამ მუხლის 8 1  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

8 1 . სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობების ორგანიზატორი საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იმ ნებართვით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით, რომლის საფუძველზედაც მას მიღებული აქვს შესაბამისი ნებართვა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებისთვის.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

9. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში თამაშობის ორგანიზატორის სახელზე აღირიცხება.

10. (ამოღებულია – 08.11.2011, №5249).

11. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

12. ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი დაიანგარიშება და გადაიხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5249 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6573 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

    მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება

1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს.

2. საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.

საქართველოს 20 10 წლის 17 სექტემბრის კა ნონი № 3594  - სსმ I, № 54 , 12.10 .20 10 წ., მუხ. 346

     მუხლი 8. პასუხისმგებლობა

ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3594  - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ. 346

    მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. (ამოღებულია - 22.12.2021, №1193) .

2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4250–რს

12. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2587-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/02/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1193-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7026-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 9. 25/06/2020 - საქართველოს კანონი - 6490-IIს - ვებგვერდი, 02/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 99-Iს - ვებგვერდი, 23/12/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 28/06/2012 - საქართველოს კანონი - 6573-რს - ვებგვერდი, 10/07/2012 6. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6056-Iს - ვებგვერდი, 27/04/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5453-IIს - ვებგვერდი, 111222020, 22/12/2011 4. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5249-IIს - ვებგვერდი, 111122016, 22/11/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 12/10/2010 - საქართველოს კანონი - 3661-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3594-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 1. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 969 - სსმ, 41, 30/12/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას