„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6056-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.016689
  • Word
6056-Iს
24/04/2012
ვებგვერდი, 27/04/2012
210020000.05.001.016689
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატ ;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვე პუნქტი:

„თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით.

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“.

3. მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვების მფლობელები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.

5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატებისათვის, აგრეთვე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროების მოწყობაზე.“.

მუხლი 2 . სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი თავისუფლდება 2012 წლის მე-2 კვარტალის კლუბის მაგიდისათვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან იმ კლუბის მაგიდაზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე გადახდილი აქვს 2012 წლის მე-2 კვარტალის სათამაშო მაგიდისათვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 24 აპრილი.

№6056- I