სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 30/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 210.020.000.05.001.002.661
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4250
29/12/2006
სსმ, 50, 30/12/2006
210.020.000.05.001.002.661
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (15/07/2020 - 22/12/2021)

საქართველოს კანონი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

     მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს.

    მუხლი 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7026-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:

ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატ ;

ბ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453)

გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობა (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა);

ე) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.

საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.

    მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით; 

გ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453);

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) – კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;

ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა;

ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით;

თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით. 

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

საქართველოს 2008  წლის 30 დეკემბრის კანონი № 969  - სსმ I, № 41 , 30.12 .200 8 წ., მუხ.258

საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის კანონი №3661 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.364

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი №99   - ვებგვერდი, 23.12.2016წ.

საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.

     მუხლი 6. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი

1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხადოს.

2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობაა წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის 10 პროცენტი.

3. (ამოღებულია – 28.06.2012, №6573) .

31 . (ამოღებულია – 28.06.2012, №6573) .

4. წამახალისებელი გათამაშების, სამორინის, აზარტული კლუბის ან/და  სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას.

5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ  თამაშობის მოწყობის ადგილზე სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის მოწყობის უფლებას.

6. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გა ცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;

ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა). 

7. (ამოღებულია – 08.11.2011, №5249).

8. თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

9. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში თამაშობის ორგანიზატორის სახელზე აღირიცხება.

10. (ამოღებულია – 08.11.2011, №5249).

11. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

12. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებული არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5249 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.

საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6573 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.

    მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება

1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს.

2. საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.

საქართველოს 20 10 წლის 17 სექტემბრის კა ნონი № 3594  - სსმ I, № 54 , 12.10 .20 10 წ., მუხ. 346

     მუხლი 8. პასუხისმგებლობა

ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 20 10 წლის 17 სექტემბრის კა ნონი № 3594  - სსმ I, № 54 , 12.10 .20 10 წ., მუხ. 346

    მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის მე-4 მუხლის „ე“, მე-5 მუხლის „ვ“ და მე-6 მუხლის მე-12 პუნქტები ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის დღიდან.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4250–რს

12. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2587-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/02/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1193-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7026-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 9. 25/06/2020 - საქართველოს კანონი - 6490-IIს - ვებგვერდი, 02/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 99-Iს - ვებგვერდი, 23/12/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 28/06/2012 - საქართველოს კანონი - 6573-რს - ვებგვერდი, 10/07/2012 6. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6056-Iს - ვებგვერდი, 27/04/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5453-IIს - ვებგვერდი, 111222020, 22/12/2011 4. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5249-IIს - ვებგვერდი, 111122016, 22/11/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 12/10/2010 - საქართველოს კანონი - 3661-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3594-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 1. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 969 - სსმ, 41, 30/12/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას