„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5249-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111122016, 22/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.016470
  • Word
5249-IIს
08/11/2011
ვებგვერდი, 111122016, 22/11/2011
210020000.05.001.016470
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 50, 30.12.2006, მუხ. 401) მე-6 მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ამ კანონის მიზნებისათვის, მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობისას სათამაშო მაგიდებისა და აპარატებისათვის, ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს სალაროებისათვის ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს სალაროების მოწყობაზე.

6. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;

ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

9. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) სახელზე.“;

დ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე შეძენილი მოსაკრებლის გადახდის ნიშანი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი მოქმედების ვადით.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2011 წლის 8 ნოემბერი.

№5249–II