ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.05.001.002.516
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4205
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
040.050.000.05.001.002.516
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/06/2012 - 25/03/2013)

საქართველოს კანონი

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული საარქივო ფონდისა და საქართველოს ეროვნული არქივის სამართლებრივ სტატუსს, ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტების მიკუთვნების პრინციპებს, მათი დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

    მუხლი 2

ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოში არქივის მართვის პრინციპებისა და სისტემის განსაზღვრა;

ბ) ეროვნული საარქივო ფონდის დაცვის, შევსების, აღრიცხვისა და ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობის ძირითადი პრინციპების დადგენა;

გ) (ამოღებულია - 20.12.2011, №5571).

 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 3

1. ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების (განურჩევლად მათი მატარებლის სახეობისა) ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად უნდა დაუბრუნდეს ან გადმოეცეს საქართველოს.

2. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ეროვნული საარქივო ფონდის შევსების, შენახვის, დაცვისა და გამოყენებისათვის.

3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, განურჩევლად მისი შექმნის ადგილისა და დროისა, შენახვის ადგილისა, საკუთრების ფორმისა და მატარებლის სახეობისა (მატერიალური ან/და ელექტრონული), ინახება მუდმივად.

4. ეროვნული საარქივო ფონდის იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც ექვემდებარება ელექტრონული მატარებლის სახით შენახვას, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ეროვნული საარქივო ფონდის ის დოკუმენტები, რომლებიც არ აისახება აღნიშნულ ნუსხაში, ინახება მატერიალური და ელექტრონული მატარებლების სახით.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

    მუხლი 4

სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ის დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში ქმნიან ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადასაცემად განკუთვნილ დოკუმენტებს (მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტებს), ვალდებული არიან უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის პროცესში შექმნილი ყველა დოკუმენტის დაცვა, შენახვა, დამუშავება, აღრიცხვა და ყოველწლიურად მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესაბამისად, რომლებსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

    მუხლი 5

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტი სახელმწიფო საკუთრებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობისას შექმნილი დოკუმენტი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შექმნილი ან კანონიერად შეძენილი დოკუმენტი – მისი საკუთრება.

2. დაუშვებელია სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გასხვისება.

3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, რომელსაც არ ჰყავს მესაკუთრე, გადადის სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეცემა ეროვნულ არქივს.

თავი II. საარქივო საქმის მართვა

    მუხლი 6

1. საქართველოში საარქივო საქმეს მართავს და საქმისწარმოების სრულყოფასა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივი (შემდგომში – ეროვნული არქივი).

2. ეროვნული არქივი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის შევსებას, დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), აღწერას, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირებას და მის მუდმივ განახლებას, დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაცია-რესტავრაციას და განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებისათვის სადაზღვევო ფონდის შექმნას, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალ დაშვებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; ეროვნული არქივი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით ამზადებს ბუკლეტებს, ბროშურებს, სხვადასხვა სახის გამოცემებს (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის სახით), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი შემდგომი რეალიზაციის უფლებით.

3. ეროვნულ არქივს აქვს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლება, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა.

4. ეროვნული არქივი ახორციელებს საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლს და ზედამხედველობს ამ კანონის შესრულებას.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

    მუხლი 7

სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) ეროვნული არქივისა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;

ბ) ეროვნული არქივის სისტემისა და საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავებას და გამოცემას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

    მუხლი 8

1. ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებია ცენტრალური აპარატი და ცენტრალური არქივები.

2. ეროვნული არქივი საარქივო საქმეს მართავს თავისი ტერიტორიული ორგანოების – რეგიონული ან ადგილობრივი არქივების მეშვეობით.

3. ეროვნულ არქივს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

41 . ეროვნული არქივის თანამშრომლ ებ ი, გარდა ეროვნული არქივის გენერალური დირექტორისა, თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის საფუძველზე, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. ეროვნული არქივის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

6. ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს თავისი უფლებამოსილებების დელეგირება.

7. ეროვნული არქივის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.

8. ეროვნული არქივის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.

9. ეროვნულ არქივს შეუძლია განახორციელოს თავისი ფუნქციების შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობა, ხოლო მიღებული შემოსავლები განკარგოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოების, დოკუმენტების შენახვისა და დაცვის გაუმჯობესების, დასაქმებულთა დამატებითი ანაზღაურებისა და ამ კანონითა და ეროვნული არქივის დებულებით გათვალისწინებული სხვა მიზნებისათვის.

10. ეროვნულ არქივს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საბანკო ანგარიში.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4465 -ვებგვერდი,01.04.2011წ.

    მუხლი 9

1. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებია რეგიონული და ადგილობრივი არქივები. რეგიონული და ადგილობრივი არქივების სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. ტერიტორიული ორგანო მუდმივად ინახავს ეროვნული საარქივო ფონდის ადგილობრივი წარმოშობისა და მნიშვნელობის დოკუმენტებს და შესაბამის ტერიტორიაზე ახორციელებს საარქივო საქმის მართვას.

3. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.

4. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.

5. ტერიტორიული ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.

6. ტერიტორიულ ორგანოს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

7. ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას ზედამხედველობს ეროვნული არქივი.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

    მუხლი 10

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში საარქივო საქმის მართვას ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალი შესაბამისი ორგანოები, რომელთა კომპეტენციის ფარგლები, ამოცანები და ფუნქციები საარქივო საქმიანობაში განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით.

თავი III. ეროვნული საარქივო ფონდის დაკომპლექტება

    მუხლი 11

1. ეროვნულ საარქივო ფონდს დოკუმენტს მიაკუთვნებს ეროვნული არქივის საექსპერტო-შემმოწმებელი კომისია შემფასებელი ექსპერტიზის შედეგის დამტკიცების საფუძველზე.

2. დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება ხდება საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესაბამისად.

    მუხლი 12

1. ეროვნული საარქივო ფონდი შეივსება იმ დოკუმენტებით, რომლებიც:

ა) შეიქმნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში;

ბ) გადაეცა სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობის საფუძველზე;

გ) გადასულია სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების, ანდერძით გადაცემის, ნასყიდობის ან სხვა კანონიერ საფუძველზე;

დ) შეიქმნა პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობის პროცესში;

ე) შეიქმნა კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა;

ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაა.

2. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნების მიზნით სავალდებულოა წარდგენილ იქნეს შემფასებელ ექსპერტიზაზე.

3. ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტის მიკუთვნება არ ნიშნავს მისი მესაკუთრის შეცვლას.

    მუხლი 13

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები ვალდებული არიან, საკუთარი სახსრებით განახორციელონ თავიანთი საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შერჩევა და დამუშავება.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების შერჩევასა და დამუშავებას.

3. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური გაერთიანებები, იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ვალდებული არიან საკუთარი სახსრებით განახორციელონ თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ფიზიკური პირების კუთვნილი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს ეროვნული არქივი.

31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები უფლებამოსილი არიან თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყონ ეროვნული არქივის მიერ აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აკრედიტაციის წესსა და კრიტერიუმებს, აგრეთვე აკრედიტაციის საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი. აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ეროვნულ არქივს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე წარუდგენენ ინფორმაციას წლის განმავლობაში მათ მიერ დოკუმენტების შერჩევის, დამუშავებისა და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.

4. თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დოკუმენტს განსაკუთრებული ღირებულება აქვს, მის მესაკუთრესა და ეროვნულ არქივს შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ეროვნული არქივის მიერ ამ დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტიზის ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3809 - სსმ I, №65, 26.11.2010 წ., მუხ.411

თავი IV. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა და დაცვა

    მუხლი 14

1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ ეროვნული არქივი და მისი ტერიტორიული ორგანოები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.

2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას;

ბ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივს;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტს;

დ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ეროვნულ მუზეუმსა და სხვა მუზეუმებს, აგრეთვე გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრს;

ე) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტებისა;

1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს − ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებისა;

ზ) კერძო არქივებს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტებისა;

თ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს – წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის დოკუმენტებისა (გარდა საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებული მასალებისა) .

21. კერძო არქივების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვასა და დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ეროვნული არქივი. კერძო არქივების ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირი უარს განაცხადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მუდმივად შენახვაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტი გადასცეს ეროვნულ არქივს. დოკუმენტის გადაცემის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

4. საზოგადოებრივ ორგანიზაციას, პოლიტიკურ გაერთიანებას, იურიდიულ პირს, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს შეინახოს ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ იგი უზრუნველყოფს მის დაცვას.

5. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობებს განსაზღვრავს ეროვნული არქივი და ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისება.

7. დასაშვებია მხოლოდ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისება. აღნიშნული გასხვისების პირობებს განსაზღვრავს ეროვნული არქივი.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №201 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.125

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4070 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.460

საქართველოს 2011  წლის 11 მარტის კანონი №4396 -ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი,01.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ოქტომბრის კანონი №5141 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

საქართველოს 2012 წლის  8 მაისის კანონი №6161 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის  22 ივნისის კანონი №6539 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.

    მუხლი 15

1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა.

2. აკრძალულია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის განადგურება.

3. თუ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს დოკუმენტის შენახვასა და დაცვას, იგი ეროვნული არქივის კომისიის აქტის საფუძველზე დეპოზიტური შენახვისათვის გადაეცემა ეროვნულ არქივს. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაარღვევს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობებს, ეროვნულ არქივს უფლება აქვს, სასამართლოს წინაშე აღძრას სარჩელი მისთვის დოკუმენტის ჩამორთმევისა და ეროვნული არქივისათვის გადაცემის შესახებ.

5. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დაკარგვის, დაზიანების ან შენახვის ადგილის შეცვლის შემთხვევაში დოკუმენტის მფლობელმა (მესაკუთრემ) ამის შესახებ უნდა აცნობოს ეროვნულ არქივს.

6. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 16

ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია დეპოზიტური შენახვისათვის ეროვნულ არქივს გადასცეს თავისი დოკუმენტი. ეროვნული არქივი ვალდებულია, დეპოზიტური შენახვისათვის მიიღოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, თუ მფლობელი (მესაკუთრე) ვერ უზრუნველყოფს მის დაცვას.

    მუხლი 17

1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურაში შეიძლება შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან მათი შენახვა დაევალოს რომელიმე სტრუქტურულ ქვედანაყოფს. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები ინახება ეროვნული არქივის მიერ შემუშავებული და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესების შესაბამისად.

2. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა და დაცვა შესაბამისად ეროვნული არქივისა და მისი ტერიტორიული ორგანოებისათვის მათ გადაცემამდე.

21. ის ორგანოები/დაწესებულებები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში ქმნიან ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, ვალდებული არიან აღნიშნული დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადასცენ როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური მატარებლის სახით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვის ზღვრულ ვადებს ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.

4. თუ შეიქმნა დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების საფრთხე, შესაბამისი საფრთხის აღმოფხვრამდე იგი დაუყოვნებლივ გადაეცემა ეროვნულ არქივს შენახვისათვის.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

    მუხლი 18

1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების ან ორგანიზაციის/დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში მისი მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე ვალდებულია, ეროვნულ არქივს ან/და მის ტერიტორიულ ორგანოს აცნობოს თავისი ვინაობა და დოკუმენტის შენახვის ადგილი. მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა ეროვნული არქივის მიერ შემუშავებული და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესების შესაბამისად.

2. იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადაც ინახება ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, ლიკვიდატორებმა უნდა უზრუნველყონ ამ დოკუმენტთან ეროვნული არქივის წარმომადგენლის თავისუფალი დაშვება. აღნიშნული დოკუმენტის დამუშავებისა და ეროვნული არქივისათვის გადაცემის ხარჯებს გაიღებენ ლიკვიდატორები.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

    მუხლი 19

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა და დაცვა ფინანსდება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ბ) მესაკუთრის მიერ;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტებით;

დ) შემოწირულებებით;

ე) სხვა სახსრებით, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 20

ეროვნული საარქივო ფონდის დაცვის სფეროში საგადასახადო, კომუნალური და სხვა შეღავათები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

თავი V. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დამუშავება და ცენტრალიზებული აღრიცხვა

    მუხლი 21

1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა, აღირიცხება ცენტრალიზებულად. დოკუმენტები აღირიცხება ფონდებად (კოლექციებად) და შესანახ ერთეულებად. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას ახორციელებს ეროვნული არქივი.

2. პირი, რომელიც ინახავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს, ვალდებულია დაამუშაოს იგი და შეავსოს ცნობა მისი ცენტრალიზებული აღრიცხვის მიზნით.

3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესსა და აღრიცხვის ცნობის ფორმას შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლების მქონე დაწესებულებები ვალდებული არიან, დოკუმენტების შესახებ მონაცემები ეროვნულ არქივს წარუდგინონ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით.

თავი VI. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობა

    მუხლი 22

1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი და ისარგებლოს ეროვნული არქივის საინფორმაციო მომსახურებით. სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტთან დაშვების წესს შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილ დოკუმენტთან დაშვების წესს – შესაბამისი პირი. დოკუმენტთან დაშვებულ დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა.

2. ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. დასაშვებია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნებით. დოკუმენტის დედანი საგამოფენო მიზნით გამოიყენება მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.

4. შეზღუდულია ეროვნული საარქივო ფონდის შემდეგ დოკუმენტებთან დაშვება:

ა) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან – „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით;

ბ) მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.

5. პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1921 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.231

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

    მუხლი 23

1. პირს უფლება აქვს, ეროვნულ არქივს მოსთხოვოს, არ დაუშვას თავისი კუთვნილი დოკუმენტის გამოყენება ან საჯაროდ ჩვენება თავის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 75 წელს მისი შექმნიდან.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება წამოყენებულ იქნეს აგრეთვე დოკუმენტის გასხვისებისას, სარგებლობაში ან დეპოზიტური შენახვისათვის გადაცემისას.

    მუხლი 24

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტით სარგებლობისას პასუხისმგებლობა დოკუმენტის შინაარსის დამახინჯებისა და გაყალბებისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 25

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს დოკუმენტის შენახვის ადგილი ან/და მესაკუთრე.

    მუხლი 26

პირი, რომელთანაც ინახება ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, ვალდებულია, დაინტერესებულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გასცეს დოკუმენტის დამოწმებული პირი, ცნობა ან დოკუმენტიდან ამონაწერი.

თავი VII. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების განკარგვა

    მუხლი 27

პირს (გარდა ამ კანონის მე -14 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სუბიექტებისა) უფლება აქვს განკარგოს (გაყიდოს, გააჩუქოს ან სხვა ფორმით გაასხვისოს) ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 28

1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მესაკუთრემ დოკუმენტის გასხვისებამდე წინასწარ უნდა აცნობოს ეროვნულ არქივს გასხვისების პირობები, ხოლო მისი გასხვისების შემდეგ – დოკუმენტის ახალი მფლობელის ვინაობა.

2. პირი, რომელიც ეწევა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულია, ეროვნულ არქივს წარუდგინოს მონაცემები სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დოკუმენტების შესახებ.

3. თუ პირი ყიდის თავის დოკუმენტს, ეროვნულ არქივს აქვს მისი შესყიდვის უპირატესი უფლება.

4. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადებული გარიგება ბათილად ჩაითვლება.

    მუხლი 29

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის საზღვარგარეთ დროებით გატანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1921 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.231

თავი VIII. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 30. (ამოღებულია)

 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 32. (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.

თავი IX. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

    მუხლი 33. (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 34 . (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 35. (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.

თავი X. საერთაშორისო თანამშრომლობა

    მუხლი 36

1. საქართველოს საარქივო საქმის განვითარების მიზნით ეროვნული არქივის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოიცავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების პირების გაცვლისა და ამ კანონით დადგენილი წესით ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან უცხოელი მოქალაქეების ან იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვებას.

2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დედნის სხვა სახელმწიფოსთვის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XI. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 37

პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი XII. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 38

1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:

ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ეროვნული არქივისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს:

ა) შემდეგი ბრძანებების გამოცემა:

ა.ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ა.ბ) „საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;

ა.გ) „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“;

ა.დ) „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესის შესახებ“;

ა.ე) „ეროვნული საარქივო ფონდის სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტებთან დაშვების წესის შესახებ“;

ბ) მოქმედი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილებების შეტანა.

4. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ადგილობრივი არქივის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების – ადგილობრივი არქივების დაფინანსება 2010 წლის 1 იანვრამდე.

5. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა 2008–2013 წლებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვისა და სადაზღვევო ფონდის შექმნის მიზნით.

თავი XIII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 39

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს 1995 წლის 2 მაისის კანონი „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №№27-30, 1994-95წ.წ., გვ.75);

ბ) საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 12 თებერვლის №1 ბრძანება „საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო არქივებისა და სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების სამსახურის მიერ დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა და მოქალაქეებისათვის გასაწევი ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 40

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4205–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №201 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.125

2. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

3. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1921 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.231

4. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3809 - სსმ I, №65, 26.11.2010 წ., მუხ.411

5. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4070 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.460

6. საქართველოს 2011  წლის 11 მარტის კანონი №4396 -ვებგვერდი, 17.03.2011წ.

7. საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4465 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.

8. საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.

9. საქართველოს 2011 წლის 25 ოქტომბრის კანონი №5141 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

10. საქართველოს 2011 წლის  20 დეკემბრის კანონი №5571 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

11. საქართველოს 2012 წლის  8 მაისის კანონი № 6161 - ვებგვერდი, 2 5 . 05 .201 2 წ.

1 2 . საქართველოს 2012 წლის  22 ივნისის კანონი № 6539 - ვებგვერდი, 04 . 07 .201 2 წ.

დანართი (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

22. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3828-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 21. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3134-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/06/2023 20. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 341-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 19. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6882-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 18. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3038-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 17. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1699-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 16. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5600-IIს - ვებგვერდი, 13/07/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4549-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 14. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3968-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 13. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 457-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 12. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6539-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 11. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6161-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 10. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5571 - ვებგვერდი, 111228067, 28/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 25/10/2011 - საქართველოს კანონი - 5141-IIს - ვებგვერდი, 111031035, 31/10/2011 8. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 7. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4465-Iს - ვებგვერდი, 110401012, 01/04/2011 6. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4396-Iს - ვებგვერდი, 110317026, 17/03/2011 5. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4070-რს - სსმ, 74, 24/12/2010 4. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3809 - სსმ, 65, 26/11/2010 3. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1921 - სსმ, 35, 19/11/2009 2. 16/07/2009 - საქართველოს კანონი - 1458 - სსმ, 20, 28/07/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 201 - სსმ, 17, 28/07/2008