დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1458 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/07/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 28/07/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.05.001.003.560 |
საქართველოს კანონი
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, განურჩევლად მისი შექმნის ადგილისა და დროისა, შენახვის ადგილისა, საკუთრების ფორმისა და მატარებლის სახეობისა (მატერიალური ან/და ელექტრონული), ინახება მუდმივად.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ეროვნული საარქივო ფონდის იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც ექვემდებარება ელექტრონული მატარებლის სახით შენახვას, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ეროვნული საარქივო ფონდის ის დოკუმენტები, რომლებიც არ აისახება აღნიშნულ ნუსხაში, ინახება მატერიალური და ელექტრონული მატარებლების სახით.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ის დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში ქმნიან ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადასაცემად განკუთვნილ დოკუმენტებს (მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტებს), ვალდებული არიან უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის პროცესში შექმნილი ყველა დოკუმენტის დაცვა, შენახვა, დამუშავება, აღრიცხვა და ყოველწლიურად მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესაბამისად, რომლებსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული არქივი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის შევსებას, დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), აღწერას, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირებას და მის მუდმივ განახლებას, დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაცია-რესტავრაციას და განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებისათვის სადაზღვევო ფონდის შექმნას, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალ დაშვებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; ეროვნული არქივი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით ამზადებს ბუკლეტებს, ბროშურებს, სხვადასხვა სახის გამოცემებს (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის სახით), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი შემდგომი რეალიზაციის უფლებით.“.
4. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ეროვნული არქივისა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;“.
5. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული არქივი საარქივო საქმეს მართავს თავისი ტერიტორიული ორგანოების – რეგიონული ან ადგილობრივი არქივების მეშვეობით.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ეროვნული არქივის თანამშრომლები, გარდა ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა, აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის საფუძველზე, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.
6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებია რეგიონული და ადგილობრივი არქივები. რეგიონული და ადგილობრივი არქივების სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. ტერიტორიული ორგანო მუდმივად ინახავს ეროვნული საარქივო ფონდის ადგილობრივი წარმოშობისა და მნიშვნელობის დოკუმენტებს და შესაბამის ტერიტორიაზე ახორციელებს საარქივო საქმის მართვას.
3. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.
4. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.
5. ტერიტორიული ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.
6. ტერიტორიულ ორგანოს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
7. ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას ზედამხედველობს ეროვნული არქივი.“.
7. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები უფლებამოსილი არიან თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყონ ეროვნული არქივის მიერ აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აკრედიტაციის წესსა და კრიტერიუმებს, აგრეთვე აკრედიტაციის საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.“.
8. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ ეროვნული არქივი და მისი ტერიტორიული ორგანოები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კერძო არქივებს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტებისა.“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. კერძო არქივების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვასა და დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ეროვნული არქივი. კერძო არქივების ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.
9. მე-17 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა და დაცვა შესაბამისად ეროვნული არქივისა და მისი ტერიტორიული ორგანოებისათვის მათ გადაცემამდე.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ის ორგანოები/დაწესებულებები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში ქმნიან ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, ვალდებული არიან აღნიშნული დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადასცენ როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური მატარებლის სახით.“.
10. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების ან ორგანიზაციის/დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში მისი მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე ვალდებულია, ეროვნულ არქივს ან/და მის ტერიტორიულ ორგანოს აცნობოს თავისი ვინაობა და დოკუმენტის შენახვის ადგილი. მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა ეროვნული არქივის მიერ შემუშავებული და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესების შესაბამისად.“.
11. 22-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“.
12. 31-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო პირთა დოკუმენტების შენახვისათვის, გარდა მუდმივად შესანახი დოკუმენტებისა.“.
13. 32-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული არქივის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება:
ა) განაცხადის შეტანიდან 10 დღის ვადაში;
ბ) ამ კანონის დანართით განსაზღვრულ დაჩქარებულ ვადაში;
გ) ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
14. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული არქივის მომსახურებით მოსარგებლე პირები საფასურს იხდიან შესაბამისი მომსახურების გაწევამდე ან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
15. 34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გარეშე მომსახურების დადგენილ საფასურებს შორის.“.
16. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.“.
17. კანონის დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ეროვნულმა არქივმა უზრუნველყოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზისა და ელექტრონული აღრიცხვის სისტემის ეტაპობრივი ფორმირება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედების დღისათვის, წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტში საქართველოს ეროვნული არქივის საბიუჯეტო ასიგნებების განსაზღვრისას, უზრუნველყოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზისა და ელექტრონული აღრიცხვის სისტემის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:
ა) „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“;
ბ) „ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
გ) „კერძო არქივების ფუნქციონირების წესის შესახებ“;
დ) „დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისათვის კერძო სამართლის იურიდიული პირების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“.
4. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედების დღისათვის უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი უძრავი და მოძრავი ქონების საქართველოს ეროვნული არქივისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების პროცესში და შემდგომ ყოველწლიურად, საქართველოს ეროვნული არქივის საბიუჯეტო ასიგნებების განსაზღვრისას, გაითვალისწინოს საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების საკითხი.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 16 ივლისი.
№1458–რს
დანართი
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის შესახებ
საფასურის განაკვეთები
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობის მიზნით გაწეული მომსახურებისათვის მისი სახეობების მიხედვით დადგენილია შემდეგი საფასურები:
№ | მომსახურების სახეობა | საზომი ერთეული | საფასური ლარებში, დღგ-ის ჩათვლით |
1 | 2 | 3 | 4 |
1.
| დოკუმენტების თემატური გამოვლენა: |
|
|
ა) საქმეთა შერჩევით | 10 სათაური | 24,00 | |
ბ) მიკროფილმების მიხედვით | 1 საქმე | 3,00 | |
გ) გამოქვეყნებული ლიტერატურის მიხედვით | 1 დოკუმენტი (ცნობა) | 4,00 | |
2. | ნუსხის ან მიმოხილვის მომზადება გამოვლენილი დოკუმენტების, შერჩეული და გამოქვეყნებული ლიტერატურის მიხედვით | 1 ნუსხა ან 1 მიმოხილვა | 42,00 |
3. | თემატური შეკითხვის შესრულება ცალკეული ფაქტის, მოვლენის, ცნობის დადგენის (დადასტურების) შესახებ* | 1 შეკითხვა | 26,00 |
4. | ლექციის წაკითხვა | 1 ლექცია | 30,00 |
5. | დოკუმენტების გამოფენის მომზადება (25 ექსპონატით, 50 ექსპონატით, 100 ექსპონატით) | 1 გამოფენა | 59,00–177,00 |
6.
| დოკუმენტების არქეოგრაფიული დამუშავება: |
|
|
ა) ძნელად წასაკითხი, ნაკლებკონტრასტული და პალეოგრაფიული თავისებურებების მქონე დოკუმენტებისა | 1 ნაბეჭდი თაბახი | 42,00 | |
ბ) მანქანაზე ნაბეჭდი და ადვილად გასარჩევი ხელნაწერი დოკუმენტებისა | 1 ნაბეჭდი თაბახი | 30,00 | |
გ) მოვლენათა ქრონიკის შედგენა | 1 ნაბეჭდი თაბახი | 36,00 | |
დ) საძიებლების (პირთა, გეოგრაფიული სახელების, საგნობრივი) შედგენა | 1 ნაბეჭდი თაბახი | 30,00 | |
ე) საპუბლიკაციო დოკუმენტების რედაქტირება | 1 ნაბეჭდი თაბახი | 18,00 | |
7.
| სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობების (დადებითი, უარყოფითი) მომზადება-გაცემა: |
|
|
ა) დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, რეპრესირების, რეაბილიტირების და სხვა: | 1 ცნობა |
| |
ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის | 9,00 | ||
ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის | 12,00 | ||
ა.გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის | 14,00 | ||
ა.დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 16,00 | ||
ა.ე) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 18,00 | ||
ბ) გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის: | 1 ცნობა |
| |
ბ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის | 30,00 | ||
ბ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის | 42,00 | ||
გ) ქონებრივი უფლების დამადასტურებელის: | 1 ცნობა |
| |
გ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის | 42,00 | ||
გ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის | 58,00 | ||
გ.გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის | 67,00 | ||
გ.დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 75,00 | ||
გ.ე) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 84,00 | ||
დ) სამუშაო სტაჟის შესახებ: | 1 ცნობა |
| |
დ.ა) 1-დან 5 წლამდე სტაჟი: |
| ||
დ.ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის | 8,00 | ||
დ.ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის | 11,00 | ||
დ.ბ) 5-დან 15 წლამდე სტაჟი: |
| ||
დ.ბ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის | 15,00 | ||
დ.ბ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის | 21,00 | ||
დ.გ) 15 ან მეტი წლის სტაჟი: |
| ||
დ.გ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის | 30,00 | ||
დ.გ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის | 42,00 | ||
ე) დოკუმენტების არქონის შემთხვევაში | 1 ცნობა | 1,50 | |
8.
| სამკითხველო დარბაზში მკვლევართა მომსახურება – საქმეთა გაცემა: |
|
|
ა) IX-XIII სს. საბუთთა დედნებისა: | 1 შესანახი ერთეული |
| |
ა.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 6,00 | ||
ა.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 8,00 | ||
ბ) IX-XVIII სს. საბუთთა პირებისა: | 1 შესანახი ერთეული |
| |
ბ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 0,50 | ||
ბ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 1,00 | ||
|
|
| |
გ) IX-XIX სს. ხელნაწერი წიგნებისა: | 1 წიგნი |
| |
გ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 6,00 | ||
გ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 8,00 | ||
დ) XIX-XXI სს. დოკუმენტებისა: | 1 საქმე |
| |
დ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში | 0,50 | ||
დ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 1,00 | ||
ე) საპროექტო, საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური დოკუმენტებისა: | 1 საქმე |
| |
ე.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 0,50 | ||
ე.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 1,00 | ||
9. | დოკუმენტის თარგმნა: |
|
|
ა) ხელნაწერი დოკუმენტის: | 1 გვერდი |
| |
ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის | 6,00 | ||
ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის | 9,00 | ||
ბ) ნაბეჭდი დოკუმენტის: | 1 გვერდი |
| |
ბ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის | 4,00 | ||
ბ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის | 6,00 | ||
10. | სამკითხველო დარბაზში მკვლევართა მომსახურება – დოკუმენტის პირის გადაღება: |
|
|
ა) დოკუმენტის მომზადება გადასაღებად: | 1 საქმე |
| |
ა.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 3,00 | ||
ა.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 4,00 | ||
ბ) XIX-XXI სს. დოკუმენტების მანქანაზე ან კომპიუტერზე გადაბეჭდვა: | 1 გვერდი |
| |
ბ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 2,00 | ||
ბ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 3,00 | ||
გ) IX-XVIII სს. დოკუმენტების მანქანაზე ან კომპიუტერზე გადაბეჭდვა: | 1 გვერდი |
| |
გ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 4,00 | ||
გ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 5,00 | ||
დ) XIX-XXI სს. დოკუმენტების მიკროფილმირება: | 1 კადრი |
| |
დ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 0,50 | ||
დ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 1,00 | ||
ე) IX-XVIII სს. დოკუმენტების მიკროფილმირება: | 1 კადრი |
| |
ე.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 0,60 | ||
ე.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 1,00 | ||
ვ) ქსეროპირის გადაღება და დამოწმება: | 1 გვერდი |
| |
ვ.ა) XXI საუკუნის დოკუმენტისა: |
| ||
ვ.ა.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 0,50 | ||
ვ.ა.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 1,00 | ||
ვ.ბ) XX საუკუნის დოკუმენტისა: |
| ||
ვ.ბ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 0,60 | ||
ვ.ბ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 1,00 | ||
ვ.გ) XIX საუკუნის დოკუმენტისა: |
| ||
ვ.გ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 3,00 | ||
ვ.გ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 5,00 | ||
ვ.დ) IX-XVIII სს. დოკუმენტებისა: |
| ||
ვ.დ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 6,00 | ||
ვ.დ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 9,00 | ||
ზ) ტექნიკური დოკუმენტის პირის გადაღება და დამოწმება: | 1 პირი |
| |
ზ.ა) ფორმატი A3: |
| ||
ზ.ა.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 6,00 | ||
ზ.ა.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 8,00 | ||
ზ.ბ) ფორმატი A2: |
| ||
ზ.ბ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 12,00 | ||
ზ.ბ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 16,00 | ||
ზ.გ) ფორმატი A1: |
| ||
ზ.გ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 18,00 | ||
ზ.გ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 25,00 | ||
ზ.დ) ფორმატი A0: |
| ||
ზ.დ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 24,00 | ||
ზ.დ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 33,00 | ||
თ) დოკუმენტის ელექტრომატარებელზე გადატანა (სკანირება, ციფრული აპარატით გადაღება): | 1 გვერდი |
| |
თ.ა) XXI საუკუნის დოკუმენტისა: |
| ||
თ.ა.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 3,00 | ||
თ.ა.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 4,00 | ||
თ.ბ) XX საუკუნის დოკუმენტისა: |
| ||
თ.ბ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 3,00 | ||
თ.ბ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 4,00 | ||
თ.გ) XIX საუკუნის დოკუმენტისა: |
| ||
თ.გ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 4,00 | ||
თ.გ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 6,00 | ||
თ.დ) IX-XVIII სს. დოკუმენტებისა: |
| ||
თ.დ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 6,00 | ||
თ.დ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 8,00 | ||
11. | დამკვეთის მიერ დოკუმენტის გადაღება საკუთარი ტექნიკური საშუალებით | 1 გვერდი | 5,00 |
12. | არქივების დროებით შენახვა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არქივების | 1 შესანახი ერთეული (საქმე) 1 წლით | 2,00 |
13. | ეროვნული არქივის მიერ საქმეთა დროებით სარგებლობაში გაცემა ორგანიზაციაზე, დაწესებულებაზე | 1 საქმე 1 დღით | 6,00 |
14. | ეროვნული არქივის მიერ ტექნიკური დოკუმენტების დროებით სარგებლობაში გაცემა: |
|
|
ა) საპროექტოსი, საკონსტრუქტოროსი | 1 ნახაზი 1 დღით | 2,00 | |
ბ) ტექსტობრივის | 1 საქმე 1 დღით | 3,00 | |
15. | კინოფოტოფონოდოკუმენტები: |
|
|
|
|
|
|
15.1. | საცნობაო აპარატის მიხედვით მკვლევართათვის კინოფოტოფონოდოკუმენტების გამოვლენა და ნუსხის შედგენა | 1 ნუსხა |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 40,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 46,00 | ||
15.2. | კინოფოტოფონოდოკუმენტების მიხედვით საინფორმაციო ხასიათის ცნობის გაცემა | 1 ცნობა |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 10,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 14,00 | ||
15.3. | კინოფოტოფონოდოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება | 1 მიმოხილვა |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 30,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 42,00 | ||
15.4. | ფოტოალბომების გაცნობა და დათვალიერება | 1 ალბომი |
|
ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის | 5,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის | 7,00 | ||
15.5. | ფოტონეგატივებიდან ანაბეჭდის დამზადება | 1 ანაბეჭდი |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 10,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 14,00 | ||
15.6.
| დამკვეთის მიერ ფოტოდოკუმენტის გადაღება საკუთარი ტექნიკური საშუალებით | 1 ასლი |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 8,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის | 11,00 | ||
15.7. | კინოდოკუმენტის ეკრანზე ჩვენება | 1 კოლოფი |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 7,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის | 10,00 | ||
15.8. | კინოპირის დროებით სარგებლობაში გაცემა გადასაწერად | 1 წუთი |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 8,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 11,00 | ||
15.9. | არქივის საპროექციო ეკრანიდან კინოდოკუმენტის გადაღება მკვლევრის ტექნიკური საშუალებით | 1 წუთი |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 8,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 11,00 | ||
15.10. | ფონოდოკუმენტის გამოვლენა, მოსმენა, შერჩევა და გადაწერისათვის მომზადება | 30 წუთი |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 30,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 42,00 | ||
15.11. | ფონოდოკუმენტის გადაწერა (დისკზე) | 1 წუთი |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 8,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 11,00 | ||
15.12.
| ფონოდოკუმენტის მიხედვით რადიოგადაცემის მომზადება ხანგრძლივობით 10 წუთამდე | 1 გადაცემა |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 65,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 91,00 | ||
15.13. | ციფრულ მატარებლებზე გადატანა |
|
|
15.13.1. | ფოტოპოზიტივიდან სკანირება |
|
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 300–600 წერტილი (dpi) | 7,00 | |
ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 10,00 | ||
ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 1200 და მეტი წერტილი (dpi) | 15,00 | |
ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 21,00 | ||
15.13.2. | ფოტონეგატივიდან სკანირება |
|
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 300–600 წერტილი (dpi) | 15,00 | |
ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 21,00 | ||
ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 1200 და მეტი წერტილი (dpi) | 20,00 | |
ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის | 28,00 | ||
15.13.3. | ფოტოგამოსახულების კომპიუტერული დამუშავება | 1 ფოტო |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 15,00–50,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 21,00–70,00 | ||
15.13.4. | აუდიოჩანაწერის გადაწერა | 1 წუთი |
|
| ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 8,00 | |
| ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 11,00 | |
15.13.5. | აუდიოჩანაწერის კომპიუტერული დამუშავება | 1 წუთი |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის |
| 8,00 | |
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის |
| 11,00 | |
15.13.6. | კინოდოკუმენტის DVD დისკზე გადაწერა | 1 წუთი |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 8,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 11,00 | ||
15.13.7. | კინოგამოსახულების კომპიუტერული დამუშავება | 1 წუთი |
|
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 10,00–30,00 | ||
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის | 14,00–42,00 |
შენიშვნები:
*თუ დამკვეთს არ გააჩნია ზუსტი მონაცემები, როდის და სად მოხდა მისთვის საინტერესო მოვლენა, სამუშაოს ღირებულება იზრდება 0,50 ლარით დამატებით გადასინჯულ თითოეულ საქმეზე.
1. კომპაქტდისკის ღირებულება – 1,5 ლარი.
2. DVD დისკის ღირებულება – 3 ლარი.
დოკუმენტის კომენტარები