„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4549-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 040050000.05.001.017996
4549-Iს
25/11/2015
ვებგვერდი, 08/12/2015
040050000.05.001.017996
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და სხვა მუზეუმებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს;“.

2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის საზღვარგარეთ დროებით გატანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 ნოემბერი 2015 წ.

N4549-Iს