საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6539-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.016841
  • Word
6539-Iს
22/06/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
040030000.05.001.016841
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge ), 31.10.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.016449) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებსა და ვადებს.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ მომსახურებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სამინისტროს საარქივო ფონდის (შემდგომ – არქივი ) ფუნქციონირებისათვის.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დაწესებული მომსახურების საფასურების განაკვეთები,  საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებ , ასევე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. მომსახურების სახეობები და ვადები 

1. სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობისათვის დადგენილია შემდეგი მომსახურების სახეობები და ვადები:

 

მომსახურების სახეობა და ვადა

ერთეული

1

2

3

1

დოკუმენტების თემატური გამოვლენა ნუსხის შედგენით:

ა) საქმეთა შერჩევით;

ბ) გამოქვეყნებული ლიტერატურის მიხედვით

 

10 სათაური

1 დოკუმენტი (ცნობა)

2

მიმოხილვის მომზადება გამოვლენილი დოკუმენტების, შერჩეული საქმეებისა და გამოქვეყნებული ლიტერატურის მიხედვით

1 მიმოხილვა

 

3

თემატური შეკითხვის შესრულება ფაქტის, მოვლენის, ცნობის დადგენის (დადასტურების) შესახებ (დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში):

ა) 1 წლამდე პერიოდი;

ბ) 1-დან 3 წლამდე პერიოდი;

გ) 3-დან 5 წლამდე პერიოდი;

დ) 5-დან 10 წლამდე პერიოდი;

ე) 10-დან 20 წლამდე პერიოდი;

ვ) 20 წელზე მეტი პერიოდი

1 შეკითხვა

4

 

ცნობის (დადებითის ან უარყოფითის) მომზადება:

 

ა) ნასამართლობის, რეპრესირებული პირის, გადასახლების, სპეცგადასახლების, რეაბილიტაციის, ტყვედ ნამყოფობის, სხვა ცნობის:

ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

ა.გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

ა.დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის;

ა.ე) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის;

 

ბ) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე:

ბ.ა) ინფორმაციის მიღებიდან  მე-5 დღეს გაცემისათვის;

ბ.ბ) ინფორმაციის მიღებიდან მე-3 დღეს გაცემისათვის;

 

გ) სამუშაო სტაჟის შესახებ:

გ.ა) 1-დან 5 წლამდე სტაჟის შემთხვევაში:

გ.ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ.ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ.ბ) 5-დან 15 წლამდე სტაჟის შემთხვევაში:

გ.ბ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ.ბ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ.გ) 15 ან მეტი წლის სტაჟის შემთხვევაში:

გ.გ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ.გ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5  სამუშაო დღეს გაცემისათვის;

 

დ) იმავე ცნობის განმეორებით გაცემისათვის:

დ.ა) გაცემიდან 1 თვის განმავლობაში;

დ.ბ) გაცემიდან 1-დან 6 თვემდე;

დ.გ) გაცემიდან 6-დან 12 თვემდე

1 ცნობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამკითხველო დარბაზში მკვლევართა მომსახურება:

 

ა) საქმის გაცემა:

ა.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში;

ა.ბ) განაცხადის შეტანის დღეს;

 

ბ) დოკუმენტის გადასაღებად მომზადება:

ბ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის;

ბ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის;

 

გ) დოკუმენტის ელექტრომატარებელზე გადატანა (სკანირება, ციფრული აპარატით გადაღება):

გ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის;

გ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის;

 

დ) ფოტოპოზიტივიდან სკანირება:

დ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

დ.ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის;

დ.გ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის

 

 

 

1 საქმე / 1 დოკუმენტი

 

 

 

1 საქმე / 1 გვერდი

 

 

 

1 გვერდი

 

 

 

 

1 კადრი

6

ფოტოგამოსახულების კომპიუტერული დამუშავება:

ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის

 1 ფოტო

 

2. სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობის მიზნით მომსახურების სხვა სახეობები და ვადები შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61  მუხლი:

     „მუხლი 61 . მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევა

1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი შესაბამისი მომსახურება მიიღოს „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევის შემთხვევაში „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ:

ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარსადგენი დოკუმენტების თაობაზე;

ბ) მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას და მის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებას;

გ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით მიწოდებას;

დ) მომსახურების გაწევისას დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამის შესახებ დაინტერესებული პირის ინფორმირებას;

ე) მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გადმოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

  მუხლი 2. ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე1 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;“.

 მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

№6539- I