დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3809 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/11/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 26/11/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040050000.05.001.016073 |
საქართველოს კანონი
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) მე-13 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები უფლებამოსილი არიან თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყონ ეროვნული არქივის მიერ აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აკრედიტაციის წესსა და კრიტერიუმებს, აგრეთვე აკრედიტაციის საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი. აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ეროვნულ არქივს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე წარუდგენენ ინფორმაციას წლის განმავლობაში მათ მიერ დოკუმენტების შერჩევის, დამუშავებისა და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 12 ნოემბერი.
№3809–IIს
დოკუმენტის კომენტარები